• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„საჭმლის მომზადებას ან დაგემოვნებას, საავადმყოფოში ყოფნა და კარგი ოპერაციის ყურება მირჩევნია“ – მაია სვანიძე

10 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, პერსონა
A A
„საჭმლის მომზადებას ან დაგემოვნებას, საავადმყოფოში ყოფნა და კარგი ოპერაციის ყურება მირჩევნია“ – მაია სვანიძე
17
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ბევრჯერ მისაუბრია ქალების სიძლირეზე და ბედნიერი ვარ, როდესაც გარშემო ამის კიდევ არაერთ მაგალითს ვხედავ. ძალიან ბევრ ქალბატონს აქვს ძლიერი ხასიათი, მაგრამ განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც ეს სიძლიერე საკუთარ პროფესიაშიც ვლინდება. ქალი სამზარეულოში, ქალი ხელოვნებაში, ქალი ბიზნესში, ქალი პოლიტიკაში და ქალი მედიცინაში. სიტყვა ქირურგი ჩემში ყოველთვის პატივისცემის განცდას აღძრავს, რადგან ვიცი, რომ ისინი ადამიანთა სიცოცხლის სადარაჯოზე დგანან და მისთვის დაუღალავად იბრძვიან. ჩემში ეს პროფესია აღფრთოვანებას იწვევს, რადგან ვიცი თუ რამდენი ძალა, ენერგია, დრო… ჭირდება, რომ ნამდვილ პროფესიონალად  ჩამოყალიბდე. ქირურგები სიკვდილისა და სიცოცხლის ბეწვის ხიდზე გადიან, თანაც ეს ყველაფერი აუღელვებლად, მშვიდი ნერვებით.

ჩემი დღევანდელი რესპონდენტი ყბა – სახის ქირურგი – მაია სვანიძეა. მასთან ურთიერთობისას მიხვდები თუ, როგორ უყვარს ადამიანები, რამდენად თბილია და როგორ ასხივებს დადებით ენერგიას. დამეთანხმებით, რომ პოზიტივი პაციენტის მკურნალობისას ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. „თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა მისი ცხოვრებით და მოღვაწეობით.

11722195_1617797585176518_1782654454986904643_o+

ქალბატონო მაია, მოგვიყევით თქვენი ბიოგრაფია მოკლედ?

– რაც დავიბადე მას შემდეგ, სახლიდან ყოველთვის დილის 9 საათზე გავდივარ.  ბაღი,  სკოლა და  შემდეგ უნივერსიტეტი, სადაც პირველივე წელს ჩავირიცხე. 11756506_1034785253220978_2101891089_nიმ დროს უნივერსიტეტის დამთავრებისას გვანაწილებდნენ და გავდიოდით 1 წლიან აუცილებელ სამუშაო პროგრამას – ინტერნატურას. ინტერნატურის გავლისას შენ უკვე ჩვეულებრივი ექიმი იყავი, საკუთარი ხელფასით. სწორედ ამ პერიოდიდან ითვლება ჩემი სამუშაო სტაჟი. ინტერნატურის შემდეგ  იყო 2 წლიანი ორდინატურა. აქედან მოყოლებული  სულ ქირურგიაში ვმუშაობ, სტაჟის წყვეტა არ მქონია.

რა ფაკულტეტი დაამთავრეთ და რამ განაპირობა თქვენი ამ პროფესიით დაინტერესება?

– დავამთავრე სტომატოლოგიური ფაკულტეტი, რომელსაც  ჰქონდა განხრა – ყბა-სახის ქირურგია. ჩემი ორდინატურაც მიზნობრივად, სწორედ ყბა-სახის ქირურგია იყო. გადაწყვეტილება, რომ ექიმი გამოვსულიყავი, თავიდანვე გააზრებული იყო. ახლა თავიდან, რომ მიწევდეს უნივერსიტეტში ჩაბარება, ისევ იგივეს გავაკეთებდი. ყოველთვის ძალიან მიყვარდა სირთულეების გადალახვა და მიზიდავდა ექსტრემალური სიტუაციები. ქირურგიაში ყოფნა კი რთულია, როგორც მამაკაცისათვის, ასევე ქალისთვის. ეს ყველაფერი ძნელია როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურადაც.

