• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, June 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და მოქნილი საგადასახადო გარემო აქვს “

11 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
“ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და მოქნილი საგადასახადო გარემო აქვს “
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

11427797_450259411809004_6585895457365308784_nსაქართველოს პრეზიდენტმა დღეს, ბრატისლავაში, ქართულ-სლოვაკური ბიზნეს-ფორუმი გახსნა,  რომელიც სლოვაკეთის ეკონომიკის სამინისტროსა და სლოვაკეთის საინვესტიციო და სავაჭრო განვითარების სააგენტო „SARIO”-ს ორგანიზებით გაიმართა. ფორუმის მიზანია, ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობებისა და ბიზნესშესაძლებლობების განვითარება, ასევე ქართული და სლოვაკური კომპანიებისათვის ახალი, ორმხრივი ბიზნესურთიერთობების ჩამოყალიბება. ფორუმის დაწყებამდე გიორგი მარგველაშვილსა და სლოვაკეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრ ვაზილ ჰუდაკს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც აღინიშნა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა და ეკონომიკური თანამშრომლობა. განსაკუთრებით ხაზი გაესვა დღევანდელი ბიზნეს-ფორუმის მნიშვნელობას და იმ პერსპექტივას, რომელსაც აღნიშნული ფორუმი ორი ქვეყნის ბიზნესპარტნიორობის ხელშეწყობისათვის ქმნის. ფორუმზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტმა და სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრმა  ვაზილ ჰუდაკმა სიტყვით მიმართეს. საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობაზე და იმ პოტენციალზე, რომელიც ჩვენს  ქვეყანას აქვს, განსაკუთრებით ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე. „დარწმუნებული ვარ დღევანდელი ღონისძიება ხელს შეუწყობს და კიდევ უფრო ნაყოფიერს გახდის საქართველოსა და სლოვაკეთს შორის თანამშრომლობას ჩვენი ქვეყნებისათვის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა ბიზნესი, ურთიერთსასარგებლო ორმხირვი პროექტების განხორციელება და ეკონომიკის განვითარება. საქართველომ უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვანი და საფუძვლიანი ცვლილელების გზა განვლო. გავაუმჯობესეთ ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური დაცვის სისტემები. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და მოქნილი საგადასახადო გარემო აქვს და ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით მსოფლიოში წამყვან სარეიტინგო პოზიციებზეა. საქართველომ შეძლო კორუფციის პრობლემის გადალახვა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა. გარდა ამისა, ჩვენ შთამბეჭდავი ნაბიჯები გადავდგით ჩვენი ეკონომიკური გარემოსა და საქართველოს, როგორც რეგიონში მნიშვნელოვანი როლის მქონე სახელმწიფოს განვითარებისათვის. გასულ წელს ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებას, რამაც საქართველოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა შორის ეკონომიკური, ბიზნეს-თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესაძლებლობები მეტად განავითარა. ამასთანავე, ჩვენ გვაქვს მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები დსთ-ის ქვეყნებთან, თურქეთთან და, როდესაც განიხილავთ საქართველოსა ბიზნესგარემოსა და მის სამეზობლოს, ნათელია, რომ ყველა ვინც ახორციელებს ინვესტირებას საქართველოში, ინვესტიციას დებს არა მხოლოდ პატარა, 4 მილიონიან ქვეყნაში, არამედ ასევე საქართველოს გარშემო თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობების მქონე ბაზრებზე. სწორედ ეს არის კიდევ ერთი შთამბეჭდავი შესაძლებლობა, რომელსაც საქართველო, როგორც ეკონომიკური ინვესტიციების ქვეყანა საკუთარ პარტნიორებს სთავაზობს“, – განაცხადა საქართელოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილმა რეგიონში საქართველოს სატრანზიტო და საკომუნიკაციო მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ აქტიურად ასრულებს, როგორც აზიისა და ევროპის შემაკავშირებელი ცენტრი. ,,ვფიქრობ სლოვაკეთი კარგი პარტნიორი იქნება საქართველოსთვის, ვინაიდან ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვართ და გვაქვს კავშირი ევროპულ ბაზართან. სლოვაკეთმა შეძლო განეცადა სოციალისტურიდან საბაზრო ეკონომიკურ რეჟიმამდე ტრანსფორმაცია. ვიცი, რომ საქართველომაც უდიდეს წარმატებას მიაღწია საბაზრო ეკონიმიკის დემოკრატიზაციის განვითარების საკითხში, ასე რომ ვფიქრობ ჩვენს ქვეყნებს აქვთ წარმატებული ეკონომიკური თანამშომლობის კარგი შესაძლებლობა, პროდუქციის ექსპორტისა, თუ მესამე ბაზარზე ერთობლივად გასვლის საკითხებში. ჩემი ღრმა რწმენით დღევანდელი ბიზნეს-ფორუმი კიდევ უფრო დიდ ბიძგს მიცემს და დააჩქარებს ამ პროცესებს“, – განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა. მისასალმებელი სიტყვის დასრულების შემდეგ საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორ გიორგი ციკოლიასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის ბიზნესასოციაციის გენერალურ დირექტორ ბრონისლავ შაფარიკს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. ქართულ-სლოვაკურ ბიზნეს ფორუმს ორი ქვეყნის ბიზნესწარმომადგენლები ესწრებიან. საქართველოს ბიზნესდელეგაცია წარმოდგენილია ოცდაათამდე კომპანიით, მათ შორის არიან სოფლის მეურნეობის, კვების, სამშენებლო, და ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც ფორუმის დასრულების შემდეგ სლოვაკურ მხარესთან ბიზნესშეხვედრებს გამართავენ. საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციიდან ფორუმს საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი,  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში ალექსანდრე ნალბანდოვი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახაბერ ბაინდურაშვილი ესწრებოდნენ ესწრებოდნენ.

ShareTweet

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

20 ათასზე მეტი გადასახადის გადამხდელი საგადასახადო დავალიანებისგან გათავისუფლდა

20 ათასზე მეტი გადასახადის გადამხდელი საგადასახადო დავალიანებისგან გათავისუფლდა

11 years ago
საპარტნიორო ფონდმა თურქულ კომპანია NATA Holding-თან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა

საპარტნიორო ფონდმა თურქულ კომპანია NATA Holding-თან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა

9 years ago
შემოდგომის მოდური შუზები და ბოტილიონები

შემოდგომის მოდური შუზები და ბოტილიონები

9 years ago
“ჰოი, საოცრებავ! ოპერაცია არ გახდა საჭირო…” – სასწაული, რომელიც მომლოცველს “დედოფალმა” მოუვლინა

“ჰოი, საოცრებავ! ოპერაცია არ გახდა საჭირო…” – სასწაული, რომელიც მომლოცველს “დედოფალმა” მოუვლინა

3 years ago

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს. როგორც წერილშია ნათქვამი, ეს ტრაგიკული ამბავი ქართველმა ერმა...

მეტის ნახვაDetails
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026
არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

06/10/2026
მამაკაცი, რომელმაც უკრაინელი ქალს მატარებელში ყელი გამოჭრა, სასამართლომ პროცესზე წარსადგენად არაკომპეტენტურად ცნო

მამაკაცი, რომელმაც უკრაინელი ქალს მატარებელში ყელი გამოჭრა, სასამართლომ პროცესზე წარსადგენად არაკომპეტენტურად ცნო

06/10/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს 06/23/2026
  • „ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა 06/18/2026
  • არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 06/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by