საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადება გარემოს დაცვის მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ დააკმაყოფილა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით დღეს მიმართა. ამის მიზეზად ელგუჯა ხოკრიშვილმა საზღვარგარეთ მცხოვრებ ოჯახთან ყოფნის აუცილებლობა დაასახელა.












