• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, July 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“პედაგოგთა მხოლოდ 20%-ს აქვს ჩაბარებული საგნის ცოდნის დამადასტურებელი გამოცდა” – ზაზა გრიგალაშვილი

11 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
“პედაგოგთა მხოლოდ 20%-ს აქვს ჩაბარებული საგნის ცოდნის დამადასტურებელი გამოცდა” – ზაზა გრიგალაშვილი
6
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის გათვალისწიებით, „ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება“. საბედნიეროდ, ჩვენთან ზოგადი განათლების მიღება უფასოა. ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ იაროს სკოლაში, ისწავლოს და ყოველგვარი გართულების გარეშე აიღოს თავისივე ცოდნის დამადასტურებელი ატესტატი.

????????????????????????????????????????????????

ალბათ, დამეთანხმებით, რომ სკოლა არის ის ძირითადი ადგილი, სადაც ბავშვს მოვალეობებსა და პასუხისმგებლობასთან პირველი სერიოზული შეჯახება უწევს. 6 წლის ასაკში ის ახალი, აბსოლუტურად უცხო გარემოს ნაწილი ხდება და სწავლას თავისი მინიმალური ცოდნით იწყებს. სკოლის მთავარი მიზანი კი ისაა, რომ ამ პატარა, ჯერ კიდევ ბევრ რამეში გაუთვიცნობიერებელმა ადამიანმა 12 წლის შემდეგ ეს ინსტიტუტი ჩამოყალიბებულმა და თავდაჯერებულმა, მაქსიმალურად დიდი ცოდნით დატოვოს. სკოლაში სწავლის პერიოდში ყალიბდება ადამიანის აზროვნება თუ გემოვნება, შეხედულებები და მთავარი პრინციპები… ის კლასიდან კლასში გადადის და თანდათანობით იღრმავებს ცოდნას, ეუფლება ახალ უნარებს, ეცნობა საჭირო ინფორმაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, იძენს გამოცდილებას, ითვისებს მასწავლებლების მიერ შემოთავაზებულ მასალას და ა.შ. საბოლოოდ, სკოლას გარკვეული დონის განათლებით ამთავრებს, თავის შესაძლებლობებს აანალიზებს, ირჩევს, რა უნდა, რომელ სფეროში იქნება უფრო წარმატებული და მხოლოდ ამის შემდეგ წყვეტს, თუ როგორ დაიწყოს თავისი შეგნებული ცხოვრების მეორე ძირითადი ეტაპი.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღწერილი ეტაპები არცთუ ისე რთული გასავლელია, ყველა მოსწავლე ვერ ახერხებს მათთან გამკლავებას. არ გაგიკვრდებათ თუ ვიტყვი, რომ დღეს ზოგადი განათლების დამადასტურებელ ატესტატს მოსწავლეთა უმრავლესობა ძალიან ვიწრო ცოდნის საფუძველზე იღებს. არადა, სკოლა არის დაწესებულება, რომელმაც ადამიანისთვის ზოგადად დედამიწაზე არსებული მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ძირითადი ინფორმაციის მიწოდება მაინც უნდა უზრონველყოს, აქ არაა საუბარი ღრმა ფილოსოფიურ მატერიებზე. აღნიშნული მნიშვნელოვანი საკითხები გარკვეული სფეროების მიხედვით ე.წ. საგნებადაა კლასიფიცირებული და მოსწავლე ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო რთულ მასალასთან გამკლავებას ცდილობს. საქართველოს სკოლებში არსებობენ დირექტორები, მასწავლებლები, გაკვეთილები,  სახელმძღვანელოები, ცხრილები, საკონტროლოები და ა.შ.,მაგრამ დღეს ქვეყანაში განათლების დონე მაინც საგანგაშოდ დაბალია. თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ, რეალურად, მრავალი ხელისშემშლელი ფაქტორი არსებობს.

