• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, November 22, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ივენთ-კომპანიები“ კულტურის სამინისტროს და კულტურის პალატას ურჩევენ

12 years ago
კატეგორია: კულტურა, მთავარი მოვლენები
A A
„ივენთ-კომპანიები“ კულტურის სამინისტროს და კულტურის პალატას ურჩევენ
7
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ელექტრონული მუსიკის განვითრებას საქართველოში არც თუ ისე დიდი ისტორია აქვს. მისი ფესვები 90-იან წლებში უნდა ვეძებოთ, როდესაც ის ჯერ კიდევ ფეხს იდგამდა. ვინმეს, რომ ეთქვა ჩემთვის 2014-2015 წლებში საქართველოში ყოველ კვირას დაუკრავენ უცხოელი არტისტები ან იქნება ბევრი მუსიკალური ფესტივალი ალბათ არ დავიჯერებდი. დღეს კი ეს რეალობაა… სასიამოვნოა როდესაც მძიმე სამუშაო კვირის შემდეგ შესაძლებლობა აქვს ქართველ მსმენელს გაერთოს კარგად და მოისმინოს ხარისხიანი მუსიკა. დღეს ბაზარი არჩევანის საშუალებას ნადმვილად გვაძლევს.

„თბილისი თაიმისი“ დაინტერესდა ივენთ (ღონისძიების მომწყობი) კომპანიების მუშაობით, მათი პრობლემებით და სამომავლო გეგმებით. ჩვენ ვესაუბრეთ სამ ივენთ კომპანიას რომლებიც დღეს აქტირად მუშაობენ ბაზარზე.  

10891883_1115452608480423_754696062174937330_n

“Altervision group/Tbilisi Open Air” ეს გახლავთ კომპანია, რომელიც ახორციელებს საქართველოში მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალებსა და ივენთებს. კომპანია ქართულ ბაზარზე მუშაობს 2009 წლიდან, რომლის პირველი ფესტივალი იყო “Tbilisi open air”

– 2009  წლიდან, როდესაც პირველად ჩავატარეთ “Tbilisi open air”, გაჩნდა მოთხოვნა მსგავსი სახის ფეტივალებზე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მომხმარებელი წლიდან-წლამდე ელოდება ჩვენს ფესტივალს. მე ვფიქრობ, რომ ქართველი მსენელი დღეს არაფრით არ ჩამოუვარდება ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის მაცხოვრებელს. რაც შეეხება მომხმარებელს, დადიან როგორც, სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეები და ასევე ასაკოვანი მსენელებიც.

რამდენად არის კულტურის სამინისტროსგან მხარდაჭერა საქართველოში ელექტრონული მუსიკის პოპულარიზაციაში?

– ბოლო ორი წელია, სამწუხაროდ მათგან არანაირი დაინტერესება არ არის. შემიძლია ვისაუბრო თბილისის მერიაზე. ჩვენს პროექტებთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურულ ნაწილს მთლიანად მერია იღებდა თავის თავზე. შარშან კულტურის სამინისტროს ჩვენ მივმართეთ ოფიციალური წერილით, თუმცა უარი მივიღეთ. მათი თქმით, ბიუჯეტში არ აქვთ იმდენი თანხა, რომ დააფინანსონ ჩვენი ფესტივალები და მუსკილაური საღამოები.

არის თუ არა კონკრეტული კომპანია, რომელსაც კულტურის პალატა და სამინისტრო აფინანსებენ?

– კულტურის სამინისტრო ღიად უცხადებს მხარდაჭერას „Eastern“ პრომოუშენს. ამ კომპანიის დამფუძნებლები გახლავთ მინისტრი და მინისტრის მოადგილე, თუმცა ინტერესთა კომფლიქტის გამო სავარაუდოდ წილი დათმობილი აქვთ.

ჩვენს ქვეყანაში, რამდენად შემოსავლიანი ის ბიზნესი რასაც თქვენ ემსახურებით, თუ გყავთ სპონსორები?

– როგორც სახელმწიფოა არამდგრადი ისეა სპონსორებიც. თუმცა ჩვენი მთავარი პარტნიორები, მაინც კერძო კომპანიები არიან და მათი დახმარებით ვახორციელებთ ჩვენს პროექტებს. “Tbilisi open air”-თან თანამშრომლობა ნებისმიერ კომპანიას უღირს.

როგორია კონკურენცია ელექტრუნული მუსიკის ბაზარზე?

შეიძლება ცოტა ხმამაღალი განაცხადი იყოს, მაგრამ მე ვფიქრობ რომ “Altervison” ჯგუფს პირდაპირი კონკურენტი არ ჰყავს. სხვა ივენთ კომპანიები, მხოლოდ ელექტრონული მუსიკის პრომოუშენით არიან დაკავებულები და მათი ივენთები გათვლილია დაახლოებით 2000 კაცზე. ჩვენ უფრო მასშტაბურ ფესტივალებზე ვართ გადასული, 15000 კაცი და უფრო ზემოთ.

