• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 1, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა – ავერსი-გეოფარმი, პსპ და სახალხო აფთიაქი დააჯარიმა

11 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

26049aptiaqi tsamaliპერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა სამი სააფთიაქო ქსელი – “ავერსი-გეოფარმი”, “პსპ” და “სახალხო აფთიაქი” დააჯარიმა.

როგორც “თბილისი თაიმსს” პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატიდან აცნობეს, ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ 365 აფთიაქში 24 საათიან რეჟიმში, დახლზე განთავსებული მიკროფონის საშუალებით ხორციელდებოდა მოქალაქეებსა და ფარმაცევტებს შორის კომუნიკაციის აუდიოჩაწერა მომსახურების ხარისხის კონტროლის მიზნით. ბევრ აფთიაქში არ იყო განთავსებული აუდიო კონტროლის მიმდინარეობის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშანი. ადგილზე მომხმარებელთა გამოკითხვის დროს გამოიკვეთა, რომ ისინი არ იყვნენ ინფორმირებულნი მედიკამენტების თუ პირადი ჰიგიენის ნივთების შეძენის დროს ფარმაცევტთან ან კონსულტანტთან მათი კომუნიკაციის, ისევე როგორც დახლთან ლოდინისას სატელეფონო თუ პირადი საუბრის ჩაწერის შესახებ.

ინსპექტორის გადაწყვეტილებით სამივე კომპანიას “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით და დაევალა აუდიომონიტორინგის განხორციელების შეწყვეტა და მოპოვებული მასალის სრულად განადგურება 2015 წლის 1 ივლისამდე.

როგორც ინსპექტორის აპარატში აცხადებენ, 2014 წლის დეკემბერში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის ცნობილი გახდა, რომ შპს “ავერსი-გეოფარმი”, შპს “პსპ აფთიაქი” და შპს “სახალხო აფთიაქი” მათი ქსელის აფთიაქებში აწარმოებდნენ როგორც ვიდეო კონტროლს, ასევე მომხმარებელსა და ფარმაცევტს შორის კომუნიკაციის აუდიოჩაწერას.

“მოქალაქეთა მომართვის, ასევე თემის მასშტაბურობიდან და სენსიტიურობიდან გამომდინარე, ინსპექტორმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო სამივე სააფთიაქო ქსელის მიერ აუდიო-ვიდეო კონტროლის დროს პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შემოწმება. ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ 365 აფთიაქში 24 საათიან რეჟიმში დახლზე განთავსებული მიკროფონის საშუალებით ხორციელდებოდა მოქალაქეებსა და ფარმაცევტებს შორის კომუნიკაციის აუდიოჩაწერა მომსახურების ხარისხის კონტროლის მიზნით. ბევრ აფთიაქში არ იყო განთავსებული აუდიო კონტროლის მიმდინარეობის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშანი და ადგილზე მომხმარებელთა გამოკითხვის დროს გამოიკვეთა, რომ ისინი არ იყვნენ ინფორმირებულნი მედიკამენტების თუ პირადი ჰიგიენის ნივთების შეძენის დროს ფარმაცევტთან ან კონსულტანტთან მათი კომუნიკაციის, ისევე როგორც დახლთან ლოდინისას სატელეფონო თუ პირადი საუბრის ჩაწერის შესახებ”, – აცხადებენ ინსპექტორის აპარატში.

მათივე განმარტებით, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად. მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდება ისინი. პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას სამართლიანი ბალანსი უნდა იქნას დაცული მონაცემთა დამმუშავებლის კანონიერ ინტერესებს და მონაცემთა სუბიექტის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას შორის.

“მიუხედავად იმისა, რომ სააფთიაქო ქსელებს აქვთ კანონიერი მიზანი – აკონტროლონ სააფთიაქო ქსელში მომსახურების ხარისხი, ამ ფორმითა და მასშტაბით მონაცემთა დამუშავება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ არ იქნა მიჩნეული კანონიერი მიზნის ადეკვატურ და პროპორციულ საშუალებად. ინსპექტორმა მიიჩნია, რომ აუდიო მონიტორინგის განხორციელება წარმოადგენდა არაპროპორციულ ჩარევას მომხმარებელთა პირად ცხოვრებაში და ეწინააღმდეგებოდა “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლით დადგენილ პრინციპს. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კომპანიები იყენებენ სხვა მეთოდებს, როგორიცაა “მისტიური მომხმარებლი”, ცხელი ხაზი, პრეტენზიის ფორმა, რაც დასაქმებულთა და მომხმარებელთა პირად ცხოვრებაში ნაკლებ ჩარევას გულისხმობს”, – აცხადებენ ინსპექტორის აპარატში.

ინსპექტორის გადაწყვეტილებით სამივე კომპანიას “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით და დაევალა აუდიომონიტორინგის განხორციელების შეწყვეტა და მოპოვებული მასალის სრულად განადგურება 2015 წლის 1 ივლისამდე.

“ვიმედოვნებთ, რომ მიღებული გადაწყვეტილება დროულად აღსრულდება და ორგანიზაციები უზრუნველყოფენ სამართლიანი ბალანსის დაცვას მათ ინტერესებს და მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას შორის”,  –  აცხადებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა.

ShareTweet

ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა
ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026
ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა
ახალი ამბები

ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა

10/01/2026
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

09/30/2026

საინტერესო

რა გააკეთა მურუსიძემ განსხვავებული იმისგან, რასაც მე ვაკეთებ? – გვრიტიშვილი

რა გააკეთა მურუსიძემ განსხვავებული იმისგან, რასაც მე ვაკეთებ? – გვრიტიშვილი

3 years ago

“უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ანკარაში მომხდარი აფეთქების გამო”

11 years ago
შავ ზღვაში, უამინდობის გამო, ერთმანეთს ორი რუსული სატვირთო გემი შეეჯახა

შავ ზღვაში, უამინდობის გამო, ერთმანეთს ორი რუსული სატვირთო გემი შეეჯახა

2 years ago
„ვცდილობ, ბაბუას სურვილი, რომ კერვა მცოდნოდა, შევასრულო და მეტად დავხვეწო“ – მარიამ კვარაცხელია

„ვცდილობ, ბაბუას სურვილი, რომ კერვა მცოდნოდა, შევასრულო და მეტად დავხვეწო“ – მარიამ კვარაცხელია

3 years ago

ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა
ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მრევლს მნიშველოვან ინფორმაციას უზიარებს. როგორც ეპარქიის განცხადებაშია ნათქვამი, უწმიდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის...

მეტის ნახვაDetails
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026
ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა

ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026
  • მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა 10/01/2026
  • გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by