საქართველოსა და ალბანეთს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და ალბანეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ერხონ ლუჩიმ დღეს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ალბანეთს შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკებების დაწყების პერსპექტივას, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო სფეროში არსებული პოტენციალის ზრდას.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება. განსაკუთრებით კი, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების სფეროში მიღწეული წინსვლის გაზიარება, სწორედ ამ მიზნით საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა ალბანეთის დელეგაცია, რათა ადგილზე გაეცნოს ქართულ გამოცდილებას“ – განაცხადა ერხონ ლუჩიმ.