თითქმის ყველა ელექტრონული მუსიკის ფესტივალი იმართება თბილისში. რას ფიქრობთ რეგიონებში მსგავსი პროექტის ჩატარებაზე და ხომ არ შედის ეს თქვენს სამომავლო გეგებში?

– ჯერ-ჯერობით დაგეგმილი არ გვაქვს თბილისის გარდა სხვა ქალაქში ფესტივალის ჩატარება, თუმცა ვფიქრობთ სეზონის შესაბამისად სად რა შეიძლება გაკეთდეს. ჯერ მხოლოდ მაინც თბილისზე ვართ კონცენტრირებული.

რას გვეტვყით ფასებზე?  რამდენად ხელმისაწვდომია ის თქვენი მომხმარებლისთვის?

შემიძლია ვთქვა, რომ ქართველი მსმენელი მყიდველუნარიანია. ფასები ჩვენთან საკმაოდ ხელმისაწვდომია, იმას თუ გავითვალისწინებთ როგორი დონის არტისტები ჩამოგყვავს.

რას ურჩევდით საზოგადოებას და ხომ არაფერს ეტყოდით  სახელმწიფოს?

– მე ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის ფესტივალი ძალიან ხშირად უნდა ტარდებოდეს. ადამიანი წყდება ყოვედღიურ რუტინას და ექმნება პირობები განიტვირთოს, მოუსმინოს მუსიკას და შეხვდეს სხვადასხვა ტიპის ადამიანებს. კულტურის სამინისტროს კი ვურჩევდი სწორად გაანაწილოს პრიორიტეტები და ნაკლებად მიკერძოებულები იყვნენ.

კომპანია “Next events” მხოლოდ ელექტრონული მუსიკის პრომოუშენს ახორციელებს. ის ბაზარზე ახალი შემოსულია და უკვე ჩაატარა საკმაოდ დიდი რამდენიმე ღონისძიება. კომპანიის წარმომადგენელი ნინო ბარკალია ამბობს, რომ ბიზნესს, რომელსაც აქვს  ძალიან მცირე ფინანსური მხარდაჭერა შეუძლებელია იყოს მომგებიანი.

11156226_1115452428480441_3747556678106290734_n

„კულტურის სამინისტროსა და  კულტურის პალატას ჩვენს კომპანიასთან არ უთანამშრომლია. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მათ ჰყავთ თავიანთი ივენთ მენეჯერები, რომლებიც თავად აკეთებენ სხვადასხვა ღონისძიებებს. სახელმწიფოს ვურჩევდი, უფრო ხშირად ჩაერთონ მსგავს ღონისძიებებში, რადგან საქართველოში ელექტრონული მუსიკის განვითარება აუცილებელია. სახელმწიფოს ჩართულობით შესაძლებელია მეტად გრანდიოზული და საინტერესო ღონისძებების ჩატარება, რითაც არ ვართ განებივრებულნი,“ – აცხადებს კომპანია “Next events-ის წარმომადგენელი.

11146540_1115452538480430_8269169238216767476_n

ივენთ კომპანია „Bassiani” – „კულტურის პალატის შესახებ ძალიან ცოტა ინფორმაცია გამაჩნია. შესაბამისად, წარმოდგენა არ მაქვს თუ რის მიხედვით არჩევენ „line up”, რომელიც ხარისხით არ გამოირჩევა.  ასევე არ ვიცი საიდან ფინანსდებიან… თუ ისინი სახელმწიფო დოტაციაზე იმყოფებიან, მაშინ რა თქმა უნდა ჩნდება კითხვები.“

1623705_588833921192016_42120035_n„თბილისი თაიმსი“ ასევე დაუკავშირდა საქართველოს კულტურის პალატას იმის გასარკვევად თუ, საიდან ფინანსდება ის  და რა კრიტერიუმებით ირჩევა კომპანიები მათ მიერ. როგორც პალატის წარმომადგენელმა დათო ფუტურიძემ გვითხრა, ისინი ფინანსდებიან საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის მიერ.

კულტურის პალატაში აცხადებენ, რომ ივენთ კომპანიებს მათთვის არასდროს არ მიუმართავთ დახმარებისთვის.

ჩვენ ასევე დაუკავშირდით  საქართველოს სავაჭრო სამრეწველო  პალატას თუმცა მათ კითხვებზე პასუხის გაცემას თავი აარიდეს.

 მასალა მოამზადა

ნათია ლალიაშვილმა

 

Share3Tweet2

ახალი ამბები

ყოველი ჩვენგანის გვერდით ყოველთვის დგას ჩვენი მფარველი ანგელოზი, რომელსაც ძალიან ვუყვარვართ, ბოროტებასთან ბრძოლაში მარტო არ ვრჩებით – შიო მესამე
ახალი ამბები

ყოველი ჩვენგანის გვერდით ყოველთვის დგას ჩვენი მფარველი ანგელოზი, რომელსაც ძალიან ვუყვარვართ, ბოროტებასთან ბრძოლაში მარტო არ ვრჩებით – შიო მესამე

11/21/2026
„ყოველთვის ჩემი ცხოვრების სიყვარული იქნები… ჩემი და ნენესი…“ – ფონიჭალაში აფეთქების დროს დაღუპული ბიჭის მეუღლე
ახალი ამბები