teacher-in-classroomალბათ, ყველა თქვენგანის გარშემო არსებობს ბავშვი, რომელსაც ერთხელ მანც გამოუთქვამს გულისტკივილი სკოლაში არსებული სიტუაციის გამო. პირადად მე მრავალი ხარვეზის შესახებ მსმენია, ესენია: უინტერესო საგაკვეთილო პროცესი, არაკვალიფიციური პედაგოგი, გაუმართავი სახელმძღვანელოები, არანაირი ექსპერიმენტი თუ წახალისება და მრავალი სხვა. შეგნებულად არაფერს ვამბობ ინფრასტრუქტურაზე. რა თქმა უნდა, ყველა მოსწავლეზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ ბევრ მოსწავლეს არ აქვს სწავლის მოტივაცია, მათში გულგრილი დამოკიდებულება და უინიციატივობა შეინიშნება. არადა, სკოლა არის ადგილი, სადაც მათი განვითარება კონკრეტული მიმართულებებით უნდა ხდებოდეს. ამ პერიოდში მოსწავლეს უნდა უჩნდებოდეს ამბიცია იმისა, რომ ისწავლოს და შექმნას რაიმე ახალი, ირჩევდეს სასურველ განხრასა და მომავალ პროფესიას. დღეს ბავშვები სკოლას ამთავრებენ და არ იციან, რა უნდათ.

საქართველოს კონსტიტუციაში ასევე აღნიშნულია, რომ „სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში“. ამერიკასა და ევროპის უმრავლეს ქვეყანაში სკოლაში სწავლა საკმაოდ მაღალ დონეზეა.

school_2314010b

მოსწავლეები ამ პროცესს დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან და თითოეულმა მათგანმა იცის, რომ მისი მომავალი სწორედ სკოლაში აკადემიურ მოსწრებაზეა დამოკიდებული. ისინი უმაღლეს სასწავლებლებში პირდაპირ სკოლის ნიშნების მიხედვით ხვდებიან და ასეთ სახელმწიფოში სკოლის სისტემაც, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად აწყობილია. და რა ხდება ჩვენთან? საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ჰარმონიზაციაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ბავშვები 11 წლის განმავლობაში არ გამოირჩევიან არც კარგი სწავლით და არც მოტივაციით, სკოლის დამთავრებამდე რამდენიმე თვით ადრე იწყებენ მომზადებას კატის გამოცდის ჩასაბარებლად და ასეთ მოკლე დროში გადიან იმ მასალას, რომლის გააზრებულად ათვისებასაც წლები სჭირდება. ასეთი დაზეპირებული ცოდნით გადიან გამოცდაზე, გადალახავენ ბარიერს, მეორე დღეს კი  აღარაფერი ახსოვთ. შემდეგ ასეთი ბავშვები აბარებენ უმაღლეს სასწავლებლებში, იქაც არაა სახარბიელო სიტუაცია და ქვეყანა არაპროფესიონალი და არასათანადოდ განათლებული კადრებითაა სავსე.

მოსწავლის მიერ სასწავლო მასალის ათვისებაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს. ეს არის, პირველ რიგში, მასწავლებელი, სახელმძღვანელო, გარემო, ინფორმაციის მიწოდება გასაგებ ენაზე, ჯანსაღი კომუნიკაცია გარშემომყოფებთან, ვიზუალური მასალისა და თვალსაჩინოებების არსებობა, ბავშვში ინტერესის გაღვივება და ა.შ. საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში არსებულ ხარვეზებთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით „თბილისი თაიმსს“ „სასკოლოკვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი მუხრან გულიაშვილი და ექსპერტი, საჯარო სკოლის დირექტორობის სერთიფიცირებული კანდიდატი ზაზა გრიგალაშვილი ესაუბრნენ.

1477736_959436684100462_760831472_nმუხრან გულიაშვილი

რა ძირითადი პრობლემები იკვეთება საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში? რამდენად დახვეწილია სახელმწიფოს განათლების პოლიტიკა დღეს?

