• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, May 8, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მშენებლობების ბუმი და კითხვები, რომლებზეც არქიტექტურის სამსახურს პასუხები არ აქვს

11 years ago
in ეკონომიკა, ექსკლუზივი, მთავარი მოვლენები
A A
7
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დღეს საქართველოში მშენებლობების ბუმია, ამის ფონზე კი სულ უფრო მკვეთრად  იჩენს  თავს ქვეყნის ურბანული დაგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის პრობლემები, რომლებიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში  განსაკუთრებით გამწვავდა.

11393526_908728085847077_3330980225047886032_o

მომრავლებული მაღალსართულიანი შენობები  ეზოების, სკვერებისა და გამწვანების გარეშე,  ქალაქის მწვანე საფარისა და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნება, ასევე მომრავლებული ტრანსპორტი და შეფერხებული გადაადგილება, მშენებლობას შეწირული ხეები და ზოგადად ქაოტურად მშენებარე დედაქალაქი – ეს იმ პრობლემების ზოგადი ჩამონათვალია, რაც დღეს ჩვენი დედაქალაქის ურბანისტიკას უკავშირდება, აღარაფერს ვამბობ ძველი თბილისის სივრცეში განთავსებულ გაურკვეველი დანიშნულების  არქიტექტურულ ნიმუშებზე, რომლებიც ხშირად განხილვის საგანი გამხდარა, რადგან საკამათოა, თუ რამდენად  შეესაბამება აღნიშნული ნაგებობები  ქალაქის იერსახეს.

ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ  ზოგადად ხედი ჩვენი სახლიდან ძალიან დიდ როლს თამაშობს თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურ გუნება-განწობაზე, ამასთანავე, ცნობილია, რომ ჯანმრთელობისთვის კარგია ფანჯრიდან მწვანე ხეების, ბალახისა და ყვავილების, თუნდაც მცირე რაოდენიბს დანახვა, შესაბამისად გასათვალისწინებელი და პრობლემურია ის, რომ თუ დღეს ჩვენი ბინის აივნიდან  ულამაზესი ხედი იშლება და თბილისი ხელისგულივით მოჩანს, რამდენიმე თვეში ეს სასიამოვნო,  ლამაზი ხედი შეიძლება კორპუსის წინ აშენებულმა  ახალმა ნაგებობამ,  ან უბრალოდ მეზობლის ფანჯარამ ჩაანაცვლოს.  ეს სწორედ ახალი მშენებარე კორპუსების დამსახურეება, რომლებიც ერთმანეთთან ისე   მჭიდროდ არის განლაგებული, რომ   ჭორიკანა და ცნობისმოყვარე  მეზობლებს საქმეს ძალიან უადვილებს.  ასევე უამრავი პრობლემაა დედაქალაქის ურბანული მემკვიდრეობის სწორი კონსერვაციის წინაშეც.

11357128_908728192513733_1453441593446864940_o

მოკლედ,  ძალიან ბევრი ისეთი კონკრეტული მაგალითის მოყვანა შეიძლება, რომლებიც ვერანაირ პროფესიულ, თუ საზოგადოებრივ კრიტიკას ვერ უძლებს. ამის ფონზე კი საინტერესოა, რეალურად არსებობს თუ არა ქალაქმშენებლობითი განვითარების კონცეფცია და ერთიანი გეგმა. ზოგადად რა პრინციპებზე დგას ქალაქგანვითარების პოლიტიკა  და რა მიდგომები აქვს ქალაქის მერიას  გარემოს მოწყობისა და დაცვის ურბანული საკითხებისადმი. ამ და სხვა აქტუალური თემებით ჩვენ თბილისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ არქიტექტურის სამსახურს მივმართეთ და ასევე ვესაუბრეთ დამოუკიდებელ არქიტექტორებს ირაკლი ქადეიშვილსა და ალექსანდრე ჩუბინიძეს.

