თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე წინა სასამართლო სხდომა დასრულდა. ადვოკატებმაც და პროკურორებმაც დღეს ერთმანეთის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა მოითხოვეს, მაგრამ პასუხი საკუთარ მოთხოვნაზე ჯერ არ მიუღიათ.
სავარაუდოდ გადაწყვეტილებას შუამდგომლობებთან დაკავშირებით მოსამართლე 6 მაისს მორიგ სასამართლო სხდომაზე გამოაცხადებს.
ბრალდების მხარე კი ფიქრობს, რომ დღეს სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობები ერთმანეთის საწინააღმდეგო იყო.
დაცვის მხარის წარმომადგენლებს კი მიაჩნიათ, რომ მათ შუამდგომლობებს მოსამართლე გაიზიარებს.
სასამართლო სხდომა საქალაქო სასამართლოში 3 საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.
სასამართლოში იმყოფებოდა თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანიაც, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსნის დაკავებს პოლიტიკურ დევნად მიიჩნევს.






