თავისუფალი დემოკრატები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატატს ნინო გვენეტაძეს მხარს დაუჭერენ.
ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარის მოადგილემ ნინო გოგუაძემ განაცხადა.
ნინო გოგუაძის თქმით, გვენეტაძეს შეუძლია, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა დაიცვას.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს დეპუტატებმა დღეს კენჭი უნდა უყარონ.














