• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 1, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თეა წულუკიანი: “ჩვენ სამხრეთ კავკასია სამართლებრივ რეგიონად უნდა ჩამოვაყალიბოთ”

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
თეა წულუკიანი: “ჩვენ სამხრეთ კავკასია სამართლებრივ რეგიონად უნდა ჩამოვაყალიბოთ”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamedერევანში სომხეთ-საქართველოს სამართლებრივი თანამშრომლობის ფორუმი სომხეთის იუსტიციის მინისტრმა გახსნა. ფორუმის მუშაობის დაწყებამდე ჰოვანეს მანუკიანმა შეკრებილ საზოგადოებას სთხოვა, წუთიერი დუმილით პატივი მიეგო თბილისში სტიქიის შედეგად დაღუპულთათვის.

ფორუმის მონაწილეებს სომხეთის იუსტიციის მინისტრმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა მიმართეს.

თეა წულუკიანმა კოლეგას მადლობა გადაუხადა ფორუმის მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა სომხეთ-საქართველოს სამართლებრივი ფორუმი გახდეს რეგულარული და მასში სხვა ქვეყნების იუსტიციის მინისტრებმაც მიიღონ მონაწილეობა.

„ამ ფორუმის ფარგლებში წარმოვადგენთ სწორედ იმ რეფორმებს, რომელთა წყალობითაც საქართველო დღეს არის სახელმწიფო, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები შენდება და ძლიერდება. სანამ ვიქნები საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ბატონ მანუკიანთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამ ფორუმს მიეცეს რეგულარული ხასიათი. ასევე, ძალღონეს არ დავიშურებ, რომ სხვა ქვეყნების იუსტიციის მინისტრები ჩაერთონ ამ ფორუმში. ჩვენ სამხრეთ კავკასია სამართლებრივ რეგიონად უნდა ჩამოვაყალიბოთ“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრი სამინისტროს დელეგაციას ხელმძღვანელობს, რომლის შემადგენლობაში არიან: მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, სამინისტროს დეპარტამენტებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები, პარლამენტის წევრები სამველ პეტროსიანი და რუსლან პოღოსიანი, აგრეთვე, გაზეთ „ვრასტანის“ მთავარი რედაქტორი ვან ბაიბურთი.

ფორუმის ფარგლებში რამდენიმე სესია იმუშავებს. პირველ თემატურ სესიაზე სერვისების ხელმისაწვდომობის, ინფორმაციის თავისუფლების, ელექტრონული მმართველობისა და კორუფციის წინააღმდეგ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ მექანიზმებს განიხილავენ. მეორე სესიის თემა საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა იქნება. საუბარი შეეხება პენიტენციარულ სფეროს, დანაშაულის პრევენციას და პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას. კიდევ ერთი სფერო, რომელსაც სესია მიეძღვნება, „ღია მმართველობის პარტნიორობასთან“ დაკავშირებული საკითხებია. გარდა ამისა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის წევრები ფორუმის მონაწილეებს იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფციასაც გააცნობენ.

ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრებს  სომხეთის პრეზიდენტი მიიღებს. შეხვედრა 26 ივნისსაა დაგეგმილი.

იუსტიციის ქართულ-სომხური ფორუმის ჩატარების თაობაზე საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის მინისტრები 2015 წლის მარტში საქართველოში სომხეთის იუსტიციის მინისტრის ვიზიტისას შეთანხმდნენ. იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი თეა წულუკიანმა და ჰოვანეს მანუკიანმა მოაწერეს. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ლოგიკური გაგრძელებაა იმ საქმიანობისა, რასაც იუსტიციის მინისტრი საქართველოს ეთნიკურ სომხებთან, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა თაობასთან, მიმართებაში ახორციელებს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ფოკას საზოგადოებრივ ცენტრში ეთნიკურად სომეხი ახალგაზრდებისათვის ქართული ენის შესწავლის დისტანციური კურსები მოქმედებს, ივნისიდან კი სპეციალურად ფოკას საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის კომპიუტერული უნარების ტრენინგი მიმდინარეობს. 50-მდე ახალგაზრდა სწავლებას ფოკას საზოგადოებრივ ცენტრში ეტაპობრივად გაივლის. იუსტიციის მინისტრი პირადადაა ჩართული სამცხე-ჯავახეთში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო დოკუმენტების მიღების პრობლემის საბოლოოდ გადაჭრის საქმეშიც.

Share1Tweet1

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

საგზაო უსაფრთხოების კუთხით ბიუჯეტში 9 მლნ ლარია გათვალისწინებული

საგზაო უსაფრთხოების კუთხით ბიუჯეტში 9 მლნ ლარია გათვალისწინებული

7 years ago
ექსპლუატაციაში მიღების გარეშე შენობა-ნაგებობაში შესახლება დაუშვებელი იქნება

თბილისი წლის საუკეთესო ევროპული მიმართულების კონკურსის კანდიდატია

7 years ago
BBC – დიმიტრი მედვედევი: „ჩემთვის გაურკვეველია, 2016 წელია თუ 1962“ –  ახალი „ცივი ომის“ ნიშნები მსოფლიოში

BBC – დიმიტრი მედვედევი: „ჩემთვის გაურკვეველია, 2016 წელია თუ 1962“ – ახალი „ცივი ომის“ ნიშნები მსოფლიოში

10 years ago
მინისტრთა კაბინეტმა ჯანდაცვის სამინისტროს 2016 წლის პრიორიტეტები განიხილა

საქართველოსთვის უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება

10 years ago

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“

10/01/2026

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია. სტუმრები უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

09/30/2026
როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“ 10/01/2026
  • საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია 09/30/2026
  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by