• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ნავთობკომპანიები ხელოვნურად გაზრდილი ფასების გამო ათობით მილიონი ლარით დაჯარიმდებიან

11 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
ნავთობკომპანიები ხელოვნურად გაზრდილი ფასების გამო ათობით მილიონი ლარით დაჯარიმდებიან
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

16_05_2013_12_11_12sawvavi_საქართველოში პირველად, კარტელური გარიგებისთვის ბიზნესი ჯარიმას გადაიხდის.  თავად ამ ფაქტის გარდა, უპრეცედენტოა ჯარიმის მოცულობაც, რომელიც ბიზნესკომპანიებს ეკისრება და ის რამდენიმე ათეულობით მილიონ ლარს შეადგენს. საუბარია საწვავის ბაზარზე, რომლის მოთამაშეებიც კარტელურ გარიგებასა და ფასების ხელოვნურ ზრდაში არიან მხილებულნი. კონკურენციის სააგენტომ პრაქტიკულად დაამთავრა საწვავის ბაზრის კვლევა და მივიდა დასკვნამდე, რომ ქართულ ბაზარზე მოქმედი ნავთობკომპანიები, 2009 წლიდან მოყოლებული, არღვევენ კონკურენციის შესახებ კანონის მე-7 მუხლს, ახდენენ ფასების ფიქსირებასა და შეთანხმებულ ქმედებას ახორციელებენ.

ამის გამო, ყველა ნავთობკომპანიას სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევს. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება, „კომერსანტის“ ინფორმაციით, უახლოეს დღეებში გაკეთდება.

დასახელებული მუხლის თანახმად,  აკრძალულია, ეკონომიკურ აგენტებს შორის დაიდოს ისეთი ხელშეკრულება, მიღებულ იქნეს ისეთი გადაწყვეტილება ან განხორციელდეს ისეთი შეთანხმებული ქმედება (შემდგომ – შეთანხმება), რომლის მიზანია ან რომლის შედეგია შესაბამის ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა ან/და აკრძალვა, მათ შორის შესყიდვის ან გაყიდვის ფასების ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა (ფიქსირება).

გასულ კვირას კონკურენციის სააგენტომ ოფიციალურად დაგვიდასტურა, რომ საწვავის ბაზრის კვლევის შედეგები უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება.

ექსპერტების შეფასებით, თუ სააგენტო კომპანიების დაჯარიმების გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს უკანასკნელნი, მართალია, გაასაჩივრებენ ამ დასკვნას და პროცესები სასამართლოში გადაინაცვლებს. თუმცა ბაზარზე ფასები, სავარაუდოდ,დაიწევს.

იმის მოლოდინი, რომ კონკურენციის სააგენტო საწვავის ფასების ხელოვნურად გაზრდის ფაქტს დაადასტურებს, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შექმნა. მან ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში განაცხადა, რომ საქართველოზე საწვავის მსოფლიო ფასების კლება არ აისახება. სწორედ ამ კონტექსტში ახსენა მან კონკურენციის სააგენტო:

“ვიცი, რომ საწვავის ფასები მოსახლეობას აწუხებს. ის, რომ მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასები იკლებს და ამის ასახვა არ ხდება საქართველოს ბაზარზე, აბსოლუტურად მიუღებელია. კონკურენციის სააგენტო მუშაობს საკითხზე. ძირეული შესწავლა უცებ ვერ მოხდება, მაგრამ გვაქვს პირველადი ანალიზი. ვისურვებდი, კიდევ უფრო მოხდეს საწვავის ფასის კლება. ჩემი ინფორმაციით, ასეც იქნება. ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს”-აცხადებდა ღარიბაშვილი.

წყარო: commersant.ge

ShareTweet

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

ვლადიმერ პუტინს რუსების გამრავლება უნდა

13 years ago
ქრთამის აღების ფაქტზე ნაძალადევის რაიონის გამგეობის საუბნო სამსახურის უფროსი დააკავეს

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დააკავა

9 years ago
ილია მეორე-ოჯახი ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულს უნდა ეფუძნებოდეს

დღეს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა

7 years ago
სახლში მომზადებული კბილის პასტა, რომელიც ყველა ძვირადღირებულ ბრენდს ჯობნის

სახლში მომზადებული კბილის პასტა, რომელიც ყველა ძვირადღირებულ ბრენდს ჯობნის

11 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by