• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ქართული კულტურის დღეები რომში

11 years ago
კატეგორია: კულტურა
A A
ქართული კულტურის დღეები რომში
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamed (2)იტალიაში საქართველოს საელჩოს, ქართული დიასპორის ორგანიზებით და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის მხარდაჭერით, ქართული კულტურის დღეები გაიმართა. ღონისძიება 18 ივნისს გაიხსნა და სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

ქართული კულტურის დღეების გახსნის ცერემონია, თბილისში სტიქიური უბედურების შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო მოკრძალებული იყო. ამავე მიზეზით, ღონისძიებას ვერ დაესწრო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, რომელმაც რომში ვიზიტი გააუქმა.

გახსნის ცერემონიაზე შეკრებილ საზოგადოებას, თბილისში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებზე ბოლო ინფორმაცია თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებმა მიაწოდეს და წუთიერი დუმილით – სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას – პატივი მიაგეს.

ღონისძიება – საქართველოს ელჩმა იტალიაში – კახა სიხარულიძემ გახსნა და დაღუპულ თანამემამულეთა ოჯახებს მიუსამძიმრა. როგორც ელჩმა აღნიშნა, ქართული კულტურის დღეების ჩატარება რომში ოთხი თვის განმავლობაში მზადდებოდა და მათი გადადება, ტრაგედიის მიუხედავად, შეუძლებელი გახდა.

ღონისძიებას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კუტურის კომისიის წევრი, მსახიობი – ზაქარია კოლელიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის სამდივნოს წარმომადგენელი  – ნინო ქვარიანი,  მერიის ადმინისტრაციის უფროსი – პაატა ჯაჭვლიანი, მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელმძღვანელი – ზურაბ წერეთელი, მერიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის მოადგილე ლიკა დავითაძე, დიპლომატიური კორპუსის, რომში საქართველოს საელჩოს, იტალიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ქართული კულტურის დღეებს ასევე ოჯახით ესწრებოდა ბაგრატიონების ოჯახის წარმომადგენელი – ქეთევან ბაგრატიონ-ორსინი.

ქართული კულტურის დღეები რომში ცისანა ქოთილაიძის თექის ნამუშევრების გამოფენით გაიხსნა, რომლის შემოქმედება იტალიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ასევე გაიმართა ქართული პოეზიის მცირე ანთოლოგიის „ვაზი და კალამისა“ და პოეტ ლია სტურუას იტალიურად თარგმნილი ლექსების პრეზენტაციაც.

ღონისძიების ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრები და სტუმრები, მასპინძელი მხარის მიწვევით, რომის კულტურის ასესორატის პროგრამას დაესწრნენ, რომელიც პირველ იმპერატორს, – ავგუსტუსს ეძღვნებოდა. სტუმრებს, ავგუსტუსის ფორუმის ტერიტორიაზე, 3D ეკრანებზე გაცოცხლებული იმპერატორის ეპოქა და იმ დროს მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები წარუდგინეს.

ქართული კულტურის დღეების ფარგლებში, რამდენიმე ოფიციალური შეხვედრაც გაიმართა.  საქართველოდან ჩასული დელეგაციის წევრები რომის მუნიციპალური საბჭოს პრეზიდენტმა ვალერია ბალიომ და რომის საბჭოს პრეზიდენტის მოადგილემ ფრანკო მარინომ მიიღეს.

სტუმრებმა, რომის ხელისუფლების წარმომადგენლებს, თბილისში სტიქიის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის დროს გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

რომისა და თბილისის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების ოფიციალურ შეხვედრაზე საუბარი სხვადასხვა თემებს შეეხო. განიხილეს მუნიციპალური სერვისების თავისებურებები, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება-დაცვის ასპექტები და ამ საკითხებთან დაკავშირებული რეგულაციები. შეხვედრების ბოლოს ორი ქალაქის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

რომის საბჭოს პრეზიდენტის მოადგილესთან ვიზიტის შემდეგ, ქართული დელეგაციის წარმომადგენლები ტრაიანეს ბაზრის მუზეუმის (ეროვნული მუზეუმის) დირექტორს შეხვდნენ.

ღონისძიების მეორე დღის ბოლოს იტალიურად თარგმნილი ბასა ჯანიკაშვილის „აბსურდისტნის“ პრეზენტაცია გაიმართა.

ქართული კულტურის დღეები ანსამბლ „იბერის“ კონცერტით დასრულდა, რომელსაც ოფიციალურ დელეგაციებთან, საელჩოს წარმომადგენლებთან და იტალიელ სტუმრებთან ერთად ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს.

თავის მხრივ, საკრებულოსა და მერიის წარმომადგებლებმა საქართველოს ელჩს იტალიაში კახა სიხარულიძეს და იტალიაში მოქმედი საზოგადოების „სამშობლო გულით სატარებელი“ ხელმძღვანელს ნუნუ გელაძეს ამ დღეების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადეს.

ქართული დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ ქართული კულტურის უკეთ გაცნობა, როგორც იტალიის, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გაგრძელდება და ეს პროცესი თანამშრომლობის გაღრმავებს არამარტო კონკრეტულ სფეროებში, არამედ მთლიანობაში კულტურათაშორისი ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს.

Share1Tweet1

ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
ახალი ამბები

მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

12/10/2024
„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

11/14/2024
„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე
ახალი ამბები

„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე

11/01/2024
ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს
ახალი ამბები

ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს

04/12/2024
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024

საინტერესო

“ცოლი ხეზე აიყვანა და სამშვიდობოს გამოსული უკან შებრუნდა ადამიანების დასახმარებლად…იცნობდეთ გმირს” – მოქალაქეები გიორგი გოგინაშვილზე

“ცოლი ხეზე აიყვანა და სამშვიდობოს გამოსული უკან შებრუნდა ადამიანების დასახმარებლად…იცნობდეთ გმირს” – მოქალაქეები გიორგი გოგინაშვილზე

3 years ago
ზელენსკის პირველი განცხადება მას შემდეგ, რაც პუტინმა დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების აღიარების დოკუმენტს მოაწერა ხელი 

ზელენსკის ახალი მიმართვა -“ჩვენ უკვე ვარიგებთ იარაღს ჩვენი მიწის დასაცავად”

5 years ago
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები თბილისში დაბრუნდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები თბილისში დაბრუნდა

11 years ago
კახა კალაძე – „ქართული ოცნების” პირობებში ჟურნალისტებს ვერავინ შეზღუდავს

კახა კალაძე – ანაკლიის პროექტი აუცილებლად განხორციელდება

7 years ago

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო, ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს: " სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს...

მეტის ნახვაDetails
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026
  • მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by