თქვენთვის რას ნიშნავს იყო ძლიერი ქალი?

– თუ შენი სამსახური გიყვარს ყველაფერს გაუძლებ. ისიც კი გსიამოვნებს, როდესაც გაგიჟებული პაციენტი მოდის და აწყნარებ. სახეზე მიღებული დაზიანებისას, ადამიანს ძალიან ბევრი სისხლი მოსდის და რაც მთავარია ამ დროს უცებ მახინჯდება სახე. სწორედ ამის გამო, ჩემი პაციენეტები ხშირად  ვარდებიან პანიკაში. 11741815_1034785246554312_1680959336_nმაგალითად გუშინ ერთ-ერთმა ჩემმა პაციენტმა მითხრა, რომ დაზიანების დროს კი არ წაუვიდა გული, არამედ მაშინ, როდესაც საკუთარი თავი სარკეში დაინახა. ამ გოგონას, როდესაც დახმარება აღმოვუჩინეთ და ყველაფერი დავამთავრეთ, ტირილი დაიწყო და ჩამეხუტა, რადგან სახეზე თითქმის აღარაფერი ეტყობოდა. შენს საქმეში  ჩადებული შრომა, ყოველთვის  უკან გიბრუნდება. ძალიან დიდი სიხარულია, როდესაც პაციენეტი გეხუტება და გულითად მადლობას გიხდის.

10958855_524624354344636_8746158103261198230_n

თქვენი აზრით, რა არის მთავარი იმისათვის, რომ ადამიანმა საკუთარ პროფესიაში წარმატებას მიაღწიოს?

– უპირველესყოვლისა უნდა გიყვარდეს საკუთარი პროფესია. შემდეგ უნდა გაინტერესებდეს ყველა ის სიახლე, რომელიც ამ პროფესიაში ხდება და რაც მთავარია ბევრს უნდა კითხულობდე. არასოდეს არ უნდა გეთაკილებოდეს კითხვის დასმა როდესაც რაიმე არ იცი. მე კითხვის დასმის არასოდეს არ მრცხვენია. თუ კითხვა არ გებადება და ერთ ადგილზე იყინები, ვერასოდეს წახვალ წინ.

თქვენ ორი შვილი გყავთ და ერთი შვილიშვილი – რა პრინციპით ზრდიდით შვილებს და რა შეიცვალა შვილიშვილის არსებობის შემდეგ?

 – პირველი შვილის გაჩენა ძალინ რთულ პერიოდს დაემთხვა. ჩემი უფროსი შვილი სკოლაში, რომ მიდიოდა, 11 საათზე უკვე სახლში იყო, მასწავლებლები თანხის არქონის გამო სკოლაში ვერ მიდიოდნენ. იყო უშუქობა, მახსოვს ერთი ოპერაცია ჩემი კათედრის გამგესთან ერთად,  მანქანის აკუმლატორზე გავაკეთეთ. სულ მეშინოდა ჩემი შვილი სადმე არ წასულიყო, რამე არ დამართვნოდა. არსებობს კიდევ მრავალი ნიუანსი, ამიტომ ჩემს უფროს შვილთან დამოკიდებულება სხვაგვარი, უფრო არამეგობრული იყო. ჩემს უმცროს შვილთან, გოგონასთან კი, რომელიც წელს აბარებს ეროვნულ გამოცდებს და აბიტურიენტია სხვაგვარი, თავისუფალი ურთიერთობა მაქვს.  ახლა დრო შეიცვალა. შვილი, როდესაც გეყოლება შენ არ უნდა დაუჯდე სამეცადინოდ, სკოლა უნდა ამზადებდეს ბავშვს იმ დონეზე, რომ მან დამოუკიდებლად შეძლოს გაკვეთილების მომზადება (რა თქმა უნდა, გარკვეულწილად დახმარება ყველას სჭირდება). თუ შენ იმის საშუალება გაქვს, რომ საკუთარ შვილს სრულფასოვანი განათლება მისცე, მისთვის  ძალიან კარგი მშობელი ხარ. რაც შეეხება ჩვენს პატარას, არ ვარ ისეთი ბებია, რომ ძალიან გავანებივრო. ამისათვის არც საკმარისი დრო მაქვს და თავადაც არ მიყვარს გატუტუცებული ბავშვები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სულ მცირე ასაკიდან ბავშვს დააკვირდე, რისი მონაცემი აქვს და რისკენ არის მისი გონებრივი შესაძლებლობები უფრო მეტად მიმრთული. ხშირად მშობლები ცდებიან და ბავშვს იმის გაკეთებას აიძულებენ, რაც არ შეუძლია და არ ეხერხება. საერთოდ არ არის სამარცხვინო, რომ გამოვიდეს ძალიან მაგარი ხელოსანი. მითუმეტეს, როდესაც ჩვენს ქვეყანაში, ყველგან პროფესიონალიზმის ნაკლებობაა. ვფიქრობ, რა პროფესიას აირჩევ ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ძლიერი პროფესიონალი იყო.