11412358_908728012513751_5051161608030853382_n

არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილე ოთარ ნემსაძე:

„ქალაქს მრავალი ურბანული გამოწვევა დაუგროვდა, ისეთები, როგორიც არის მაგალითად: სატრანსპორტო, ეკოლოგიური, თუ სხვა პრობლემები. მათ ხშირ შემთხვევაში  არასწორად გაყიდული  მიწის ნაკვეთები ამწვავებს. ქალაქი ნაკლებად არის ორიენტირებული მასში მცხოვრებ ადამიანებზე და არ ითვალისწინებს მდგრადი განვითარების მთავარ პრინციპებს“ – აღნიშნა ოთარ ნემსაძემ

მან  ჩვენთან ასევე ისაუბრა ქალაქგანვითარების პოლიტიკაზე  და განმარტა, რომ ქალაქის განვითარება ძირითადად საბაზრო ეკონომიკას ეფუძნება. როგორც მან აღნიშნა, დროთა განმავლობაში ისტორიულ უბნებში უხეში ჩარევებით თბილისმა გარკვეულწილად მისი თავისებურება და ხასიათი დაკარგა.

ოთარ ნემსაძემ  საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თბილისში სიმჭიდროვის მატებაზე, კერძოდ კი მაღალსართულიანი შენობების მჭიდროდ განლაგებაზე, ღია სივრცის ნაკლებობასა და სარეკრეაციო ზონებზე, რომელებიც  არასწორი  რეგულაციებით იმართება.

„სიმჭიდროვის ზრდა, ანუ ქალაქების ინტენსიური განვითარება, სწორი მიდგომაა მდგრადი განვითარების პრინციპებში. თუმცა თბილისში სიმჭიდროვის მატება არასწორი გზით ვითარდებოდა, რაც პირველ რიგში განპირობებულია არასწორი და გაუმართავი რეგულაციებით. სწორედ რეგულაციებისა და კანონების ნაკლებობამ შექმნა გარკვეული პრობლემები.

სარეკრეაციო ზონა  კი წარმოადგენს ზონას, რომელშიც ნებისმიერი მშენებლობა არის დაუშვებელი. თუმცა ამ პრინციპების დარღვევა ზონალური ცვლილებით არის  შესაძლებელი. ალბათ საჭიროა მთელი თბილისის მასშტაბით  სკვერებისა და პარკების ცალკე გამოყოფა და მათ სტატუსის მკაცრად განსაზღვრა რეგულაციებით“ – განაცხადა ნემსაძემ.

ჩვენ მას ასევე ვესაუბრეთ გენერალური განაშენიანების გეგმასა და ქალაქის განვითარების პრიორიტეტებზე, როგორც აღმოჩნდა, 11393026_908728045847081_5735240683207301874_nთბილისს, რომელსაც გააჩნია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, არარელევანტურია და არ განსაზღვრავს ქალაქის განვითარების პრიორიტეტებს.

„თბილისს გააჩნია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა რომელიც 2009 წელს იქნა მიღებული. ანალიზმა, რომელიც ამ გეგმას სამსახურის მიერ 2015 წელს  ჩუტარდა, აჩვენა, რომ ეს დოკუმენტი არარელევანტურია და არ განსაზღვრავს ქალაქის განვითარების პრიორიტეტებს. სწორედ ამიტომ არქიტექტურის სამსახურმა გამოაცხადა კონკურსი მის განახლებაზე, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს მდგრადი განვითარების ძირეულ პრინციპებს“ – განმარტა მან.

11400984_908728022513750_5412865053735299911_n

ჩვენ საუბრისას ასევე დავინტერესდით როგორ და რა კრიტერიუმებით ხდება სარებილიტაციო შენობების შერჩევა და ზოგადად  რა ბედი ეწევა სამომავლოდ იტალიური ეზოს საცხოვრებლებს, ჩვენდა გასაოცრდა კი  აღმოჩნდა, რომ  თბილისის არქიტექტურის სამსახურს ამ კითხვაზე  პასუხი  საერთოდ არ აქვს.

