• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, October 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„წლებია ბავშვთა ქალაქ “მზიურის” შესასვლელი საჭიროებს რეაბილიტაციას” – ანა გოგუაძე

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

1 ივნისს, ზაფხულის პირველ დღეს, ბავშვთა ქალაქში – „მზიური“, „მზის ფესტივალი – ჩვენ ვხედავთ მზეს გაიმართება.  ამ დღეს, მზიურში მოსული ყველა სტუმარი, ზღაპრის გმირებით დასახლებულ ქალაქში ხვდება. ეს ის ზღაპრული ქალაქია, სადაც ყველა სიყვარულითა და მზით თანაბრად თბება, მიუხედავად მათი  ფიზიკური, თუ გონებრივი შესაძლებლობებისა, სოციალური სტატუსისა.

წელს ფესტივალის საიუბილეო თარიღია. 10 წელი ხდება რაც ნოდარ დუმბაძის ინიციატივით, 1982 წელიდან, თბილისში დაარსებულ ბავშვთა ქალაქ – მზიურში, მზის ფესტივალი იმართება. ეს სწორედ ის განსაკუთრებული  დღეა, როდესაც ოცნებები ხდება და ზღაპრულ სამყაროში მოსულ სტუმრებს,  სხვადასხვა ზღაპრის გმირებთან ერთად, ფესტივალის მთავარი გმირი – თოჯინამზე, ელოდება. ფესტივალზე ასევე კონცერტები, თეატრალური დადგმები, გამოფენები და  სხვადასხვა კონკურსები გაიმართება.

ნოდარ დუმბაძის ოცნების ასრულება, მრავალი პროქეტის ავტორმა, ფოტოგრაფმა, ანა გოგუაძემ 2006 წელს დაიწყო.  სწორედ ის არის მზის ფესტივალის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი, რომელსაც „თბილისი თაიმსი“ ფესტივალზე და ბავშვთა ქალაქში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა.

unnamed (11)

ანა  თქვენ  პროექტის – „მზის ფესტივალის“ იდეის ავტორი ხართ, გვიამბეთ აღნიშნული პროექტის შესახებ, როდის და როგორ გაჩნდა ეს იდეა?

– ძალიან მიყვარს ნოდარ დუმბაძის შემოქმედება. სამწუხაროდ დღეს “მზიური” “ბავშვთა ქალაქის” ნაცვლად მხოლოდ პარკის ფუნქციას ასრულებს. იდეა 2006 წლის გაზაფხულზე, “მზიურში” სეირნობისას დაიბადა. ეს ბედნიერი ადამიანებით სავსე, ერთი დღე უნდა ყოფილიყო,  სადაც დიდი თუ პატარა ყველა ერთად გაერთობოდა, დროებით დაივიწყებდა ყოფით პრობლემებს და  ზაფხულის პირველ დღეს “მზიურში” პოზიტიურად გაატარებდა. იდეა დავწერე forum.ge-ზე რის შემდეგაც ბევრმა ადამიანმა აიტაცა. ღონისძიების სპონსორებიც  მალევე გამოჩნდნენ. ყოველწლიურად მზის ფესტივალში ათობით მოხალისე იღებს მონაწილეობას, მეგობრებისა და პარტნიორების ძალისხმევით ყოველ პირველ ივნისს, “მზიური“ ნამდვილი ბავშვთა ქალაქია. თავდაპირველად ღონისძიებას “მზის ზეიმი” ეწოდებოდა, დღეს კი, „მზის ფესტივალი – „ჩვენ ვხედავთ მზეს“, რამ განაპირობა სახელწოდების შეცვლა?

unnamed (9)

– მაშინ ვერც ვიფიქრებდი, რომ ღონისძიება ყოვილწლიურ სახეს მიიღებდა, ამიტომაც მას “მზის ზეიმი” დავარქვით. პირველივე წელს, ფესტივალზე უამრავი ადამიანი მოვიდა, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო ერთჯერადი  ღონისძიება. მზის ფესტივალის უცვლელი სლოგანია – “ჩვენ ვხედავთ მზეს” და უკვე მეათე წელია  „მზიურში“ იმართება.  ეს არის დღე, როდესაც „მზიური“დუმბაძის ბავშვთა ქალაქი ხდება.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდაა, როგორ ფიქრობთ რა შეიცვალა ამ მხრივ 2006 წლიდან დღემდე? ზოგადად  რამდენად ამაღლდა  ამ მხრივ საზოგადოების ცნობიერება?

unnamed (3)

– სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში  ამ კუთხით, დღემდე ბევრი მოუგვარებელი პრობლემაა, რაც გულისხმობს:  გარემოს ადაპტირებას, საზოგადოების დამოკიდებულებასა და ა.შ. მაგრამ თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ 2006 წლის შემდეგ საკმაოდ ბევრი რამ შეიცვალა, მართალია პროცესი ნელა მიმდინარეობს და გაცილებით სწრაფადაც შეიძლება სასიკეთო ცვლილებების განხორციელება,  მაგრამ  „მზის ფესტივალი“ ნათელი მაგალითია იმის, რომ “შესაძლებლობები შეუზღუდავია”.

