• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 13.5 მლრდ აშშ დოლარია

12 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 13.5 მლრდ აშშ დოლარია
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

a17957ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 13.5 მლრდ აშშ დოლარი (25.1 მლრდ ლარი) შეადგინა. როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული 2014 წლის მშპ-ს 81.4 პროცენტია. მათივე განმარტებით, მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან და იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, “საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის” – 2003, შესაბამისად. “საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 13.5 მლრდ აშშ დოლარი (25.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2014 წლის მშპ-ს 81.4 პროცენტია; აქედან, სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 5.9 მლრდ აშშ დოლარი (11.0 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 35.8 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 4.2 მლრდ აშშ დოლარი (7.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 25.7 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 251.8 მლნ აშშ დოლარი (469.2 მლნ ლარი; მშპ-ს 1.5 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები შესაბამისად – 829.3 მლნ აშშ დოლარი (1.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.0 პროცენტი) და 578.7 მლნ აშშ დოლარი (1.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.5 პროცენტი). საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 2.7 მლრდ აშშ დოლარი (5.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 16.2 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 3.5 მლრდ აშშ დოლარი (6.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 20.9 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა – 2.8 მლრდ აშშ დოლარი (5.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 17.1 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 93.6 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით. საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 8.5 მლრდ აშშ დოლარი (15.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2014 წლის მშპ-ს 51.7 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3.2 მლრდ აშშ დოლარია (5.9 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 19.2 პროცენტია. 2014 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 160.4 მლნ აშშ დოლარით (289.3 მლნ ლარით) გაიზარდა, აქედან ვალი ოპერაციული ცვლილებების გამო 399.8 მლნ აშშ დოლარით (721.1 მლნ ლარით) გაიზარდა, ხოლო სხვა ცვლილებების გამო – 36.8 მლნ აშშ დოლარით (66.5 მლნ ლარით). ამავე კვარტალში საკურსო ცვლილების გამო მთლიანი საგარეო ვალი 176.1 მლნ აშშ დოლარით (317.6 მლნ ლარით) შემცირდა, ხოლო ფასის ცვლილებების გამო – 100.2 მლნ აშშ დოლარით (180.7 მლნ ლარით). სამთავრობო სექტორის უცხოური ვალდებულებები საანგარიშო პერიოდში 92.8 მლნ აშშ დოლარით (167.4 მლნ ლარით) გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების შედეგად ვალი 209.0 მლნ აშშ დოლარით (377.0 მლნ ლარით) გაიზარდა, ხოლო საკურსო და ფასის ცვლილებების გამო შესაბამისად 83.2 და 33.0 მლნ აშშ დოლარით (150.1 და 59.5 მლნ ლარით) შემცირდა. საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 10.5 მლნ აშშ დოლარით (19.0 მლნ ლარით) შემცირდა. აქედან საკურსო ცვლილებების გამო კლებამ 5.9 მლნ აშშ დოლარი (10.6 მლნ ლარი) შეადგინა, ხოლო ოპერაციული ცვლილებების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 4.6 მლნ აშშ დოლარით (8.3 მლნ ლარით) შემცირდა. 2014 წლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 251.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 208.6 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი. აღნიშნულ პერიოდში საბანკო სექტორის საგარეო ვალდებულებები 8.9 მლნ აშშ დოლარით (16.0 მლნ ლარით) შემცირდა, აქედან 24.3 მლნ აშშ დოლარით (43.8 მლნ ლარი) შემცირება გამოწვეული იყო საკურსო ცვლილებებით, ხოლო ფასის ცვლილების გამო საბანკო სექტორის ვალდებულებები 16.1 მლნ აშშ დოლარით (29.0 მლნ ლარით) შემცირდა. ამავე დროს, ოპერაციული ცვლილებების გამო საბანკო სექტორის ვალი 31.5 მლნ აშშ დოლარით (56.7 მლნ ლარით) გაიზარდა. სხვა სექტორების საგარეო ვალდებულებები 22.5 მლნ აშშ დოლარით (40.7 მლნ ლარით) გაიზარდა. აქედან 12.0 მლნ აშშ დოლარით (21.6 მლნ ლარით) გაიზარდა არასაბანკო საფინანსო კორპორაციების საგარეო ვალდებულე­ბები, ხოლო არასაფინანსო კორპორაციების საგარეო ვალდებულებების ზრდამ 10.6 მლნ აშშ დოლარი (19.1 მლნ ლარი) შეადგინა. სხვა სექტორების საგარეო ვალი ოპერაციული და სხვა ცვლილებების გამო, შესაბამისად, 98.1 და 9.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა (177.0 და 16.5 მლნ ლარი), ხოლო ფასის და საკურსო ცვლილებების შედეგად, შესაბამისად 51.1 და 33.6 მლნ აშშ დოლარით (92.2 და 60.6 მლნ ლარით) შემცირდა. საანგარიშო პერიოდში, უცხოური კომპანიათაშორისი სესხები 64.4 მლნ აშშ დოლარით (116.2 მლნ ლარით) გაიზარდა. აქედან ოპერაციული და სხვა ცვლილებების შედეგად ზრდამ, შესაბამისად, 65.8 და 27.7 მლნ აშშ დოლარი (118.7 და 50.0 მლნ ლარი) შეადგინა, ხოლო საკურსო ცვლილებების შედეგად კლებამ 29.1 მლნ აშშ დოლარი (52.5 მლნ ლარი). საანგარიშო პერიოდში უცხოური ვალუტით დენომინირებული საგარეო ვალდებულე­ბების მოცულობა 141.0 მლნ აშშ დოლარით (254.4 მლნ ლარით) გაიზარდა და 12.6 მლრდ აშშ დოლარი (23.5 მლრდ ლარი) შეადგინა. ხოლო ეროვნული ვალუტით დენომინირებული ვალის მოცულობა 19.3 მლნ აშშ დოლარით (34.9 მლნ ლარით) გაიზარდა და 864.6 მლნ აშშ დოლარი (1.6 მლრდ ლარი) შეადგინა. დღეიდან, საქართველოს ეროვნული ბანკი, ძველი სტატისტიკური ცხრილების პარალელურად იწყებს საგარეო ვალის დამატებითი სტატისტიკური ცხრილის გამოქვეყნებას საგარეო ვალის 2013 წლის განახლებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, რომელიც შედგენილია საგადასახდელო ბალანის სახელმძღვანელოს მეექვსე რედაქციაში წარმოდგენილი ცვლილებების გათვალისწინებით. ქვემოთ მოცემულია ძირითადი მეთოდოლოგიური ცვლილებები: – გაუქმდა სავალო ინსტრუმენტი “ვადაგადაცილებული დავალიანება”. ვადაგადაცილებული დავალიანება ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად ჩართულია ძირითად ინსტრუმენტში. ადრე აღირიცხებოდა ცალკე პუნქტად, როგორც მოკლევადიანი სავალო ინსტრუმენტი; – დარიცხული პროცენტი ჩართულია შესაბამის ინსტრუმენტებში, ანუ გრძელვადიან სავალო ინსტრუმენტზე დარიცხული პროცენტი ჩაირთვება გრძელვადიან ვალში, ხოლო მოკლევადიან სავალო ინსტრუმენტზე დარიცხული პროცენტი – მოკლევადიან ვალში. წინა რედაქციით დარიცხული პროცენტი, როგორც გრძელ ასევე მოკლევადიან ვალზე, აისახებოდა მოკლევადიან სავალო ინსტრუმენტში. – სავაჭრო კრედიტების საგადასახდელო ბალანსის მეექვსე რედაქციაში ახლებურად აღრიცხვამ, გამოიწვია რიცხობრივი სხვაობა ძველი რედაქციის სავაჭრო კრედიტებსა და ახალი რედაქციის სავაჭრო კრედიტებს შორის. შესაბამისად, ახალი რედაქციის მიხედვით მთლიანი საგარეო ვალი რამდენადმე ნაკლებია, ვიდრე მთლიანი საგარეო ვალი ძველი რედაქციის მიხედვით”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Share1Tweet1