„თბილისი თაიმსი“ ქალაქის ურბანიზაციის პრობლემებსა და გამოწვევებზე ასევე ესაუბრა დამოუკიდებელ არქიტექტორებს  ირაკლი ქადეიშვილსა და ალექსანდრე ჩუბინიძეს.  ჩვენ  გავიგეთ, თუ როგორია მათი ხედვა ქალაქის ურბანიზაციის განვითარების ძირითადი პრიორიტეტების შესახებ.

დღეს ხშირად საუბარობენ იმის შესახებ, რომ ურბანული განვითარება სპონტანურ და ქაოტურ ხასიათს ატარებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი დედაქალაქი ისე, რომ არ დაკარგოს,  არც კულტურული და  ისტორიული სახე და არც ეკოლოგიური გარემო დაირღვეს?

– პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება სისტემატიზირება, პრობლემების კარგად შესწავლა, ანალიზი და  კლასიფიკაცია. შემდეგ დაისმება ამოცანა, რომელიც  თვითონ გვანახებს, თუ რა არის საჭირო ქალაქისთვის. ასევე აუცილებელია  ქალაქის გენერალური გეგმის არსებობა,  სადაც ყველაფერი გაწერილი და გაანალიზებული იქნება. სწორედ ის  გვიკარნახებს,  თუ როგორი და რა ინტენსივობით უნდა იყოს  განაშენიანება, ზოგადად როგორ  მივხედოთ ეკოლოგიასა და კულტურულ ზონებს და საერთოდ,   როგორ სტილისტიკაში ვიმუშაოთ. ზოგადად უნდა გავიაზროთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება ნიშნავს მყარ ეკონომიკას და პირიქით მყარი ეკონომიკა ნიშნავს კულტურული მემკვიდრეობის გაფრთხილებას.  ასევე დავამატებ, რომ აუცილებელი და საჭიროა მოქალაქეების აქტივობა.

რას ფიქრობთ  არის თუ არა სრულყოფილი საქართველოს სივრცითი მოწყობისა და  ურბანული საკითხების მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმატიული ბაზა და რამდენად ქმედითუნარიანია ის?

11401084_908727979180421_3149063253161080931_n

– საქართველოს სივრცითი განვითარების სქემა ალბათ არ არის სრულყოფილი.  რა თქმა უნდა პრობლემები არის და ასევე ნათლად  ჩანს, რომ განვითარება სჭირდება, თუმცა  ესეც დადებითია, რადგან ვხედავთ პრობლემებს. მაინც ვფიქრობ, რომ იგი განახლებასა და დახვეწას მოითხოვს.

თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ დედაქალქის ურბანული განვითარება?

– მე ვფიქრობ, რომ  თანამედროვე ქალაქი უნდა მოიცავდეს ფუნდამენტურ 4 პრინციპს; პროფესიული საქმიანობა და მისი განვითარების საშუალება, რეკრეაცია, კულტურა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ეს პრინციპები ხელს შეუწყობს ქალაქის ეკონომიკის ინტეგრაციას სახელმწიფოს ეკონომიკაში.

თქვენი შეფასებით,  დღევანდელი ინფრასტრუქტურა არის თუ არა   ჰარმონიულად  შერწყმული ქალაქის ისტორიულ  და კულტურ მემკვიდრეობას? როგორია თქვენი ხედვა,  თბილისის ქუჩების გახალისებასთან დაკავშირებით?