– ზოგადი განათლების სფეროში უამრავი პრობლემაა, თუმცა მე ორ ძირითად პრობლემას გამოვყოფ. ესენია: პედაგოგების დაბალი კვალიფიკაცია და მოძველებული სასკოლო სისტემა, რომელიც  ვერ უზრუნველყოფს იმ მიზნების მიღწევას, რაც მოსწავლეს დღეს სკოლისგან სურს. პირველ რიგში, ეს ეხება მოსწავლეთა ბუნებრივი მისწარფებებისა და ნიჭის აღმოჩენას და განვითარებას და სწორ პროფეიუსლ ორიენტაციას. ამის ნათელი დასტურია ის, რომ სკოლის კურსდამთავრებულთა 90% უმაღლეს სასწავლებელში აბარებს, პროფესიულ კოლეჯებში კი მათი ძალიან მცირე ნაწილი მიდის. რაც შეეხება სახლმწიფო პოლიტიკას,  მე უფრო მესშტაბური და რადიკალური ცვილებების გატარების მომხრე ვარ. განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებ ზოგადი განათლების სფეროში პედაგოთა კორპუსის განახლების საკითხზე.

თქვენ რას ფიქრობთ  5 წლის ასაკში ბავშვის სკოლაში მისვლასთან დაკავშირებით?

– ვფიქრობ, 5 წლის ასაკში ბავშვი სკოლაში არ უნდა მიდიოდეს. ამ კუთხით ჩატარებული ყველა კვლევა თუ განვითრებული ქვეყნის გამოცდილება ამას გვეუბნება. ამიტომ, ვემხრობი სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომელიც 5 წლის ბავშვების სკოლაში მიღებას კრძალავს.

რამდენად საკმარისია სკოლის  დასამთავრებლად კატის გამოცდის ჩაბარება? ასახავს თუ არა ეს სისტემა მოსწავლის რეალურ ცოდნას?

– კატის გამოცდები მოსწავლეებში მხოლოდ დაზეპირების უნარს ამოწმებს.  11131768_959436557433808_465872339_nსხვა ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, როგორიცაა კომუნიკაბელურობა, კრიტიკული აზროვნება,  ადაპტაციის უნარი, კატის გამოცდებით არ მოწმდება. არადა, ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს თუ გადავხედავთ,  ვნახავთ, რომ სკოლამ მოსწავლეები სწორედ ასეთი უნარებით უნდა აღჭურვოს. ასე რომ, სკოლის დასამთავრებლად კატის გამოცდების ჩაბარება არ არის საკმარისი.

რამდენად საკმარისია მანდატური სკოლაში წესრიგის დასაცავად? ხომ არ ფიქრობთ, რომ საჭიროა ბავშვებთან ფსიქოლოგის მუშაობაც?

– ვფიქრობ, რომ ბავშვებისთვის კვალიფიციური ფისიქოლოგის კონსულტაცია საკმაოდ მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით ჩვენთან გარკვეული ნაბიჯების გადადგმაც იგეგმება.

 11420171_959436697433794_601246081_oზაზა გრიგალაშვილი

რამდენად ხარისხიანი ცოდნის მიღებაა შესაძლებელი სკოლაში? არის თუ არა დღეს კვალიფიციური კადრის ნაკლებობა?

– კვალიფიცური კადრების ნაკლებობას თუნდაც ის შედეგები აჩვენებს, რასაც ჩვენი მოსწავლეები საერთაშორისო კვლევებში აფიქსირებენ. გარდა ამისა, პედაგოგთა მხოლოდ 20 პროცენტს აქვს ჩაბარებული საგნის ცოდნის დამადასტურებელი გამოცდა. დღეს განათლების სისტემაში კვალიფიციური კადრების ნაკლებობა ერთ -ერთი უმთავრესი პრობლემაა.

რამდენად ეფექტურად ხდება ბავშვის მიერ სკოლაში მიღებული ცოდნის რეალიზაცია? არის თუ არა საჭირო უფრო მეტი ოლიმპიადისა თუ სხვა სახის შეჯიბრების არსებობა იმისთვის, რომ სწავლის მოტივაცია გაიზარდოს?

