• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, September 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“სავალუტო კურსზე დიდი ზეგავლენა მოახდინა მთელ მსოფლიოში აბსოლუტურად ყველა ვალუტის მიმართ”

12 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
“სავალუტო კურსზე დიდი ზეგავლენა მოახდინა მთელ მსოფლიოში აბსოლუტურად ყველა ვალუტის მიმართ”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

1491420_577007102390370_1003318617_oლარის კურსთან დაკავშირებული მოვლენები სწორედ იმ საგარეო ფაქტორების ზეგავლენის ადეკვატურად განვითარდა, რაც რეგიონის სხვა ქვეყნების ეკონომიკებში ხდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “ბოლო პერიოდში ძალიან რთული ვითარებაა ზოგადად რეგიონში, ეს ბუნებრივია, რომ ჩვენ ქვეყანასაც შეეხო. განვითარებული რთული პროცესები, პირველ რიგში, ეკონომიკის კუთხით შეგვეხო, ამიტომ ამ ეტაპზე მთავრობის უპირველესი ამოცანაა, რამდენად ეს შესაძლებელი იქნება, სწრაფად გავუმკლავდეთ პრობლემებს, რომლებიც მოსახლეობისთვის მტკივნეულია. ჩვენი მაქსიმალური ძალისხმევა იქნება მიმართული იმისკენ, რომ ეს პრობლემები მაქსიმალურად მოკლე ვადაში იქნას აღმოფხვრილი, რათა მოსახლეობამ უმტკივნეულოდ გადაიტანოს ეს სირთულეები”, – განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ლარის კურსთან დაკავშირებული მოვლენები სწორედ იმ საგარეო ფაქტორების ზეგავლენის ადეკვატურად განვითარდა, რაც რეგიონის სხვა ქვეყნების ეკონომიკებში ხდება. “სავალუტო კურსზე დიდი ზეგავლენა მოახდინა მთელ მსოფლიოში აბსოლუტურად ყველა ვალუტის მიმართ, მათ შორის, ევროს მიმართაც დოლარის გამყარებამ და ასევე რეგიონში არსებულმა რთულმა ეკონომიკურმა, პოლიტიკურმა ვითარებამ განაპირობა ის, რომ ჩვენი ვალუტა გაუფასურდა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არ ვართ გამონაკლისები. როგორც გითხარით, ეს შეეხო რეგიონის ყველა ქვეყანას. მინდა რამდენიმე მაგალითი მოგიყვანოთ: ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყანა აზერბაიჯანი, რომელიც არის ჩვენზე 2-ჯერ-3-ჯერ მეტად მდიდარი სახელმწიფო, დეკემბერში აზერბაიჯანმა დახარჯა 1.2 მილიარდი დოლარი იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა საკუთარი ვალუტის კურსი, იანვარში – მილიარდი დოლარი და შემდეგ უკვე თებერვალში ერთ დღეში 34%-ით მოხდა გაუფასურება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა და ამ კონტექსტში სომხეთისა და მოლდოვის მაგალითებიც დაასახელა და აღნიშნა, რომ ჩვენთან მოხდა დაახლოებით, 160 მილიონი დოლარის ოდენობის რეზერვის დახარჯვა და “გვაქვს პრაქტიკულად, იგივე ვითარება, რაც სხვა ქვეყნებში”. მისივე თქმით, ანალოგიური ვითარებაა ევროპის სხვა ქვეყნებში, სადაც დოლარი ევროს მიმართაც გამყარდა. “უკრაინაში განვითარებული მოვლენები, რა თქმა უნდა, ჩვენს ეკონომიკაზე ნეგატიურ ეფექტს ჰპოვებს, ასევე რუსეთში განვითარებული მოვლენები და რეგიონში არსებული რთული ვითარება. სწორედ ამისთვის ჩვენ დავიწყეთ უფრო მეტი ახალი ეკონომიკური პროექტის ინიცირება. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად დავზოგოთ ადმინისტრაციული ხარჯები. შემცირება არ შეეხება არც ერთ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

უბედური შემთხვევა სამხატვრო აკადემიაში – 14 წლის გოგო კორპუსიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა სამხატვრო აკადემიაში – 14 წლის გოგო კორპუსიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

2 years ago
ნახატებში ჩარჩენილი ბავშვობა – ინტერვიუ ნინო ჩაკვეტაძესთან

ნახატებში ჩარჩენილი ბავშვობა – ინტერვიუ ნინო ჩაკვეტაძესთან

10 years ago
 “უკრაინელი ძმები შოკში არიან” – ქართულმა ოცეულმა რუსული ასეული გაანადგურა  

 “უკრაინელი ძმები შოკში არიან” – ქართულმა ოცეულმა რუსული ასეული გაანადგურა  

4 years ago
შსს-ს წყალზე მაშველებმა 12 საათის განმავლობაში ურეკში 52 ადამიანი გადაარჩინეს

შსს-ს მაშველებმა ბოლო 12 საათის განმავლობაში შტორმის დროს 31 ადამიანი გადაარჩინეს

9 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by