• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, October 6, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საია მთავარ პროკურატურას საყდრისი-ყაჩაღიანის აფეთქებაზე გამოძიების დაწყებას სთხოვს

11 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
საია მთავარ პროკურატურას საყდრისი-ყაჩაღიანის აფეთქებაზე გამოძიების დაწყებას სთხოვს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamedარასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” საქართველოს მთავარ პროკურატურას საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის აფეთქების ფაქტზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს. როგორც “თბილისი თაიმსს” საია-დან აცნობეს, მათ ხელთ არსებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2014 წლის 13 დეკემბერს, შპს “RMG-Gold”-ს საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე განხორციელებული აფეთქების დროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსგან მიღებული შესაბამისი ნებართვა არ ჰქონდა. ორგანიზაციის განმარტებით, 2014 წლის 13 დეკემბერს, შპს “RMG-Gold”-მა მედიაში გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც კომპანიამ საყდრის-ყაჩაღიანის #1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლა. მათივე თქმით, კომპანიის მიერ ინფორმაციის გავრცელების პარალელურად ცნობილი გახდა, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე ადგილი ჰქონდა აფეთქების ფაქტს. “გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად – სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების თაობაზე გაიცემა სამრეწველო ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვა, რომელსაც სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო გასცემს. შესაბამისად, შპს “RMG-Gold”-ს 2014 წლის 13 დეკემბერს, საყდრისის #1 სალიცენზიო უბანზე (აღნიშნული უბანი მოიცავდა/მოიცავს არქეოლოგიურ ობიექტს – საყდრისი-ყაჩაღიანის უძველს ოქროს მაღარო) აფეთქების განსახორციელებლად სააგენტოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ნებართვა ესაჭიროებოდა. საია-ს ხელთ არსებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2014 წლის 13 დეკემბერს, შპს “RMG-Gold”-ს საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე განხორციელებული აფეთქების დროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსგან მიღებული შესაბამისი ნებართვა არ ჰქონდა”, – აცხადებენ საია-ში. მათივე ინფორმაციით, შპს “RMG-Gold”-ის კუთვნილ კარიერებზე საამფეთქებლო სამუშაოებს ს/ს “RMG-Cooper”-ი აწარმოებს. ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, შპს “RMG-Gold”-თან დაკავშირებით ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ მიწოდებული სამრეწველო ფეთქებადი მასალების გამოყენების ხუთი ნებართვიდან მხოლოდ ერთი, 2015 წლის 6 იანვარს გაცემული ნებართვა ეხება საყდრისის #1 სალიცენზიო უბანზე აფეთქების განხორციელების უფლებას. თუმცა, აღნიშნული ნებართვა ვერ გავრცელდება 2014 წლის 13 დეკემბერს განხორციელებულ აფეთქებაზე. “აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2591 მუხლის თანახმად: არქეოლოგიურ ობიექტზე ნებისმიერი სახის სამუშაოების წარმოება არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გარეშე, ან არქეოლოგიურ ობიექტზე განზრახ ზემოქმედება, რამაც მისი დაზიანება ან განადგურება გამოიწვია ან რის შედეგადაც ვერ ხერხდება მისი დათარიღება, იდენტიფიცირება და მასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი სამეცნიერო ინფორმაციის მოპოვება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას წარმოადგენს. ამავე კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად კი: დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება”, – აცხადებენ ორგანიზაციაში. საია წერილობით განცხადებით მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას და 2014 წლის 13 დეკემბერს საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის აფეთქების ფაქტზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.

ShareTweet

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

„თბილისელთა პორტრეტები-ფოტორეპორტაჟი“

„თბილისელთა პორტრეტები-ფოტორეპორტაჟი“

7 years ago

მალაკნები – რუსეთიდან დევნილი რელიგიური ჯგუფის ქართული ისტორია

10 years ago

“დიდი იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური პარტიები შეძლებენ საკუთარი ემოციები გვერდზე გადადონ “

10 years ago
პარლამენტი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის განხილვას იწყებს

საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

9 years ago

ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა
ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა

10/05/2026

ლოტკინის დასახლებაში 10 სექტემბერს გამთენიისას მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „დღეს ჩემი შვილის დავით...

მეტის ნახვაDetails
მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

10/04/2026
საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა 10/05/2026
  • მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს 10/04/2026
  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by