• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, July 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ თავიდან ბოლომდე განახლებას საჭიროებს” – მევლუდ მელაძე

11 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
10
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ავტომობილი, რომელიც ერთ დროს ფუფუნებად ითვლებოდა, დღეს უკვე ბევრისთის ცხოვრების განუყოფელი ატრიბუტია, შესაბამისად მისი შეძენის მსურველთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება. 

შეიძლება ითქვას, რომ  საქრთველოში მეორადი ავტომობილების შეძენის ბუმია, აქედან გამომდინარე  ხშირად არის საუბარი სიცოცხლისათვის საშიშ ავტომობილებზე, რომელთა ტექნიკური დათვალიერებაც 2017 წლის ბოლომდე გადაიდო. საინტერესო და მნიშვნელოვანია პირველ რიგში, რა უნდა გავითვალისწინოთ ავტომობილის არჩევის დროს, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ არ მოვტყუვდეთ და არ ვიყიდოთ სწორედ სიცოცხლისათვის საშიში ავტომანქანა. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ მრბოლელი, რუსთავის ავტოდრომის  დირექტორი – მევლუდ მელაძე ესაუბრა.

11329844_898319383554614_4037858452404202361_n

ზოგადად რა მარკის ავტომობილია საქართველოს ბაზრისთვის ყველაზე ხელსაყრელი?

– პირველ  რიგში, დიდი შეცდომაა, როდესაც მომხმარებელი ავტომობილს არჩევს იმის მიხედვით, თუ რომელი ბრენდი ჯობია ზოგადად და არ ითვალისწინებს მთავარს, რისთვის სჭირდება მას ის, როგორ და სად უნდა იაროს, რა უნდა წაიღოს  და რა არ უნდა წაიღოს თან, ზოგადად რამდენ ადამიანს უწევს მასთან ერთად მგზავრობა.

დღეს ძირითადად მაინც სამი ბრენდი ლიდერობს. ესენია: „მერსედესი“, „ბეემვე“ და „ოპელი“. მათი ნაწილები,  როგორც ახალი, ისე მეორადი სახით,  ძალიან ადვილად  იშოვება, შესაბამისად ყოველთვის  უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ისეთ ავტომობილს, რომლის ნაწილების ყიდვაც არ გაგვიჭირდება.

ძირითადად რომელი ქვეყნებიდან ხდება ავტომობილების იმპორტი?

– დღეს მაინც სამი ძირითადი წყაროა, საიდანაც ავტომობილები  საქართველოში ხვდება. ესენია: ამერიკა, ევროპა და იაპონია. მათ შორის ყველაზე კარგი  მაინც ამერიკის ბაზარია და ავტომობილების უმეტესობაც სწორედ იქიდან ჩამოდის. ასევე ძალიან კარგია იაპონიის ბაზარი, რადგან თითქმის ახალი ავტომობილის იაფიად  შეძენა სწორედ იაპონიაში შეგვიძლია, ხოლო, რაც შეეხება ევროპას, ადრე ავტომობილების უმეტესობა ევროპიდან შემოდიოდა, დღეს კი ძალიან იკლო ამ ბაზარმა.

ყველაზე დაბალი გარბენით ავტომობილები მაინც იაპონიიდან ჩამოდის, რას ფიქრობთ არის თუ არა საეჭვო მათი გარბენის მაჩვენებელი? ხომ არ ხდება ე.წ. გარბენის მონაცემების ჩამოყრა?

– დიახ, ცალკეულ შემთხვევებში ხდება გარბენის მაჩვენებლის შეცვლა,  თუმცა ამას მასშტაბური ხასიათი არ აქვს.  იაპონიაში  მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით სულ სხვა კულტურა და აზროვნებაა. ეს, რომ იყოს იტალია, მაშინ შეიძლება დაეჭვება, თუმცა იაპონიის შემთხვევაში ალბათობა მსგავსი ფაქტისა ძალიან დაბალია.

დღეს საქართველოში არსებობს კანონი საგზაო მოძრაობის შესახებ, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების მთლიან სისტემას არეგულირებს,  რას ფიქრობთ რამდენად  ქმედითუნარიანია ამ კანონის არსებობა და ზოგადად ხდება თუ არა ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება, როგორც უსაფრთხოების, ისე ეკოლოგიის მხრივ?

– სამწუხაროდ დღეს ჩვენთან ავტომობილების  ტექნიკური დათვალიერება არ ხდება და ის მინიმუმ ორი წლით გადაიდო, ხოლო რაც შეეხება კანონს, ის თავიდან ბოლომდე განახლებასა და მოდიფიკაციას საჭიროებს.  კანონში არის ბევრი ისეთი გაუგებარი საკითხი, რომელიც ერთი მეორეს ეწინააღმდეგება. ყველაზე ცუდი კი არის ის, რომ მისი გამოყენება საერთოდ არ ხდება.

ბოლო დროს ხშირად საუბრობენ სიცოცხლისათვის საშიშ ავტომანქანებზე, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან დაჭრილი სახით  საქართველოში ჩამოდის, ჩვენთან კი ხელახლა აწყობენ და ახლის ფასად ყიდიან. თქვენ რას ურჩვდით მყიდველს? როგორ უნდა დავიცვათ თავი მსგავსი ფაქტისგან და არ მოვტყუვდეთ?

