თბილისის მერი დავით ნარმანია 3-4 აპრილს, სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში გაემგზავრა.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დავით ნარმანია პრაღის მერს ადრიანა კრნაჩოვას შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრები ჩეხეთ-სლოვაკეთ-საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან, ასევე ჩეხ ინვესტორებთან.
შეხვედრებზე განიხილება მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ორმხრივი მრგვალი მაგიდების/ფორუმების ჩატარების, პრაღაში ქართული კულტურულ-საინფორმაციო ცენტრის გახსნის, პრაღის მერიაში თბილისის მერიის თანამშრომელთა სტაჟირების და სხვა საკითხები.