არც თუ ისე დიდი ხანია, რაც ომბრეს გაკეთება „მოდაში შემოვიდა’’ და დღეს-დღეობით აქტუალობას არ კარგავს. ჩვენ გთავაზობთ ომბრეს გაკეთების მარტივ საშუალებას:
სუპერმარკეტში ან აფთიაქში შეიძინეთ საღებავი, რომელიც თქვენი თმის ფერისგან რამდენიმე ტონით ღია იქნება. საღებავი უნდა შეიცავდეს ამიაკს. ასეთი საღებავების ფასი დაახლოებით 5 ლარს არ აღემატება.
თმა გაიყავით შუაზე და დაიწყეთ შეღებვა ყურის ქვემოდან, ან ოდნავ ზემოთ, როგორი სიგრძეც მისაღებია თქვენთის. აიღეთ კულულის სიგრძის თმის ნაწილი და დაიწყეთ ღებვა შუადან.
სასურველია ყოველი კულულის შემდეგ ერთი იმდენი ბუნებრივი თმა დაიტოვოთ, რადგან ომბრე ასე უფრო ლამაზი გამოდის.
შეღებილი თმის ნაწილი შეიხვიეთ თხელი ცელოფნით და დაიმაგრეთ პატარა რეზინებით. თმა ჩამოიბანეთ ნახევარი საათის შემდეგ, თუ მეტი ეფექტი გსურთ გაიჩერეთ 40 წუთი.
მასალა მოამზადა
სალომე აფხაზაშვილმა