– ამ ბოლო დროს ოლიმპიადების რიცხვი საკმაოდ გაიზრდა.  სხვა საკითხია, რამდენად ხარისხიანად ტარდება ისინი. თუ არასწორად ჩატარდა ოლიმპიადა, მან, შეიძლება, პირიქით, მოსწავლეებში მოტივაცია კი არ გაზარდოს, არამედ შეამციროს კიდეც.  ვფიქრობ, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მოსწავლეებს ყველა პირობა შეუქმნას და მოუხსნას ყველა ის ფაქტორი,  რაც მათ სწავლის სურვილს უკარგავს. ყველა ადამიანს დაბადებიდან აქვს რაღაცის მიმართ ინტერესი.  მთავარია, რომ მას ჰქონდეს შესაძლებლობა იმისა, რომ აკეთოს საყვარელი საქმე.

თქვენ რა სიახლეს შეიტანდით სკოლის საგანმანათლებლო პოლიტიკაში?

10836456_959436560767141_1168765661_n

– დღეს მოსწავლეები ერგებიან არსებულ საგანმანათლებლო სისტემას. მე კი, პირიქით, სისტემას მოსწავლეთა სურვილებს მოვარგებდი.

რაძირითადი პრობლემები იკვეთება უნივერსიტეტებში?

– მთავარი და მნიშვნელოვანი პრობლემა უნივერსიტეტშიც და ზოგადი განათლების სფეროშიც ერთი და იგივეა  – ეს არის კვალიფიციური კადრების ნაკლებობა.

რამდენად შეესაბამება საქართველოში სწავლის საფასურის წავლის ხარისხს?

– ამ კითხვის პასუხს მე ასეთი კუთხით შევხედავ  – ამჟამად ის  განათლება,  რომელიც საჯარო სკოლებში მიიღება  მოსწავლეების მიერ,  იმაზე მეტი ღირს რასაც სახელმწიფო ანაზღაურებს .

 ყველამ ვიცით, რომ მაშინ, როდესაც მოსწავლე ან მისი მშობელი სკოლაში მიღებული ცოდნით არ არის კმაყოფილი, ბავშვის განათლებაში რეპეტიტორი ერთვება. რეპეტიტორი არის დაქირავებული მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეს კონკრეტული საკითხების გააზრებაში ეხმარება. რეპეტიტორების ასე მრავლად არსებობა თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ სკოლაში სათანადო განათლების მიცება მასიურად არ ხდება და აბიტურიენტთა თუ სხვადასხვა კლასის მოსწავლეთა უმრავლესობას დამატებითი მეცადინეობა სჭირდება.

სასკოლო კვლევების ცენტრმა 2015 წლის აპრილში ამ საკითხთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა. რეპეტიტორების ინსტიტუტი იყო და რჩება  პოპულარურად.   2011  წელს   ჩატარებული კვლევის მიხედვით (კვლევა ჩაატარა განათლების  პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა) ყოველი მეოთხე მოსწავლე სარგებლობს აღნიშნული სერვისით. რეპეტიტორებთან დადიან არა მარტო დამამათავრებელი,  არამედ  დაწყებითი და საშუალო საფეხურის მოსწავლეებიც (ამ შეთხევაში ცენტრის შესწავლის საგანს არ წარმოადგენდა მხოლოდ  გამოცდებისთვის მოსამზადებელი  რეპეტიტორების საკითხის შესწავალა)  (დამამთავრებელ კლასში მოსწავლეების 57% ემზადება. საშუალო საფეხურზე 42,6%, საბაზოზე 37,2%, დაწყებითზე 15%)

კვლევის შედეგების მიხედვით, მშობელთა დანახარჯი  დაახლოებით 300 მილიონი ლარის ფარგლებშია. ზემოთ მოყვანილი მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ  სკოლები ვერ პასუხობენ საზოგადოების მოთხოვნას. ამიტომ ადამიანებს სასურველი სერვისის მისაღებად სხვა გზების მოძიება  უწევთ.

კერძო რეპეტიტორების  საკითხს  უმარავი მხარე  აქვს, თუმცა, ამ შემთხვევაში,  სასკოლო კვლევების ცენტრის ინტერესის საგანს წარმოადგენდა, რომ დაწვრილებით შეესწავლათ ის ობიეტური და  სუბიექტური  ფაქტორები, რის გამოც ეს ინსტიტუტი არის პოპულარური – რა უპირატესობა აქვს მას სკოლაში სწავლსთან შედარებაით, რა შეიძლება,  რომ სკოლამ გაიზიაროს მისგან?

დისკუსიაში მონაწილეობდენენ აბიტურიენტები, პედაგოგები, სკოლის მმართველი, რეპეტიტორები. გამოთქმული საინტესრესო აზრები, შეჯამების სახით, მოცემულია ქვემოთ:

ობიექტური ფაქტორები:

I ფაქტორი: აბიტურიენტი თვითონ ირჩევს რეპეტიტორს.

ის, რომ აბიტურიენტებს ან მშობლებს აქვთ საშუალება, თვითონ აირჩიონ რეპეტიტორი, ამ ინსტიტუტიდან მიღებული განათლების ხარისხზე დადებითად მოქმედებს. არჩევანის საშუალება უკეთესი განათლების მიღების შანსს ზრდის.

დღევანდელი სასკოლო სისტემიდან გამომდინარე, არჩევითობის  გაზიარება წარმოუდგენელიც კია,  რადგან სკოლებში არ არსებობს საგნებისა და პედაგოგების არჩევითობა. თუმცა, საგანმანათლებლო ინსტიტუციის დონეზე, არჩევითობის პრაქტიკა არსებობს უმაღლეს სასაწავლებლებში, სადაც სტუდენტები ირჩევენ ლექტორებს.

II ფაქტორი: ინდივიდუალური მიდგომა, მეტი ყურადღება

მეორე უმთავრეს ფაქტორად, რის გამოც რეპეტიტორების ინსტიტუტს სკოლაში სწავლასთან შედარებით უპირატესობა აქვს, არის  ის, რომ რეპეტიტორს აქვს საშუალება, მეტი დრო და ყურადღება დაუთმოს მოსწავლეს, მიუდგეს მას ინდივიდუალურად, გაიგოს მისი სუსტი და ძლიერი მხარეები და დახარჯოს  იმდენი დრო, რამდენიც იქნება საჭირო. სკოლა ამის საშუალებას არ იძლევა. ამის მიზეზებია სტანდარტული საგაკვეთილო დრო, მოსწავლეთა რაოდენობა კლასში, პედაგოგების მხრიდან ყურადღების არათანაბარი განაწილება, ასევე პროგრამა,  რომლსაც  არ უნდა ჩამოვრჩეთ.

ამ კომპონენტის გასაზიარებლად სასკოლო დონეზე საჭირო იქნება საგაკვეთილო დროისა და პროგრამის გაუქმება.

III ფაქტორი: სასწავლო რესურსების შერჩევა და მოსწავლის დონეზე მორგებული  სასწავლო გეგმა.

კიდევ ერთი უპირატესობა არის ის, რომ რეპეტიტორი მოსწავლეს, საგნის ცოდნის დონიდან გამომდინარე, უდგენს ინდივიდუალურ პროგრამას. ასევე ის თვითონ ირჩევს სახელმძვანელოებს, რითაც  უნდა ასწავლოს მას. ეს რეპეტიტორებს აძლევთ იმის საშუალებას, რომ უკეთესი ხარიხსის ცოდნა  მისცენ მოსწავლეებს.

სასკოლო დონეზე ამ პრატიკის გაზიარება გულისხმობს, რომ პროფესიონალ პედაგოგებს მიეცეთ ავტონომია, თვითონ შეარჩიონ სასწავლო რესურები.

