თბილისის ისტორიის მუზეუმში თანამედროვე იაპონური ხელოვნების ნიმუშების გამოფენა იხსნება.
ექსპოზიციაზე ფაიფურის, კერამიკისა და მინის ნაკეთობები, ტრადიციული და ახალი სტილით შექმნილი დეკორატიული ლარნაკები და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები იქნება წარმოდგენილი.
ნამუშევრების გამოფენა იაპონიის საელჩოს, თბილისის ისტორიის მუზეუმისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინიციატივით იმართება.
29.05.13