შვეიცარიის პოლიციამ ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის რამდენიმე ხელმძღვანელი კორუფციის ბრალდებით დააკავა. The new york times-ის ცნობით, დაკავების ოპერაცია ქალაქ ციურიხის ერთ-ერთ სასტუმროში გუშინ ჩატარდა. მათ წინააღმდეგ ბრალდებები ბოლო ოცი წლის განმავლობაში ფულის გათეთრების, გამოძალვისა და თაღლითობის ფაქტებს ეხება. The new york times – ის ცნობით, დაკავებულების აშშ-ში ექსტრადირება განხორციელდება. ფიფა-ს წევრები ციურიხში ყოველწლიურ შეხვედრაზე დასასაწრებად იყვნენ ჩასული.