• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 23, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ისლამური სახელმწიფო” არის მთელი მსოფლიოს თავის სატკივარი”

12 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
“ისლამური სახელმწიფო” არის მთელი მსოფლიოს თავის სატკივარი”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

10734284_736497079774704_2570102111630613986_nპანკისიდან სირიაში გადასული 2-3 ადამიანის გამო სკანდალს ნუ შექმნით, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს პანკისის ხეობიდან სირიაში ორი მოსწავლის გადასვლის საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე. მთავრობის მეთაურმა მედიას შეახსენა, რომ აღნიშნული პრობლემა მთელ მსოფლიოს აწუხებს და “საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება”. “რაც შეეხება ახალგაზრდების გადინებას სირიაში – მე შეგახსენებთ, რომ პანკისის 100-ზე მეტი მკვიდრი ხელისუფლებაში ჩვენს მოსვლამდე გავიდა სირიაში, ჩვენი მთავრობის პირობებში კი სულ რამდენიმე ახალგაზრდა გადაადგილდა თურქეთის მიმართულებით, საიდანაც ალბათ გადავიდნენ სირიაში – 2, 3 ან 4, 5 ადამიანი შეიძლება იყოს. თქვენ საზოგადოება შეგყავთ შეცდომაში, როდესაც სვამთ კითხვას, რატომ არ მოხდა ამის პრევენცია. “ისლამური სახელმწიფო” არის მთელი მსოფლიოს თავის სატკივარი – მსოფლიო ლიდერები ვერ პოულობენ გამოსავალს, თუ როგორ უნდა აღკვეთონ მოხალისეების წასვლა სირიაში. ამ დროს, თქვენ მეკითხებით, ორმა-სამმა ადამიანმა როგორ მოახერხა და როგორ დავუშვით, როგორ ვერ მოახდინა მთავრობამ ამის პრევენცია. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა და აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის რაც მოხდა. მინდა, მათი ოჯახის წევრებს ვუთხრა, რომ ძალიან განვიცდით ამ საკითხს, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს არის პრობლემა, რომელიც მთელ მსოფლიოს აწუხებს და საქართველო არ არის გამონაკლისი. ჩვენ ვართ გამონაკლისი იმ კუთხით, რომ მხოლოდ რამდენიმე ადამიანია წასული”, – განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს. რაც შეეხება მედიის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან გამოთქმულ მოსაზრებას, რომ პანკისელ მოსწავლეებს სირიაში გადასვლაში შესაძლოა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი თანამშრომლები დახმარებოდნენ, პრემიერმა აღნიშნული კატეგორიულად გამორიცხა. “ეს არის დაუსაბუთებელი ეჭვი, ეს არის ბრალდება და ჩვენი მთავრობის დადანაშუალება, რაც არის აბსურდი – ამას სრული პასუხისმგებლობით გიდასტურებთ. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენ რომელიმე არაკანონიერი მოქმედება წავახალისოთ?.. მე გუშინ, “რუსთავი 2″-ზე ვიყურე რაღაც შოუს. ყველას მოგიწოდებთ – ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ამგვარი მასკარადების დადგმა და ასეთი უპასუხისმგებლო შოუების მოწყობა არის ყოვლად ანტისახელმწიფოებრივი. მინდა, ეს ყველამ გაითვალსიწინოს, ვინც ამას გეგმავს. ეს არის საკითხი, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოს აწუხებს და ამის ერთი ხელის მოსმით გადაჭრა შეუძლებელია, ამიტომ ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში”, – მიმართა პრემიერმა ჟურნალისტებს. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პანკისში კონკრეტული ჯგუფები არსებობენ, რომლებიც სიტუაციას რევს. “უხუცესებთან მე მაქვს კარგი ურთიერთობა, რამდენიმეჯერ შევხდი მათ. რამდენიმე ადამიანისგან დაკომპლექტებული კონკრეტული ჯგუფების შესახებ კი, რომელიც სიტუაციას რევს პანკისში, შესაბამისმა სამსახურებმა ძალიან კარგად იციან და ისინი გაანეიტრალებენ ამ ჯგუფებს კანონის შესაბამისად. 2-3 ადამიანის გამო სკანდალს ნუ შექმნით”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

Share1Tweet1

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

არ გაბედოთ შემოიტანოთ ვაქცინა, რომელიც არ იქნება WHO-ს მიერ დამტკიცებული – გიორგი ფხაკაძე

არ გაბედოთ შემოიტანოთ ვაქცინა, რომელიც არ იქნება WHO-ს მიერ დამტკიცებული – გიორგი ფხაკაძე

6 years ago
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება

8 years ago

დავით ნარმანიამ თავის წინასაარჩევნო პროგრამის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა

12 years ago
დაზარალებულებისთვის ფსიქოლოგიური ცენტრი იმუშავებს

უმაღლესი სასწავლებლების ბაზაზე პროფესიული კოლეჯები დაფუძნდება

9 years ago

ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

10/22/2026

19 ოქტომბერს, გლდანში ტრაგედია დატრიალდა. ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რატი მსხვილიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული...

მეტის ნახვაDetails
„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

10/22/2026
„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

10/22/2026
ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს 10/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by