• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, October 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

კონკურენციის სააგენტო 2014 წლის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
კონკურენციის სააგენტო 2014 წლის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

10350622_1545850865650789_4407337381067320969_nკონკურენციის სააგენტომ 2014 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. კონკურენციის სააგენტოს ანგარიში სააგენტოს, მისი საქმიანობის, მოკვლევისა და მონიტორინგის, რეკომენდაციების, საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის შესახებ ინფორმაციას მოიცავს.

ანგარიშის თანახმად, 2014 წლის 12 ნოემბერს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სააგენტომ საკუთარი ინიციატივით ნავთობპროდუქტების ბაზრის (ბენზინი, დიზელი, ნავთი) მოკვლევა დაიწყო.

“გამოთხოვილ იქნა და დამუშავდა 2008-2014 წლების ინფორმაცია ნავთობპროდუქტების სფეროში მოქმედი 300-ზე მეტი ეკონომიკური აგენტისგან, სახელმწიფო უწყებებისა და სხვა სტრუქტურებისგან. მოკვლევის ფარგლებში, გამოთხოვილ იქნა შესაბამისი ინფორმაცია სსიპ შემოსავლების სამსახურისგან, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისგან, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან, მეზობელი სახელმწიფოებიდან და სხვა უწყებებიდან. სააგენტო ეკონომიკური აგენტებისგან ახსნა-განმარტებების მიღებასა და დაოქმებას ახორციელებს. მიმდინარეობს ინფორმაციის საბოლოო შეჯერებისა და ანალიზის პროცედურები”, – ნათქვამია ანგარიშში.

გარდა ამისა, კონკურენციის სააგენტომ სს “ჯანმრთელობის” განცხადების საფუძველზე, 2014 წლის 12 დეკემბერს დაიწყო საქმის მოკვლევა სს “ბალნეოსერვისის” (წყალტუბოს თერმული წყლების მოპოვებაზე 25 წლიანი ლიცენზიის მქონე კომპანიის) მიერ წყალტუბოს თერმულ-მინერალური წყლების სავარაუდო მონოპოლიზაციის ფაქტზე.

“განმცხადებლის პოზიციით, დარღვევა გამოიხატება სს “ბალნეოსერვისის” მიერ აუთვისებელი წყლის რესურსის კონკურენტი კომპანიისათვის გადაცემაზე უარის თქმაში”, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, კონკურენციის სააგენტომ შპს “ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია – ფოთის” საჩივრის საფუძველზე, 2014 წლის 29 დეკემბერს დაიწყო საქმის მოკვლევა სსიპ შემოსავლების სამსახურის მხრიდან “კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაძლო დარღვევის ფაქტზე.

“განმცხადებლის პოზიციით, დარღვევა გამოიხატება შემოსავლების სამსახურის მიერ შპს “ინლენდ კონტეინერ ტერმინალისათვის” მონოპოლიური მდგომარეობის დაკავების ხელის შეწყობასა და შპს “ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია – ფოთის” საქმიანობის ხელის შეშლაში”, – ნათქვამია ანგარიშში.

კონკურნეციის სააგენტომ ფქვილის ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტის მოკვლევა დაიწყო.

“საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია “გლობალაგროს” განცხადების საფუძველზე 2014 წლის 12 დეკემბრიდან მიმდინარეობს საქმის მოკვლევა კომპანია “კარატ ჰოლდინგის” მიერ საქართველოში შესყიდული 3 კომპანიის (შპს “აგროსისტემები”, შპს “კარმენი” და შპს “კარმენი”) მხრიდან ხორბლისა და ფქვილის ბაზრის მონოპოლიზაციის ფაქტზე”, – ნათქვამია ანგარიშში.

