• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, September 30, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„დღეს თავისუფლად, ყველა ტრადიციის დაცვით აღვნიშნავთ რამაზანს“ – ელნარა ტაგიევა

11 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, რელიგია
A A
„დღეს თავისუფლად, ყველა ტრადიციის დაცვით აღვნიშნავთ რამაზანს“ – ელნარა ტაგიევა
7
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

წელს, რამაზანი-მუსლიმთა მძიმე მარხვა 18 ივნისს დაიწყო და 17 ივლისამდე გასტანს.

რამაზანი (რამადანი) მუსლიმთა კალენდრის მეცხრე თვეა. გადმოცემის თანახმად, ალაჰმა სწორედ ამ თვეში შთააგონა  მუჰამადს შუამავლისა და მოციქულის მისია და ყურანის პირველი გამოცხადებაც მიმადლა.

11647271_820112228085836_1537933490_n

თავისი შინაარსითა და ფორმით მარხვის თვე მუსლიმთათვის ზეიმის თვეა. სწორედ რამადანის დროს აღინიშნება წელიწადის ორი უმნიშვნელოვანესი დღესასწაული:

  • „ბედისწერის ღამე“ (ლაილათ ალყადრ), რომლის დროსაც მუსლიმები კაცობრიობისათვის ყურანის გამოცხადებას ზეიმობენ (ყურ. 2:185; 97) და
  • მარხვის შეწყვეტის დღესასწაული (იდ ალ–ფიტრ), რამადანის დასასრულს.

მარხვა მუსლიმს სულისა და გონების მობილიზაციას ავალდებულებს. მან დღის საათებში ყოველგვარი ფიზიკური სიამოვნებისგან თავი უნდა შეიკავოს – ჭამისგან, სმისგან და სქესობრივი ცხოვრებისგან, ამ აკრძალვებისგან იგი თავისუფლედება მზის ჩასვლის შემდეგ. საღამოს ლოცვის შემდეგ კი მათ შეუძლიათ გაიხსნილონ – მიიღონ მსუბუქი საკვები, თუმცა მორწმუნეს ღამის საათებშიც მხოლოდ სიკეთის ქმნა მართებს.

რამაზანის თვეში განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყველა მუსლიმანი მარხულობს. მოხუცები, ავადმყოფები, მოგზაურობაში მყოფი ადამიანები და ორსული ქალები ნებადართული არიან ამ დროს მარხვა დაარღვიონ, თუმცა წელიწადის სხვა დროს მუსლიმებმა ეს მარხვა უნდა დაიცვან.

რამაზანის დადგომა უნდა ემთხვეოდეს ახალმთვარეობას. ამიტომ ის გამოითვლება ასტრონომიული ცხრილებით.

„თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა თუ, როგორია საქართველოში მცხოვრები რიგითი მუსულმანის დამოკიდებულება ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, როგორ აღნიშნავენ და რაიმე წინააღმდეგობა, ხომ არ ექმნებათ მათ რამაზანის აღნიშვნისას. აღნიშნულ საკითხზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარული მეცნიერებათა (ქართული ფილოლოგია) მეორე კურსის სტუდენტს ეროვნებით აზერბაიჯანელ ელნარა ტაგიევა გვესაუბრა.

11651316_820112191419173_47078506_n

რა იცით ამ დღესასწაულის შესახებ? რასთან არის დაკავშირებუილი რამაზანი და როგორ აღნიშნავთ მას?

– ეს ერთ-ერთი რელიგიური დღესასწაული მაჰმადიანურ  სამყაროში. რამაზანი არაბული წარმოშობის სიტყვა და გამომდინარეობს “ramda” სიტყვისგან. ამას ასე ხსნიან: ერთხელ გაზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში ძლიერად იწვიმა და დედამიწა განწმინდა ყველა უბედურებისგან. როგორც ამ წვიმამ დედამიწა განწმინდა ყველა უბედურებისგან, რამაზანის მარხვაც ყველა მუსლიმს განწმენდს ყოველგვარი ცოდვისგან. რამაზანი სიკეთის, სიყვარულის და მოთმინების თვეაა. ამ თვეში თითქმის ყველა მუსლიმი მარხულობს. მარხვა აკრძალულია ბავშვის, ავადმყოფისა და მოხუცისთვის. როგორც ვიცით, სხვა რელიგიებშიც მარხულობენ, თუმცა ეს განსხვავებულია, რადგან მმარხველს  არაფრის ჭამა, დალევა არ შეუძლია. ამ დროს მარხულობს  არა მარტო, ადამიანის  პირი და მუცელი, არამედ თვალიც, ცხვირიც.