– ზოგადად ეს კითხვა სადაოა საზოგადოებაში.  არის გარკვეული ინფრასტრუქტურული ნაგებობები, რომლებიც ერწყმის ქალაქის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას, მაგრამ ამავდროულად არის გაუმართლებელი ნაგებობები, რომელიც ქალაქს აღიზიანებს. აქაც ძალიან ბევრი მუშაობაა საჭირო, ვინაიდან ქალაქი  რელიეფურად ძალიან რთულად მისადგომია. უკვე დავინახეთ, რომ არსებული საბაგიროები გარკვეულ იერსახეს ცვლიან და ნაკლებად მოსაწონია ეს ყველაფერი. იდეაში არ ნიშნავს, რომ ეს საბაგირო ცუდია, მაგრამ დასახვეწია.   11147041_908728055847080_528232008020460927_nასევე ძალიან ცუდ მდგომარეობაშია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და არ მუშაობს ესტაკადები. საჭიროა ერთიანი ინტელექტუალური მოდელის შექმნა, რათა სინქრონულად მოხდეს ქალაქში მოძრავი ავტომობილების რეგულირება, რაც პირდაპირ გავლენას იქონიებს ეკოლოგიაზე. ელექტრომობილების შემოყვანა ძალიან კარგი იდეაა.  ასევე შეიძლება ტრამვაის ხაზების გაჩენა, რომელიც იქნება ესთეტიური, ექნება ასევე სატრანსპორტო ნაკადების დარეგულირების საშუალება. ასევე ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა მიენიჭოს სატრანსპორტო ფუნქცია მტკვარს. ამას გარდა ძალიან საინტერესოა რკინიგზის გადატანა ქალაქის გარეუბანში, რადგან ამით ქალაქი გათავისუფლდება დატვირთვისაგან და ხელს შეუწყობს ახალი უბნების გაჩენას.  ბოლოს კი დავამატებ  იმას, რომ ქალაქს სჭირდება  ცათამბჯენები, ოღონდ არა ქალაქის კულტურულ ადგილასა და ცენტრში.

11240085_908728089180410_6707908611704588169_o

თქვენი შეფასებით რამდენად ერწყმის თანამედროვე არქიტექტურა ძველს და როგორ უნდა მოხდეს მათი სინთეზი?

– ძალიან საინტერესო რიტორიკული კითხვაა. როგორც ჩანს აქ საუბარი არ არის მარტო ძველ თბილისსზე. თბილისში თანამედროვე არქიტექტურა თითზე ჩამოსათვლელია. ეს არის ფილოსოფიური საკითხი,  ამაზე მთელი მსოფლიო მსჯელობს, თუ როგორ უნდა მოახდინონ სინთეზი და ძალიან უჭირთ. ჩვენ გვჭირდება ძველ უბნებში ჰიპერ თანამედროვე არქიტექტურის გაჩენა და ეს თანამედროვე არქიტექტურა არ უნდა იყოს დომინანტი, უნდა იყოს ფონური, რის შედეგადაც ჩვენ მივიღებთ ნამდვილ ქალაქის სილუეტს. 11535848_908728069180412_7380869213546692985_n (1)თუ  ჩვენ გვინდა, რომ მოვახდინოთ ქალაქის ისტორიული იერსახის წარმოჩენა, ამისათვის საჭიროა ძველი არქიტექტურის რეკონსტრუქცია. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ძველ განაშენიანებაში, ძველ არქიტექტურულ გარემოში მოხდეს ახალი განაშენიანება ძველის იმიტაციით. ეს დაუშვებელია, რადგან იმიტაცია კლავს კულტურასა და  არქიტექტურას.

მასალა მოამზადა

ლაკო ბიტ-ბაბიკოვმა

 

Share3Tweet2

ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი
ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა
ახალი ამბები

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა
ახალი ამბები

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

05/07/2026
ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ
ახალი ამბები

ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ

05/07/2026
გურჯაანში, ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია – რა დეტალებს ავრცელებს შსს
ახალი ამბები

გურჯაანში, ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია – რა დეტალებს ავრცელებს შსს

05/07/2026

საინტერესო

გარდაბანში  ორი  მარკეტიდან ვადაგასული სურსათი  იქნა ამოღებული

გარდაბანში ორი მარკეტიდან ვადაგასული სურსათი იქნა ამოღებული

12 years ago

შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა

10 years ago

მთავრობა 81 ახალი ამბულატორიის მშენებლობას გეგმავს

13 years ago

კონსულტანტ-მასწავლებლებისთვის მეთოდური ტრენინგების ციკლის მესამე ეტაპი დაიწყო

10 years ago

ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

შალვა პაპუაშვილი პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან მონტენეგროში ისაუბრა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პაპუაშვილმა...

Read moreDetails
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026
  • “პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი 05/07/2026
  • „სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა 05/07/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by