• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, October 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სააპელაციო სასამართლომ ე.წ კაბელების საქმეზე პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო

11 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
სააპელაციო სასამართლომ ე.წ კაბელების საქმეზე პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

2015061016054465980თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემდგომმა და ამ შემთხვევაში საბოლოო ინსტანციამ –  თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა განჩინება, რითაც სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის საჩივარი და დასაშვებად მიიჩნია, პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება.

“თბილისი თაიმსი” საქართველოს პროკურატურის მერ გავრცელებულ ინფორმნაციას უცვლელად გთავაზობთ:

“როგორც მოგეხსენებათ, ე.წ. „კაბელების საქმეზე“, 2015 წლის 8 ივნისს პროკურატურის მიერ გასაჩივრებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ივნისის განჩინება, რომლითაც ბრალდების მხარის მტკიცებულებების მცირე ნაწილი ცნობილი იქნა დაუშვებლად.

2015 წლის 15 ივნისის განჩინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ:

1) ბრალდების შესახებ დადგენილებები დასაშვები მტკიცებულებებია, რადგან მათი შედგენისა და საქმეზე პროცესუალურად დამაგრების დროს კანონის დარღვევებს ადგილი არ ჰქონია; შესაბამისად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება – ეს საკვანძო მნიშვნელობის მქონე დოკუმენტები  არ დაეშვა საქმის არსებით განხილვაზე, არის მიუღებელი, მიზანშეუწონელი, დაუსაბუთებელი, ბუნდოვანი, შუალედური და უკანონო. საქართველოს საერთო სასამართლოების მასშტაბით, მსგავსი გადაწყვეტილება არცერთ მოსამართლეს არ მიუღია წინასასამართლო სხდომაზე და ამ მხრივ 2015 წლის 5 ივნისის განჩინება უპრეცედენტოა.

2) სასაქონლო ექსპერტიზის დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ „ არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს ცალმხრივ დასკვნებს“, თითქოსდა ექსპერტს არ ჰქონდა უფლება დამოუკიდებლად დამატებითი ინფორმაცია მოეპოვებინა, ვინაიდან იგი მოკლებულია საფუძველს და არ გამომდინარეობს როგორც ზოგადად ექსპერტის უფლება-მოვალეობების, ისე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებიდან. სააპელაციო სასამართლოს განჩინების თანახმად ექსპერტის მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან მას სრული უფლება ჰქონდა თავისი ინიციატივით ჩაეტარებინა ბაზრის კვლევა, მოეპოვებინა დამატებითი მასალა, ინფორმაცია და მისი მხრიდან სრულად იქნა დაცული „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიც.

ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ ასევე განმარტა, რომ  ვინაიდან სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა მოპოვებულია კანონის სრული დაცვით, „ავთენტიკურია, ნამდვილია და მასში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს“ მის საფუძველზე მიღებული საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნაც კანონშესაბამისია.

ზემოხსენებული მსჯელობების შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება, გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 05 ივნისის განჩინება უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო და პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება, მათ შორის სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა, სცნო დასაშვებ მტკიცებულებად.

თვალსაჩინოებისათვის ვასაჯაროვებთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 ივნისის განჩინებას,” – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

09/24/2026
პოლიციამ დმანისში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
ახალი ამბები

პოლიციამ დმანისში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

09/21/2026
“კაცმა 15 წლის ბიჭი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა…”- მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი შეუმსუბუქდა
ახალი ამბები

“კაცმა 15 წლის ბიჭი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა…”- მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი შეუმსუბუქდა

09/15/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა
ახალი ამბები

4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა

08/06/2026

საინტერესო

ლარის კურსი ისევ უფასურდება

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4371 ლარი გახდა

10 years ago
მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ პირველი 12 წევრი წარადგინა

მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ პირველი 12 წევრი წარადგინა

7 years ago
უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ჰაიტის პრეზიდენტი ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრეს

უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ჰაიტის პრეზიდენტი ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრეს

5 years ago
3-დღიანი ძებნის შემდეგ, ხარაგაულში მეწყერში მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს

3-დღიანი ძებნის შემდეგ, ხარაგაულში მეწყერში მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს

3 years ago

ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026

ტაძრებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ ელექტრონული შესაწირი აპარატი დადგან, ბანკი დაუდგამს. ამის შესახებ  „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს 10/12/2026
  • შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები 10/12/2026
  • შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა 10/12/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by