ფინეთის პარლამენტმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
ამის შესახებ “თბილისი თაიმსს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტმა ორი მოსმენით დაამტკიცა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმების სარატიფიკაციო დოკუმენტი. საკითხზე ასევე იმსჯელა ფინეთის შვედურენოვანი ოლანდის ავტონომიური რეგიონის საკანონმდებლო ორგანომ, რომელმაც 25 მარტს მეორე მოსმენით ასევე დაამტკიცა აღნიშნული დოკუმენტი.
პროცესის ფორმალურად დასრულებას სარატიფიკაციო სიგელზე ფინეთის პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება.