10659090_1469922949963983_2411865868718266837_o+

თქვენ მშვენივრად გამოიყურებით, ალბად ბევრია კომპლიმენტები თქვენს მიმართ, ქათინაური რომლის მოსმენაც ყველაზე მეტად გახარებთ?

– ასაკით პატარა, რომ ვიყავი ძალიან მსიამოვნებდა, როდესაც ქალბატონოთი მომმართავდნენ. ახლა კი პირიქით, მაშინ ვარ გახარებული, როდესაც პაციენტი სახელით მომმართვას. 11733487_1034785249887645_995749701_nზოგადად ექიმმა ძალიან ბევრი კომპლიმენტი შეიძლება მიიღოს, თუნდაც უბრალო ჩახუტება ან მადლობა. საოპერაციოში, როდესაც შედიხარ და პაციენტი გთხოვს, რომ ხელი ჩაკიდო სანამ არ დაიძინებს, ნიშნავს იმას, რომ პაციენტი შენ გენდობა, ეს კი უკვე კომპლიმენტზე მეტია.

რამდენად  რთული იყო ის გზა, რომელიც თქვენ გაიარეთ საკუთარ კარიერაში?

– ჩემი კარიერის მანძილზე, ძალიან ბევრ რაღაცაზე მწყდება გული. ძალიან ბევრჯერ შემეძლო, თანამდებობრივად  უფრო მაღალ საფეხურზე ავსულიყავი, თუმცა პირად ცხოვრებაში მქონდა გარკვეული წინააღმდეგობები, რამაც ხელი შემიშალა. შემდეგ ოჯახი, ორი შვილი, ამასაც რა თქმა უნდა, დრო დასჭირდა. დედა, როდესაც ხარ, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მაინც შენ გეკისრება. თუმცა არ ვწუწუნებ, რაც მაქვს იმით ძალიან კმაყოფილი ვარ.

10273321_1378484992441113_3683172703184848688_o

11758873_1034785263220977_672529603_nრიგორია მაია სვანიძე სამსახურის მიღმა, მეგობრებთან, ახლობელ ადამიანებთან?

 – ვარ ისეთი, როგორიც ვარ.  თუ გიყვარს ყველასათვის უნდა გასცე ეს სიყვარული, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს დროს და ადგილს.

ხართ თუ არა გურმანი და თავად თუ გიყვართ კერძების მომზადება?

– გურმანი არ ვარ, თითქმის არასდროს მაქვს იმის დრო, რომ წყნარად დავჯდე, რაიმე დავაგემოვნო და ისე მივირთვა. საჭმლის მომზადებას ან დაგემოვნებას, ყოველთვის საავადმყოფოში ყოფნა და კარგი ოპერაციის ყურება მირჩევნია. თუმცა ამბობენ, რომ თუ რამეს ვაკეთებ კარგი ხელი მაქვს.

რამდენად ხშირად გაქვთ თავისუფალი დრო და თუ გაქვთ რაიმე გატაცება, რასაც ამ დროს უთმობთ?

– ძალიან მიყვარს კითხვა და ამას ყოველთვის ვუთმობ თავისუფალ დროს. გააჩნია რა ხასიათზე ვარ, განწყობის მიხედვით ვარჩევ სასურველ წიგნს.