მარხვის დასაწყისს ეწოდება “sahur”, დასასრულს კი “iftar”. რამაზანი მოძრავია ყოველ წელს 11-12 დღით ადრე აღინიშნება და გრძელდება 29-30 დღე. ბოლო 30-ე დღე დღესასწაულია, რომელიც სამი დღე გრძელდება. დღესასწაული 33 წელიწადში ერთხელ ერთ დღეს ემთხვევა. რამაზანის ბოლო, 10 დღეს ემთხვევა განსაკუთრებული ღამე, რომელსაც ეწოდება “Gedir“. ამ ღამეს არ იძინებენ, კითხულობენ ყურანს და ლოცულობენ. ეს ღამე შეიძლება ემთხვეოდეს ბოლო ათი დღის კენტ რიცხვებს 19,21,23,25,27 დღეებს. ამბობენ, რომ რამაზანის თვეში იღება სამოთხის კარი და იკეტება ჯოჯოხეთის კარი.

რამაზანის ბოლო დღეს ყველა მუსლიმი დღესასწაულობს. ამ დღეს აუცილებელია ოჯახის ყველა წევრი სახლში იყოს. სუფრას შლიან, ამზადებენ სხვადასხვა სახეობის საჭმელს. აკრძალულია, რომ სუფრაზე იყოს სპირტიანი სასმელები. ყველა მატერიალურად ეხმარება ღარიბს, რომ მათაც შეძლონ დღესასწაულის აღნიშვნა.

11541701_820112481419144_46926743_o

რაიმე დაბრკოლება ხომ არ გექმნებათ, რომ სრულად აღასრულოდ ის წესები რაც რამაზანისთვისაა დამახასიათებელი?

– საბჭოთა კავშირის დროს რამაზანის აღნიშვნა, ისევე როგორც სხვა რელიგიური დღესასწაულების აკრძალული იყო, მაგრამ დღეს ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არის. თავისუფლად და სრულყოფილად ყველა ტრადიციების დაცვით ავღნიშნავთ რამაზანს.

თქვენ თსუ-ს სტუდენტი ხართ და გიხდებათ, სხვა სარწმუნოების წარმომადგელების, უფრო მეტად კი მართმადიდებლების გარემოცვაში ყოფნა, რაიმე დისკომფორტს ხომ არ გრძნობთ მათგან? არის თუ არა თქვენ შორის მეგობრული დამოკიდებულება?

– მართალია, გარშემო ყველა ქრისტიანული რელიგიის წარმომადგენელია, მაგრამ ეს დისკომფორტს არ მიქმნის. მათთან კარგი, მეგობრული ურთიერთობა მაქვს და მიხარია. არასოდეს მიფიქრია იმის შესახებ, რომ აქ ყველა ქრისტიანია და მარტო მე ვარ მუსლიმი. ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ყველა ჩემ მეგობარს პატივს ვცემ.

ელნარა, როგორც მუსულმანი გრძნობთ თავს დაცულად საქართველოში?

– საქართველო ჩემი სამშობლოა. ამ საკითხთან დაკავშირებით არ მქონია სერიოზული პრობლემა ან დაპირისპირება. იმედია ამის შემდეგაც არ მექნება..!

 მასალა მოამზადა

სოფო ნინიკაშვილმა

Share3Tweet2

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა
ახალი ამბები

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026
13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

09/24/2026
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

09/24/2026

საინტერესო

მეთიუ ბრაიზა : „საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია ოლიმპიური თამაშების მასპინძლის მიერ“

მეთიუ ბრაიზა : „საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია ოლიმპიური თამაშების მასპინძლის მიერ“

13 years ago

FAO გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად „მსოფლიო სურსათის დღეს“ აღნიშნავს

8 years ago

შსს-მ ე.წ. „შავი მიწის“ უკანონოდ მოპოვების ფაქტები გამოავლინა

11 years ago
“სასიამოვნოა, რომ ჩვენი ეს პარტნიორობა კიდევ უფრო განახლდა და გვაქვს მომავლის ხედვები”

“სასიამოვნოა, რომ ჩვენი ეს პარტნიორობა კიდევ უფრო განახლდა და გვაქვს მომავლის ხედვები”

11 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by