– როგორც უკვე აღვნიშნე, ყველაზე კარგი ამერიკის ბაზარია  და  იქ მსგავსი ფაქტებისგან თავის დაცვაც მარტივია,  რადგან ამერიკაში ნაყიდ ავტომობილს თავისი ისტორია  და  საიდენტიფიკაციო ნომერი, იგივე ვინ კოდი აქვს.  ამ მხრივ იაპონია რთულია, რადგან მას მხოლოდ შეფასება  აქვს.

11350548_898319393554613_949901061845464071_nრა საფრთხეს უქმნის ძველი და წყობიდან გამოსული მანქანა როგორც მომხმარებელს, ისე გარემოს?

– რა თქმა უნდა საფრთხე ძალიან დიდია.  ჩვენ ისევ ტექდათვალიერებამდე მივდივართ, რომელიც აუცილებელი და საჭიროა, თუმცა  მაინც არ არის ჩვენთან. ასევე მეორე პრობლემა კატალიზატორებია. მთელი ევროპა და ზოგადად მთელი მსოფლიო კატალიზატორებს აყენებს, რომელიც დიდი პროცენტით ახერხებს ავტომობილის გამონაბოლქვის გასუფთავებას და არც გარემოს აბინძურებს. სამწუხაროდ ჩვენთან არც ეს არ არის.

რამდენად უსაფრთხოა გაზის თანამედრო სისტემა და ზოგადად რას  ფიქრობთ ღირს თუ არა მისი მონტაჟი?

– თუ გაზის სისტემას კარგ ბრენდს, კარგ სერვის ცენტრს დავაყენებინებთ შეიძლება ითქვას, რომ  ის თავიდან ბოლომდე უსაფრთხო იქნება. ზოგადად ბენზინის ავზის აალების უფრო მეტი შემთხვევაა, ვიდრე გაზის. ხშირად ვამბობთ, რომ  გაზის ბალონის სახით ავტომობილში ბომბი გვაქვს, თუმცა ეს მხოლოდ გაზის შემთხვევაში არ არის. ანალოგიური შეიძლება ითქვას ბენზინზეც. ასე, რომ  მთავარია სისტემა კარგად იყოს დამონტაჟებული, რის შემდეგაც ის  ბენზინზე უსაფრთხოა.

ძირითადად რომელი მარკის ავტომობილებზეა დღეს მოთხოვნა?  რას ფიქრობთ ითვალისწინებს თუ  არა  ავტომობილის მყიდველი მის ეკოლოგიურობას?

– დღეს ძირითადად მოთხოვნა არის ჯიპებზე, დიდ ძრავიან ავტომობილებზე, რაც ძალიან ცუდია, თუმცა ეკონომიკური კრიზისის ფონზე თანდათან შეიმჩნევა ტენდენცია იმისა, რომ აქცენტი ეკონომიურობაზე კეთდება. ეს ჩვენდა უნებურად ხდება, ხოლო ეკოლოგის საკითხს რაც შეეხება, სამწუხაროდ მას არავინ ითვალისწინებს. ჩვენ არ ვზრუნავთ მასზეე, თუმცა  თუ სახელმწიფო მექანიზმები ჩაერთვება მე ვფიქრობ, რომ  პრობლემა ადვილად მოგვარდება. მაგალითად, თუ დიდ ძრავიანი ავტომობილების განბაჟება გაცილებით ძვირი იქნება, ვიდრე პატარა ძრავიანის, ბუნებრივია მყიდველი უპირატესობას სწორედ  პატარა ძრავს მიანიჭებს.

11312594_898319406887945_6330181334461866409_o

რას ურჩევდით მანქანის ყიდვის მსურველ ადამიანებს? რას უნდა მიაქციონ ყურადღება და  რა  უნდა გაითვალისწინონ ავტომობილის არჩევისას?

– პირველ რიგში  ავტომობილი პრაქტიკულობს მიხედვით უნდა შეირჩეს. რა კონკრეტული დავალება უნდა ჰქონდეს ამ ავტომობილს,  ხოლო ამის შემდეგ მოდის მისი დიზაინი.

დღეს ხშირად სწორედ  ვიზუალის გამო ყიდულობენ ავტომობილს, ხოლო შემდეგ აღმოაჩენენ ხოლმე, რომ  ეს ავტომობილი სრულიად მოუქნელი და არაკომფორტულია მათთვის. ასევე არ ერგება მათ ფინანსებს.

კარგი იქნება, თუ ამ მიმართულებით მაინც გავევროპელდებით და შევიძენთ ისეთ ავტომობილებს, რომლებსაც არ აქვთ უზარმაზარი ძრავი. გარწმუნებთ, რომ ეს  საერთოდ არ სჭირდება მას.

მთავარი ამოცანა არის ის, რომ ავტომობილი იყოს როგორც ეკონომიური, ისე ეკოლოგიური.

ესაუბრა

ლაკო ბიტ-ბაბიკოვი

Share4Tweet3

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა
ახალი ამბები

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს
ახალი ამბები

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად
ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by