„ყოველთვის ჩემი ცხოვრების სიყვარული იქნები… ჩემი და ნენესი…“ – ფონიჭალაში აფეთქების დროს დაღუპული ბიჭის მეუღლე

11/21/2026
რა საჭიროა გაზის დეტექტორი სახლში და როგორ უნდა დავამონტაჟოთ სწორად – რჩევები
ახალი ამბები

რა საჭიროა გაზის დეტექტორი სახლში და როგორ უნდა დავამონტაჟოთ სწორად – რჩევები

11/21/2026
გარდაიცვალა „დინამო თბილისის“ „ოქროს თაობის“ ფეხბურთელი გოჩა მაჩაიძე
ახალი ამბები

გარდაიცვალა „დინამო თბილისის“ „ოქროს თაობის“ ფეხბურთელი გოჩა მაჩაიძე

11/21/2026
„დიახ, ილია თოფურია და ლინა სიჭინავა ერთად არიან“ – რას წერს აქსანა თოფურია
ახალი ამბები

„დიახ, ილია თოფურია და ლინა სიჭინავა ერთად არიან“ – რას წერს აქსანა თოფურია

11/21/2026
„მეც არ მჯერა რომ ამას ვწერ მაგრამ…“ – მარიამ შარმანაშვილი და კარლო პონტი ერთმანეთს დაშორდნენ
ახალი ამბები

„მეც არ მჯერა რომ ამას ვწერ მაგრამ…“ – მარიამ შარმანაშვილი და კარლო პონტი ერთმანეთს დაშორდნენ

11/21/2026

საინტერესო

შალვა აბულაძე თავის მდგომარეობას მამუკა ხაზარაძეს აბრალებს

შალვა აბულაძე თავის მდგომარეობას მამუკა ხაზარაძეს აბრალებს

12 years ago
თურმე, აქამდე არასწორად უვლიდი კანს… და აი, რატომ…

თურმე, აქამდე არასწორად უვლიდი კანს… და აი, რატომ…

10 years ago

ხანძრის შედეგად დაზარალებულები საბანკეო სეესხებზე შეღავათებით ისარგებლებენ

9 years ago
„ჩვენთვის გაუგებარია, რატომ არის სკოლები დახურული, როცა ყველა სექტორი ღიაა“ – UNICEF

„ჩვენთვის გაუგებარია, რატომ არის სკოლები დახურული, როცა ყველა სექტორი ღიაა“ – UNICEF

5 years ago

ახალი ამბები

ყოველი ჩვენგანის გვერდით ყოველთვის დგას ჩვენი მფარველი ანგელოზი, რომელსაც ძალიან ვუყვარვართ, ბოროტებასთან ბრძოლაში მარტო არ ვრჩებით – შიო მესამე
ახალი ამბები

ყოველი ჩვენგანის გვერდით ყოველთვის დგას ჩვენი მფარველი ანგელოზი, რომელსაც ძალიან ვუყვარვართ, ბოროტებასთან ბრძოლაში მარტო არ ვრჩებით – შიო მესამე

11/21/2026

ყოველი ჩვენგანის გვერდით ყოველთვის დგას ჩვენი მფარველი ანგელოზი, რომელსაც ძალიან ვუყვარვართ. ნამდვილი სიყვარული თავგანწირვის გარეშე არ არსებობს. ის ასეთი სიყვარულით...

მეტის ნახვაDetails
„ყოველთვის ჩემი ცხოვრების სიყვარული იქნები… ჩემი და ნენესი…“ – ფონიჭალაში აფეთქების დროს დაღუპული ბიჭის მეუღლე

„ყოველთვის ჩემი ცხოვრების სიყვარული იქნები… ჩემი და ნენესი…“ – ფონიჭალაში აფეთქების დროს დაღუპული ბიჭის მეუღლე

11/21/2026
რა საჭიროა გაზის დეტექტორი სახლში და როგორ უნდა დავამონტაჟოთ სწორად – რჩევები

რა საჭიროა გაზის დეტექტორი სახლში და როგორ უნდა დავამონტაჟოთ სწორად – რჩევები

11/21/2026
გარდაიცვალა „დინამო თბილისის“ „ოქროს თაობის“ ფეხბურთელი გოჩა მაჩაიძე

გარდაიცვალა „დინამო თბილისის“ „ოქროს თაობის“ ფეხბურთელი გოჩა მაჩაიძე

11/21/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • ყოველი ჩვენგანის გვერდით ყოველთვის დგას ჩვენი მფარველი ანგელოზი, რომელსაც ძალიან ვუყვარვართ, ბოროტებასთან ბრძოლაში მარტო არ ვრჩებით – შიო მესამე 11/21/2026
  • „ყოველთვის ჩემი ცხოვრების სიყვარული იქნები… ჩემი და ნენესი…“ – ფონიჭალაში აფეთქების დროს დაღუპული ბიჭის მეუღლე 11/21/2026
  • რა საჭიროა გაზის დეტექტორი სახლში და როგორ უნდა დავამონტაჟოთ სწორად – რჩევები 11/21/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by