2014 წლის 24 დეკემბერს შპს “ჯორჯიან ტრანს ექსპედიციას” საჩივრის საფუძველზე, კონკურენციის სააგენტომ დაიწყო საქმის მოკვლევა სს “საქართველოს რკინიგზის” შვილობილი კომპანიის – შპს “ტრანს კავკასუს ტერმინალსის” მიერ კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე.
გარდა ამისა, 2014 წლის ნოემბრიდან სააგენტომ საკუთარი ინიციატივით ყავის ბაზრის მონიტორინგი დაიწყო.
“შემოსავლების სამსახურიდან და სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მიღებული ინფორმაციების დამუშავების შედეგად გამოიკვეთა, რომ ყავის ბაზარზე მოქმედებს ათეულობით კომპანია, რომელთაგან 10%-ზე მეტი წილი თითქმის არც ერთ კომპანიას არ გააჩნია. დაბალია ასევე ამ ბაზარზე კონცენტრაციის დონე, რაც, წინასწარი ვარაუდით, უნდა მიანიშნებდეს, რომ კონკურენციის კუთხით ბაზარზე პრობლემა არ არსებობს”, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე საუბარია ცალკეულ პრობლემებთან დაკავშირებით სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესახებ.

“აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა ფედერაციის წერილისა და LLC ,,Audit end business consulting”-ის მომართვების საფუძველზე კონკურენციის სააგენტოს მიერ განხილულ იქნა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილების კონკურენციის კანონმდებლობასთან თავსებადობის საკითხი. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ კანონმდებლობით არ არის დადგენილი ნუსხაში პირთა შეყვანის კრიტერიუმები, ასევე, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წესი. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტორული მომსახურების ბაზარზე არსებული გარემოს გაჯანსაღებისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვის მიზნით, სააგენტოს მიერ მომზადდა რეკომენდაცია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების თაობაზე, კერძოდ, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ მთავრობის დადგენილებით განისაზღვროს ზოგადი კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში, ყველას ექნება შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლება”, – ნათქვამია ანგარიშში.

კონკურენციის სააგენტო აუდიტორული მომსახურების სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებითაც რეკომენდაციას ავრცელებს.

“აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა ფედერაციის მომართვის საფუძველზე კონკურენციის სააგენტოს მიერ განხილულ იქნა ,,ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ” საქართველოს კანონის მიღების შემდგომ პერიოდში პროფესიული აუდიტორული ორგანიზაციების საქმიანობის სფეროში შექმნილი მდგომარეობის (აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაციების აკრედიტაციის პროცესში ხელოვნური ბარიერების არსებობის საკითხი) თავსებადობა ,,კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის დირექტიულ მოთხოვნებთან. საკითხის მოწესრიგების მიზნით გაცემულ იქნა შესაბამისი რეკომენდაციები, (მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილების შეტანის კუთხით), რის საფუძველზეც, მოხდა შესაბამის კანონში კონკრეტული ცვლილების შეტანა და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გასატარებელი ღონისძიებების ვადა განისაზღვრა”, – ნათქვამია კონკურანციის სააგენტოს 2014 წლის საქმიანობის ანგარიშში.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

“ჩვენი მოსახლეობის 15%-მდე დევნილია საკუთარ ქვეყანაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქართველები არიან”

“ჩვენი მოსახლეობის 15%-მდე დევნილია საკუთარ ქვეყანაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქართველები არიან”

11 years ago
აბიტურიენტები, რომლებმაც ეროვნული გამოცდები განსაკუთრებული წარმატებით ჩააბარეს

აბიტურიენტები, რომლებმაც ეროვნული გამოცდები განსაკუთრებული წარმატებით ჩააბარეს

5 years ago
ტელეკომპანია მაესტროს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძის “მაესტროს” დირექტორად დარეგისტრირების საკითხი შეაჩერა

11 years ago
თამარ ბერუჩაშვილი ბუნდესტაგის პრეზიდენტს შეხვდა

თამარ ბერუჩაშვილი ბუნდესტაგის პრეზიდენტს შეხვდა

11 years ago

ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/17/2026

ბერი ანდრიას ფონდი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი წაიღო ჩემი გულის ნაწილი სოხუმში... ვიცი მამა ანდრია ჩაგიხუტებს...

მეტის ნახვაDetails
“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 10/17/2026
  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by