თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა საზოგადოებას მოადგილეები წარუდგინა.
მინისტრის მოადგილეები დავით ებრალიძე, ბესიკ ლოლაძე და ანა დოლიძე იქნებიან.
დავით ებრალიძე საქართველოს ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილეა, ხოლო ბესიკ ლოლაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ანა დოლიძე კი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარეა.