• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პარლამენტმა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ მესამე მოსმენით მიიღო

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
პარლამენტმა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ მესამე მოსმენით მიიღო
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

sakartvelos parlamenti dghes ukrainis mkhardamcher rezolutsias miighebs 6404საქართველოს პარლამენტმა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ მესამე მოსმენით მიიღო. კოდექსი კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისთვის ნოვაციებს ამკვიდრებს.

როგორც “თბილისი თაიმსს” იუსტიციის სამინისტროდანაცნობეს, ძირითადი პრინციპები, რომელთაც არასრულწლოვნების მართლმსაჯულების კოდექსი ეყრდნობა, შემდეგია:

  •  არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობა;
  • ნასამართლობის გაქარწყლება;
  • ინდივიდუალური მიდგომა;
  • პატიმრობა და თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში;
  • მართლმსაჯულების პროცესის გაჭიანურების დაუშვებლობა;
  • პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის გაუმჯობესებული პირობები;
  • პასუხისმგებლობის ალტერნატიული ზომის პრიორიტეტულობა;
  • თანაზომიერება და შესაბამისობა.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მიზანია, მისცეს მოზარდებს სპეციალური, ბავშვებზე ორიენტირებული მართლმსაჯულება და განსაკუთრებული მიდგომები დააწესოს ბრალდებულ, დაზარალებულ და მოწმე მოზარდებზე. ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული ამგვარი სპეციალური კოდექსი არასრულწლოვანთათვის საქართველოს კანონმდებლობისათვის სრულიად ახალი ინსტიტუტია და თანამედროვე ქართული მართლმსაჯულებისათვის არამარტო ინოვაციურ, არამედ რევოლუციურ პროექტს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივ დევნასთან შედარებით უპირატესობით ისარგებლებენ განრიდებისა და აღდგენითი მართლმსაჯულების, მათ შორის, მედიაციის ინსტიტუტები. თავისუფლების აღკვეთის, როგორც სასჯელის ფორმის, გამოყენება არასრულწლოვანთან მიმართებაში მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. იგივე ეხება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას. აიკრძალება არასრულწლოვნისათვის უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდება. არასრულწლოვანთა საქმეებს მხოლოდ სპეციალიზებული მოსამართლეები, პროკურორები, გამომძიებლები, პოლიციელები, ადვოკატები და სოციალური მუშაკები აწარმოებენ. არასრულწლოვნებთან მიმართებაში ამოქმედდება მოწმის მხოლოდ სასამართლოში დაკითხვის წესი. განრიდების გამოყენება შესაძლებელი იქნება  საქმის სასამართლოში წარმართვის შემდეგაც − სასამართლო უფლებამოსილი იქნება, განრიდების გამოყენების მიზნით საკუთარი ინიციატივით ან მხარის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე საქმე დაუბრუნოს  პროკურორს, რომელიც არასრულწლოვან ბრალდებულს შესთავაზებს განრიდებას. ბრალის წარდგენიდან წინასასამართლო სხდომამდე არასრულწლოვნისთვის პატიმრობის ვადა 60-დან 40 დღემდე მცირდება, ხოლო ბრალდებული არასრულწლოვნის პატიმრობის საერთო ვადა 6 თვე იქნება, ნაცვლად სრულწლოვნებისთვის განსაზღვრული 9 თვისა. ნასამართლობა არასრულწლოვანს სასჯელის მოხდისთანავე გაუქარწყლდება, ოღონდ, თუ ადრე ნასამართლევი არასრულწლოვანი დანაშაულს განმეორებით ჩაიდენს, სასჯელის დანიშვნის დროს მისი ნასამართლობა მხედველობაში იქნება მიღებული. ამდენად, კოდექსის მთავარი მიზანი არასრულწლოვნისათვის ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყებისა და რესოციალიზაციის შანსის მიცემაა. არასრულწლოვანი ბრალდებული არ შეიძლება განთავსდეს სრულწლოვანთან ერთად არათუ ერთ საკანში, არამედ ერთ დაწესებულებაშიც კი. კოდექსი დასაშვებად მიიჩნევს მისი ცალკეული დებულების გავრცელებას 18-21 წლის პირებზეც. კოდექსზე მუშაობა 2014 წლის ბოლოს იუსტიციის სამინისტროს თაოსნობით გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო. მუშაობის პროცესში გათვალისწინებულ იქნა ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები. კოდექსის ამოქმედება დაგეგმილია 2016 წლის 1 იანვრიდან. ამასთან, იმ მუხლების ამოქმედება, რომელთა იმპლემენტაციისთვის დამატებითი ღონისძიებების გატარებაა საჭირო,  იგეგმება 2016 წლის განმავლობაში და 2017 წლის 1 იანვრიდან.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

ლევან ყიფინი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს

ლევან ყიფინი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს

12 years ago
თენგიზ შერგელაშვილი უკრაინაში გაემგზავრა

თენგიზ შერგელაშვილი უკრაინაში გაემგზავრა

12 years ago
მწვანე პასპორტის არმქონე პირის ობიექტზე შესვლის გამო ბიზნესს დააჯარიმებენ და არა მოქალაქეს

მწვანე პასპორტის არმქონე პირის ობიექტზე შესვლის გამო ბიზნესს დააჯარიმებენ და არა მოქალაქეს

5 years ago

კობა გვენეტაძე – კერძო სექტორის ინიციატივები მნიშვნელოვანია საზოგადოების ფინანსური განათლების პროცესში

10 years ago

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო, ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს: " სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს...

მეტის ნახვაDetails
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026
  • მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by