IV ფაქტორი:  მოტივაცია

რეპეტიტორს, სკოლის მასწავლებელთან შედარებით, აქვს გაცილებით დიდი მოტივაცია, რომ კარგად ასწავლოს მოსწავლეს  და ბოლომდე დაიხარჯოს, რადგან მისი შემოსავლი უშუალოდ დამოკიდებულია  მის მიერ გაცემული სერვისის ხარისხზე. ეს მას უბიძგებს, რომ საქმეს უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს, განსხვავებით სკოლის პედაგოგისგან, რომლიც უფრო მეტად ვალდებულების პრინციპით ხელმძღვანელობს. რეპეტიტორის მაღალი მიტივაცია ასევე განპირობებულია იმით, რომ მისი ანაზღაურება პედაგოგისას დაახლოებით 3 ჯერ აღემატება.

სკოლებმა პედაგოგების შესაფასებლად უნდა დანერგონ მშობელთა და მოსწავლეთა გამოკითხვის სისტემა,  რომლის შედეგებიც ბევრს უნდა ნიშნავდეს მასწავლებლებისთვის.

V ფაქტორი: მშობელთა ცნობიერება

რადგან მშობლებს რეპეტიტორების შემთხვევაში ფულის გადახდა თავიანთი ჯიბიდან უწევთ, მომთხოვნელობაც უფრო მეტია. სკოლის შემთხვევაში ეს ასე არ არის,  ამიტომ  მომთხოვნელობაც ნაკლებია. ასევე, მოსწავლეების მხრიდანაც რეპეტიტორის მიერ მიცემული დავალებების მიმართ უფრო სერიოზული მიდგომაა, ვიდრე სკოლის გაკვეთილების მიმართ.

 სუბიექტური ფაქტორები:

 I ფაქტორი: მოდა, ფსიქოლოგიური ფაქტორი. 

რეპეტიტორების ინსტიტუტის პოპულარობის ერთ-ერთ ფატორად  ასევე  დასახელდა  ე.წ. მოდა ანუ ის, რომ   რეპეტიტორთან სიარული, ზოგჯერ, მოდას აყოლაა. ეს მოსწავლეებისთვის გარკვეული უპირატესობის წარმოჩენის საშუალებაა  მაშინ, როცა სკოლაში კარგად  სწავლა  არ არის მოდური.

II ფაქტორი– სისტემური პრობლემა

ერთი–ერთი ფაქტორი არის  სისტემური პრობლემა და საზოგადოების მხრიდან განათლების მიზნების არასწორი გაგება – ზედმეტად ორიენტირებულობა ცოდნაზე და ნაკლები აქცენტი უნარების განვითარებაზე,   რაც სკოლის დონეზე გაცილებით კარგად არის შესაძლებელი.

ზემოთ აღნიშნულიდან  გამომდინარე, სასკოლო კვლევების ცენტრი ასკვნის, რომ  დიდი პრობლემა, რაც სასკოლო განათლებას გააჩნია, არის  არა მარტო პადეგოგების დაბალი კვალიფიკაცია ან მოსწავლეთა დაბალი მოტივაცია, არამედ სისტემა, სტანდარეტები, რომელიც არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მოსწავლეებისთვის ინსტიტუციურ დონეზე  მოხდეს იმის შეათავაზება, რაც სკოლის გარეთ ხერხდება. 

ესაუბრა

თეა ღვინაძე

11256481_942697632441034_2127728389_n

Share2Tweet2

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა
ახალი ამბები

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს
ახალი ამბები

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად
ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

საინტერესო

“წლის ბოლომდე, აუცილებლად დასრულდება ამბროლაურის აეროდრომის მშენებლობა” – გიორგი კვირიკაშვილი

10 years ago

გაზეთი Fakt : ნაპოვნია მტკიცებულება იმისა რომ, კაჩინსკის თვითმფრინავი ააფეთქეს

13 years ago

თბილისში ხელოვნების პირველი ბაზრობა მაისში გაიმართება

8 years ago

“ხუთ თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელები ჰყავს”

9 years ago

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები...

მეტის ნახვაDetails
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by