პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ნაციონალური მოძრაობიდან” 4 წევრის წასვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროცესები მხოლოდ 4 დეპუტატის წასვლით არ დასრულებულა.
როგორც პრემიერმა განაცხადა, „ნაციონალებმა“ ბოლო მომენტამდე შეძლეს ერთ გუნდად გამოჩენა, რაც გასაკვირი იყო.
„გასაკვირიც იყო, რომ აქამდეც არ დაიშალნენ. ბოლო მომენტამდე შეძლეს ერთ გუნდად გამოჩენა, მაგრამ მე ვიცი, რომ შიგნით კიდევ 3 ჯგუფად იშლება „ნაციონალური მოძრაობა“. ასე რომ, ჯერ კიდევ არ არის პროცესები დასრულებული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა











