საერთაშორისო გადარიცხვების საუკეთესო შესრულებისთვის Deutsche Bank–ის ოქროს ჯილდო საქართველოს ბანკმა პირველად მიიღო.
„Gold STP award for USD payments“ 2014 წელს მიღების შესახებ საქართველოს წამყვანმა ბანკმა, დღეს განაცხადა. STP ნიშნავს საერთაშორისო გადარიცხვებისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვებასა და კორექტულად შევსებას, ისე რომ არ ხდება მათი ხელით დამუშავება.
“ხსენებული ჯილდოს მიღება, არის საქართველოს ბანკის მომსახურების მაღალი ხარისხის აღიარება და ბანკის მომხმარებლის სწრაფად და ეფექტურად მომსახურებაზე მიუთითებს”, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.