10001537_1469924049963873_5379190024848130809_n

შეგიძლიათ გაიხსენოთ ყველაზე რთული ან დასამახსოვრებელი  შემთხვევა, რომელიც საკუთარი კარიერის მანძილზე გადაგხდენიათ?

– ახალგაზრდა ბიჭს  სუიციდის მცდელობა  ჰქონდა და ჭრილობა სახეზე ცეცხსასროლი იარაღით მიიყენა. მე ასეთი ტრამვირებული სახე არც მანამდე და არც მას შემდეგ არ მინახავს. ამას უბრალოდ სიტყვებით ვერ აღწერ, თითქმის ნახევარი სახე არ ჰქონდა. მიუხედავად ბერვი საშიშროებისა ეს ბიჭი გადარჩა. 2-3 ოპერაცია გაიკეთა, შემდეგ საუბარი იყო პლასტიკაზეც, რომ ამ ოპერაციების კვალი დაეფარათ. სიმართლე გითხრათ დიდი ხანია მის შესახებ არაფერი მსმენია, არ ვიცი ეს ყველაფერი როგორ დამთავრდა.

ივანე გომართელი ამბობდა „თუ ავადმყოფსა და ექიმს შუა სიყვარული და თანაგრძნობა არ არის, ექიმობაც უქმია” – როგორი ურთიერთობა გაქვთ პაციენტებთან?

– აბსოლუტურად ვეთანხმები. პაციენტს თუ არ თანაუგრძნობ, ისე არაფერი გამოვა. არ აქვს მნიშვნელობა იმ დროს როგორი დამოკიდებულება აქვს შენს მიმართ. ხშირად არის, რომ პაციენტი აგრესიულია, მაგრამ ჩვენ მის მდგომარეობაში უნდა შევიდეთ, რადგან ის იმ დროს განერვიულებულია. ყველაფერი, როდესაც მორჩება შეიძლება მან უამრავი ბოდიში მოგიხადოს.

11754713_1617798321843111_683667750653885402_o (1)+

რას ურჩევდით ადამიანებს, როგორ უნდა გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას?

– არ შეიძლება არაფრის იგნორირება.11751147_1034785239887646_972767381_n რაიმე, როდესაც გაწუხებს ჯობია, რომ ექიმს თავიდანვე მიმართო. თავიდანვე უნდა გაიგო რა გაწუხებს და უმკურნალო. წელიწადში ორჯერ მაინც უნდა იარო გამოკვლევებზე. შორს წასული ფორმა შემდეგ უკვე ძნელი სამკურნალოა, ერთი დაავადება გადაებმება მეორეს და ა.შ. ამიტომ საჭიროა პრობლემა თავშივე აღმოიფხვრას.

რა არის თვქნი სამომავლო გეგმები, რის გაკეთებას აპირებთ უახლოეს მომავალში?

– ახლა ჩემი ძირითადი გეგმები ჩემს ქალიშვილს უკავშირდება, რადგან, როგორც ავღნიშნე ის აბიტურიენტია და სამედიცინოზე აბარებს. 11759683_1034785259887644_934598039_nვფიქორობ რა შეიძლება მოვახერხო, რომ იმ განხრაში, რომელსაც აირჩევს უფრო მეტი რამ გაკეთდეს. რაც შეეხება ჩემს პროფესიას, ვაგრძელებ მოღვაწეობას და მზად ვარ ყველას დავეხმარო, ვისაც ეს დასჭირდება.

ესაუბრა

ანო მუქათარიძე

10847098_10204251537627093_1033009644_n

 

 

fb-share-icon
Tweet
Share7Tweet4

ახალი ამბები

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ახალი ამბები

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

12/04/2025
„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს
ახალი ამბები

„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს

12/04/2025
„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025
მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა
ახალი ამბები

მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა

12/02/2025
ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში
ახალი ამბები

ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში

12/02/2025
საჯარო სკოლებში,1-ელიდან  მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება
ახალი ამბები

საჯარო სკოლებში,1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება

12/02/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In