• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, September 30, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“მიუღებელია სუვერენულ ქართულ მიწაზე გამყოფი ზოლის ყოველი ახალი მეტრი”

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
“მიუღებელია სუვერენულ ქართულ მიწაზე გამყოფი ზოლის ყოველი ახალი მეტრი”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

11704843_460000464168232_3221833232672646771_nსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გუშინ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ კიასტუტის იანკაუსკასს, ასევე საქართველოს ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაციის და “ბრითიშ პეტროლიუმ”-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა 10 ივლისს რუსული საჯარისო დანაყოფის მიერ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. “საზღვრის” აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟება იყო, რომლის შედეგადაც ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენის გარკვეული მონაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

მათივე განმარტებით, ქვეყნის პირველმა პირმა ღრმა შეშფოთება გამოხატა საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით.

“საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის და, ბუნებრივია, ჩემთვის, მიუღებელია სუვერენულ ქართულ მიწაზე გამყოფი ზოლის ყოველი ახალი მეტრი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი გამყოფი ხაზი გადის სტრატეგიული ობიექტების მახლობლად. მაგრამ, მინდა ყველას შევახსენო, რომ ურთულეს ვითრებაში, საქართველოს ყველა ხელისუფლება ახერხებდა, პარტნიორებთან ახლო კოორდინაციის გზით, დაეძლია ეს სირთულეები და ასე იქნება მომავალშიც. ჩვენი ქვეყნის ფუნქცია, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, რომელსაც ჩვენ ასე ეფექტიანად ვავითარებთ, არ დაკნინდება, არამედ მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ადგილზე შექმნილი ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნეს.

“განვიხილეთ რამდენიმე დღის წინ მიღებული ინფორმაცია, სოფელ ორჭოსანსა და წითელუბანის მიმდებარედ ახალი ე.წ. “საზღვრის” აღმნიშვნელი ბანერების განთავსებასთან დაკავშირებით. ჩვენ გავემგზავრეთ ადგილზე, რათა შეგვესწავლა იქ არსებული ვითარება და მოგვეპოვებინა ზუსტი ინფორმაცია. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პირდაპირი დანიშნულებაა, რომ დააკვირდეს და შეაგროვოს ადგილზე არსებული ზუსტი მონაცემები და აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულია ორი ახალი ე.წ. “საზღვრის” აღმნიშვნელი ბანერი – ერთი სოფელ ორჭოსანში სამხრეთით, სადაც ე.წ. “საზღვრის” აღმნიშვნელი ბანერი მოიხსნა, გაქრა აპრილში და ახალი ბანერი სოფელ წითელუბანთან სამხრეთით. ამჯერად ამ ნიშნებმა გადმოიწია მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ობიექტებთან კიდევ უფრო ახლოს. ჩვენი მხარის თანმიმდევრული პოზიციაა, რომ მავთულხლართების, ე.წ. “საზღვრის” აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟება, დაბრკოლებას უქმნის თავისუფალ გადაადგილებას და აუარესებს ადგილობრივი მოსახლეობის ნორმალურ არსებობას. ჩვენ საკითხის განხილვისათვის გვაქვს ისეთი საშუალებები, როგორიცაა ცხელი ხაზი, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები (IPRM), ჟენევის მოლაპარაკებები, სადაც მიმდინარე წლის დასაწყისში უკვე იყო საუბარი ე.წ. “საზღვრის” აღმნიშვნელი ბანერების მიერ გამოწვეული ზიანის, მავთულხლართებისა და ღობეების გავლების შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ეს მექანიზმები გამოყენებული იქნება და ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ამ პროცესს დაძაბულობის განმუხტვისათვის.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განაგრძობს აღნიშნული ტერიტორიის მონიტორინგს და ჩვენ ვრჩებით ადგილზე. მიღებული ინფორმაცია ყოველთვის გადაეცემათ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ბრიუსელში, რომლებიც მიწოდებულ მონაცემებს შესაბამისად გადაწყვეტილებათა მიღებისათვის იყენებენ “,- განაცხადა კიასტუტის იანკაუსკასმა.

შეხვედრას უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

2018 წელს საქართველოში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 8.7 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 9.8%-ით მეტია

გიორგი გახარია – 2020 წლისთვის ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან

6 years ago
კელი დეგნანი – აშშ გააგრძელებს ხმამაღალ საუბარს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას

კელი დეგნანი – აშშ გააგრძელებს ხმამაღალ საუბარს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას

6 years ago
საერთაშორისო კონფერენციაზე წყლის რესურსების ეფექტიან მართვაზე იმსჯელეს

საერთაშორისო კონფერენციაზე წყლის რესურსების ეფექტიან მართვაზე იმსჯელეს

8 years ago
ხაშურის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა

ხაშურის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა

8 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by