• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 22, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საბერძნეთის ხელისუფლება ეკონომიკას ტელევიზიის და რადიოს დახურვით აჯანსაღებს

13 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, მსოფლიო
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საბერძნეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელმა სიმოს კედიკოგლუმ განაცხადა რომ, სახელმწიფო ტელევიზია და რადიო დაიხურება, საზოგადოებრივი ფულის ფლანგვისა და კორუფციისთვის

საბერძნეთის მთავრობამ ბიუჯეტის დასაზოგად მოულოდნელ ზომას მიმართა – საზოგადოებრივი მაუწყებელი დახურა. ამ გადაწყვეტილების შესახებ სამშაბათ საღამოს გამოაცხადეს, რის შემდეგაც მაუწყებლობა შეწყვიტა როგორც საზოგადოებრივმა ტელევიზიამ, ისე რადიომ. მართალია, გაკეთდა განცხადება, რომ საბერძნეთში მიმდინარე ზაფხულშივე ამოქმედდება ახალი, უფრო მომცრო საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაგრამ ყურადღების ცენტრში დახურვის ფაქტი რჩება. პროტესტის გამოსათქმელად ხუთშაბათს გენერალური გაფიცვა გაიმართება.

საბერძნეთის სამაუწყებლო კორპორაციის  ERT-ს ტელე და რადიოარხებმა ერთი ხელის მოსმით შეწყვიტეს მუშაობა. უმუშევარი დარჩა მათი 2700-მდე თანამშრომელი. ათენის ჩრდილოეთით, საზოგადოებრივი მაუწყებლის შტაბბინასთან, ათასობით ადამიანი შეიკრიბა პროტესტის გამოსათქმელად, მაუწყებლის ჟურნალისტებმა უარი თქვეს შენობის დატოვებაზე და პროგრამებზე მუშაობა გააგრძელეს – ინტერნეტის მეშვეობით სამაუწყებლოდ.

„ERT-ში დღეს შექმნილი ვითარება სკანდალურია და ამას ყველა ყოველდღე ხედავდა, თუმცა ვერავინ ბედავდა მისთვის ხელის ხლებას. ეს ყველაფერი დღეს და ახლა მთავრდება. მთავრობამ გადაწყვიტა ERT -ს დახურვა ამჟამინდელი სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში და მინისტრის გადაწყვეტილების შესაბამისად. მაუწყებლობა შეწყდება ამ საღამოს, პროგრამის დასრულების შემდეგ“, – განაცხადა სამშაბათს საბერძნეთის მთავრობის პრესმდივანმა.

მთავრობის პრესმდივნის თქმით, შემოდგომამდე ამუშავდება ახალი საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც ნაკლები თანამშრომელი ეყოლება და მაინც უფრო ეფექტიანად იმუშავებს. შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის გათავისუფლებულ თანამშრომლებს მოუწოდეს, განაცხადები შეიტანონ ახალ მაუწყებელში სამუშაოდ.

ეს თანამშრომლები კი ამბობენ, რომ მათზე შოკივით იმოქმედა მთავრობის მოულოდნელმა ნაბიჯმა. ჟურნალისტი კატერინა იოანიდუ, რომელიც 13 წელი მუშაობდა ERT-ში, ამბობს, რომ არამარტო სამუშაოს დაკარგვა იწვევს მისი და მისი კოლეგების უკმაყოფილებას:

„ჩვენ საკუთარ სიცოცხლეს, საკუთარ სულს ვიღებდით რიგიანი საინფორმაციო არხისათვის. ღამეებს ვათენებდით, რაშიც ფულს არასდროს გადაგვიხდიან. ხელფასი ნოემბრიდან არ მიგვიღია არავის, ვინც აქ ასე თავდადებით მუშაობს. მთელი ეს შრომა წყალში ჩაგვეყარა. ასე, უბრალოდ, გარეთ გვყრიან. სამარცხვინო ამბავია, დამამცირებელი …“

საბერძნეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების მიმართ სოლიდარობის ნიშნად, ოთხშაბათს დილას გაიფიცნენ საბერძნეთის სხვა საინფორმაციო საშუალებების თანამშრომლები, ხოლო ხუთშაბათისთვის ქვეყანაში საყოველთაო გაფიცვა მზადდება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დახურვა, საბერძნეთის საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას ემსახურება. ქვეყანას დიდი ვალები აქვს და ექვსი წელია, რეცესიიდან ვერ გამოდის.

უცხოელი დონორები მოითხოვენ საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას, გადასახადების გაზრდას და სახელმწიფო სექტორში სამუშაო ადგილების შემცირებას, საბერძნეთისთვის 240 მილიარდი ევროს კრედიტის გამოყოფის სანაცვლოდ.

საბერძნეთს  წელიწადში 300 მილიონამდე ევრომდე უჯდებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება.

14.06.13

Tags: საბერძნეთის ხელისუფლება ეკონომიკას ტელევიზიის და რადიოს დახურვით აჯანსაღებს
Share1Tweet1

ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

10/22/2026
„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

10/22/2026
„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

10/22/2026
ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს
ახალი ამბები

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026
ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულში სამი პირი დააკავეს
ახალი ამბები

ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულში სამი პირი დააკავეს

10/20/2026
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება
ახალი ამბები

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება

10/19/2026

საინტერესო

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსის რესპუბლიკაში დაიწყო

10 years ago
Pfizer-ის დირექტორი აცხადებს, რომ დაბალშემოსავლიან ქვეყნებს არ შეუკვეთავთ ვაქცინები

Pfizer-ის დირექტორი აცხადებს, რომ დაბალშემოსავლიან ქვეყნებს არ შეუკვეთავთ ვაქცინები

5 years ago

„ქართული ზეთისხილის“ რთველი კახეთში

8 years ago
“მიზანია, რომ ჩვენი თაფლიანი წყალი მსოფლიოს მასშტაბით გახდეს ცნობილი” – ზზიპ 

“მიზანია, რომ ჩვენი თაფლიანი წყალი მსოფლიოს მასშტაბით გახდეს ცნობილი” – ზზიპ 

5 years ago

ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

10/22/2026

19 ოქტომბერს, გლდანში ტრაგედია დატრიალდა. ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რატი მსხვილიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული...

მეტის ნახვაDetails
„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

10/22/2026
„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

10/22/2026
ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს 10/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by