ახალი ამბები

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს
ახალი ამბები

კარგი სიახლე პენსიონერებისთვის – მთავრობის გადაწყვეტილებით, პენსიები კიდევ იზრდება

10/12/2026
ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025

საინტერესო

ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაციის ვებგვერდი ყველა მსურველისთვის გაიხსნა

ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაციის ვებგვერდი ყველა მსურველისთვის გაიხსნა

5 years ago
მინისტრთა კაბინეტმა ჯანდაცვის სამინისტროს 2016 წლის პრიორიტეტები განიხილა

ომალოში აეროდრომის პროექტირება იწყება

10 years ago
სამეგრელოს რეგიონებში ქუჩის სავარჯიშო მოედნები მოეწყო

სამეგრელოს რეგიონებში ქუჩის სავარჯიშო მოედნები მოეწყო

10 years ago
“ყველაფერი გაკეთდება, რომ  ის უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობაში გვაქვს, შევინარჩუნოთ”

“მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დებატები იქნება საქმიანი, კონსტრუქციული, შედეგზე ორიენტირებული”

8 years ago

ახალი ამბები

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. ახლობლები ახალგაზრდა კაცს ემშვიდობებიან. როგორც ირკვევა, 28 წლის ვალერი იმედაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. „ჩემო ოქროს...

მეტის ნახვაDetails
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026
  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026
  • „3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა 10/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by