რუსი მესაზღვრეების მიერ რამდენიმე დღის წინ დაკავებული მამა-შვილი ხადურები გაათავისუფლეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავთანდილ და კახი ხადურების გათავისუფლება შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების მიერ, “ცხელი ხაზის” მეშვეობით მოლაპარაკებების შედეგად მოხერხდა.
შს სამინისტროს ცნობით, გორის რაიონის სოფელ ქვეშის მაცხოვრებლები – ავთანდილ და კახი ხადურები, რუსი მესაზღვრეების მიერ, ე.წ. “ადმინისტრაციული საზღვრის” კვეთისთვის 27 მაისს უკანონოდ იყვნენ დაკავებულები.
03.06.13