ანა, 10 წლის მანძილზე თუ ყოფილა ისეთი განსაკუთრებული შემთხვევა, რომელმაც ღონისძიება უფრო შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი გახადა?

11063396_868835026503050_1090573786_n

– ყოველ წელს არის სხვადასხვა დეტალები რომლებიც ემატება ჩვენს ფესტივალს, მიჭირს რომელიმე კონკრეტული მაგალითის მოყვანა, ჩვენ ვცდილობთ, რომ 1 ივნისს „მზიური“ ყველასათვის დასამახსოვრებელი მზიანი იყოს.

სახელმწიფო თუ ინტერესდება აღნიშნული პროექტით და გაქვთ  თუ არა მათგან ფინანსური მხარდაჭერა?

unnamed (2)

– 2008 წლიდან მზის ფესტივალის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ქალაქის მერიაა, ბოლო სამი წელია პროგრამაში დავამატეთ  ინკლუზიური  სპექტაკლები, რომლის  მხარდამჭერიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროა. ფესტივალს უერთდება როგორც  სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სექტორი, ღონისძიების ერთგული მეგობარი და თანაორგანიზატორი კი  კომპანია “ჯეოსელია”.

როგორც ვიცი, მზიურის მოუწესრიგებლობას უჩიოდით და მერიას პეტიციითაც კი მიმართეთ, კონკრეტულად რას ითხოვდით და რა რეაგირება მოჰყვა ამას?

unnamed (6)

– მერიას პეტიციით მანქანების სადგომთან დაკავშირებით მივმართეთ, მოქალაქეები მანქანებს ბავშვებისთვის განკუთვნილ მოედანზე აჩერებდნენ. როგორც მითხრეს პრობლემა მოგვარებულია. ჯერ-ჯერობით მხოლოდ დაცვის კონტროლის ქვეშაა, თუმცა მალე ამკრძალავი ნიშანიც დაიდგმება.  ახლა  ღია წერილით თბილისის მერს მივმართე და იმედი მაქვს, რომ ამ წერილს გამოეხმაურება. უკვე წლებია მზიური რეაბილიტაციას საჭიროებს, მისი შესასვლელი  მთლიანად გაძარცულია  და  აღდგენით სამუშაოებს საჭიროებს. არ შეიძლება ქალაქის ერთ-ერთი მთავარი პარკის შესასვლელი  ასეთ მდგომარეობაში იყოს.

აღსანიშნავია, რომ წელს ფესტივალის 10 წლის იუბილეა, მზიურში საიუბილეო ბანერიც უკვე გამოჩნდა, რა სიახლეებით უმასპინძლებთ ფესტივალზე მოსულ სტუმრებსა და გეგმავთ თუ არა რაიმე განსაკუთრებულ ღონისძიებას?

unnamed (5)

– ფესტივალისთვის მზადებას ტრადიციულად გაზაფხულის პირველ დღეს ვიწყებთ, ვინაიდან წელს საიუბილეო თარიღია, ბანერი რამოდენიმე თვით ადრე დავკიდეთ.  ტრადიციულად, ბევრ სიახლეს ვთავაზობთ ჩვენს სტუმრებს და რაც მთავარია – ყველას გეპატიჟებით ჩვენს დაბადების დღეზე. დეტალებისგან ჯერ თავს შევიკავებ, თუმცა მზადება დაწყებულია.

unnamed (10) 

„თბილისი თაიმსი“  ანა გოგუაძესა და „მზის ფესტივალს“  წარმატებებს უსურვებს.

ესაუბრა

ლაკო ბიტ-ბაბიკოვი

Share1Tweet1

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

ელტონ ჯონის კონცერტისთვის საქართველოს რკინიგზა დამატებით რეისს ნიშნავს

ელტონ ჯონის კონცერტისთვის საქართველოს რკინიგზა დამატებით რეისს ნიშნავს

8 years ago
ქართული ღვინის დეგუსტაცია ჩინეთის 4 ქალაქში გაიმართა

ქართული ღვინის დეგუსტაცია ჩინეთის 4 ქალაქში გაიმართა

9 years ago

ირაკლი ალასანია ამერიკელ სენატორებს შეხვდა

12 years ago
Google საქართველოს დამოუკიდებლობის იუბილეს ულოცავს

Google საქართველოს დამოუკიდებლობის იუბილეს ულოცავს

8 years ago

ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/17/2026

ბერი ანდრიას ფონდი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი წაიღო ჩემი გულის ნაწილი სოხუმში... ვიცი მამა ანდრია ჩაგიხუტებს...

მეტის ნახვაDetails
“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 10/17/2026
  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by