• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 1, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა სახელმწიფოს ვალდებულებაა და გვიხარია, რომ ჩვენ ეს მოვახერხეთ”

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
“საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა სახელმწიფოს ვალდებულებაა და გვიხარია, რომ ჩვენ ეს მოვახერხეთ”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

10150586_874518579305886_3574379974392215700_nსაქართველოს ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილია საბაზისო სამედიცინო მომსახურებით, დაახლოებით 3 200 000 ადამიანი ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში, ხოლო 530 000 – კერძო ან კორპორაციული დაზღვევით სარგებლობს, – მიღწევები ჯანდაცვის სფეროში, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეაჯამა.

მთავრობის მეთაურმა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდა ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად კიდევ ერთხელ დაასახელა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის წარმატებაში დავით სერგეენკოს განსაკუთრებულ წვლილზე ისაუბრა.

პრემიერის თქმით, დღეს არც ერთი მოქალაქე არ არის სახელმწიფოს ყურადღების გარეშე, ყველას შეუძლია სამედიცინო მომსახურების მიღება და ჯანდაცვის სექტორისთვის სახელმწიფო დაფინანსების უპრეცედენტო ზრდა ამ მიზანს ემსახურება.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთ წელიწადში თითქმის 20 პროცენტით შემცირდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა პირადი დანახარჯები სამედიცინო მომსახურებაზე. ციფრები და გაკეთებული საქმეები მიუთითებენ ჩვენს წარმატებაზე. 2010 წელთან შედარებით, 2014 წელს ავადმყოფობის გამო მოსახლეობა უფრო ხშირად აკითხავს ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებელს და შემცირებულია თვითმკურნალობის ხარჯები; განახევრდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც უარს ამბობენ სამედიცინო მომსახურებაზე თანხების უქონლობის გამო, რაც იყო ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ათასობით ადამიანი ვერ მიდიოდა ექიმთან, რადგან არ ჰქონდათ ელემენტარული ხარჯები. ხშირ შემთხვევაში მათ უწევდათ საკუთარი სახლის ან ავტომობილის გაყიდვა, რომ ელემენტარული ოპერაცია გაეკეთებინათ. საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა სახელმწიფოს ვალდებულებაა და გვიხარია, რომ ჩვენ ეს მოვახერხეთ. ასევე, გაიზარდა სერვისებზე ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით აღსანიშნავია ეს წინსვლა ჩვენს რეგიონებში, სოფლებში“, – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ეს მთავრობის 24-საათიანი მუშაობის შედეგია.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, დღეს ხალხს აქვს იმედი, რომ გვერდით უდგას სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს მის ჯანმრთელობაზე.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა აღებულ კურსს ბოლომდე მიჰყვება და წარმატებით განახორციელებს ყველა პროექტს, რომელიც ქვეყანაში ჯანდაცვის გამართული სისტემის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
მთავრობის მეთაურმა მხარდაჭერისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, მსოფლიო ბანკს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მათ მიერ მომზადებული ერთობლივი დასკვნა ჯანდაცვის სფეროში ხელისუფლების სწორი პოლიტიკის დასტურია.

„ეს არის დასტური იმისა, რომ ჩვენს მიერ დაწყებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა წარმატებულია, რომ ის შეეხო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დღეს დაზღვეულია. ჩვენ ამ ორი წლის განმავლობაში უპრეცედენტო რამ გავაკეთეთ. დღეს ჩვენ ვაფინანსებთ თითოეული მოქალაქის დაზღვევას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე. ეს არის ჩვენი პოლიტიკის სისწორის აღიარება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Share1Tweet1

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

სოჭის ოლიმპიადაზე ქართული ღვინის რეკლამირება არ იგეგმება

სოჭის ოლიმპიადაზე ქართული ღვინის რეკლამირება არ იგეგმება

13 years ago

ანდერს ფოგ რასმუსენის შეთავაზება საქართველოს

12 years ago
“მივესალმები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივას”

“მივესალმები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივას”

11 years ago

გეგუთის N14-ე დაწესებულებაში გარდაცვლილი მსჯავრდებულ ლევან კორტავას საქმეზე სასამართლომ ექვსი პირი დამნაშავედ სცნო

12 years ago

ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა
ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მრევლს მნიშველოვან ინფორმაციას უზიარებს. როგორც ეპარქიის განცხადებაშია ნათქვამი, უწმიდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის...

მეტის ნახვაDetails
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026
ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა

ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026
  • მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა 10/01/2026
  • გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by