• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს”: „ ვლადიმერ ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან სრულად არ უნდა გათავისუფლებულიყო“

13 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

 “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” განცხადებით, ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან სრულად არ უნდა გათავისუფლებულიყო.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბედუკაძის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილსა და ვლადიმერ ბედუკაძეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება “განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ”.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” გაერო-ს კონვენციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ დაუშვებელია უმაღლესი თანამდებობის პირის ან სახელმწიფო ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტი გახდეს წამების გამართლების საფუძველი.

“2013 წლის 14 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ბრალდებულ ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლების შესახებ, რასაც საფუძვლად დაედო საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშივილსა და ვლადიმერ ბედუკაძეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება “განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ”. ვლადიმერ ბედუკაძეს, რომელმაც გასული წლის სექტემბრის თვეში ციხეებში წამებისა და არაადამიანური მოპყობის ამსახველი კადრები გაავრცელა, ბრალად ედებოდა წამება და არაადამიანური მოპყრობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდესის 218-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მთავარ პროკურორს უფლება აქვს, განსაკუთრებულ შემთხვევაში სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ბრალდებულის პასუხისმგებლობისაგან ან სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების თაობაზე. განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დადებისას საქართველოს მთავარმა პროკურორმა უნდა გაითვალისწინოს საჯარო ინტერესი, ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე და ბრალეულობის ხარისხი. აღნიშნული გარემოებები ბედუკაძის შემთხვევაში, შესაძლოა, არასათანდოდ ყოფილიყო შეფასებული”, – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ვლადიმერ ბედუკაძეს ბრალად ედებოდა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით ერთ ერთი ყველაზე მძიმე დანაშაულად აღიარებული ქმედება. მათივე განმარტებით, გაეროს კონვენციის – “წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ” – მეორე მუხლი ნათლად კრძალავას წამების ნებისმიერი ფორმით გამართლებას.

გარდა ამისა, კონვენციის მეორე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით დაუშვებელია უმაღლესი თანამდებობის პირის ან სახელმწიფო ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტი გახდეს წამების გამართლების საფუძველი.

გაეროს კონვენციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თითოეულმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს წამების დანაშაულის დასჯა შესაბამისი სასჯელის გამოყენებით.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებით, ვლადიმერ ბედუკაძე სასამართლოს საბოლოო განაჩენის გარეშე, ფორმალური გაგებით, ვერ ჩაითვლება დამნაშავედ.

“მას ბრალად უმძიმესი დანაშაული ედებოდა და მისი მონაწილეობა ამ დანაშაულის ჩადენაში არც მთავარ პროკურორს და არც ბედუკაძეს არ უარყვია. უფრო მეტიც, გავრცელებული ინფორმაციით, ბედუკაძემ აღიარა დანაშაულის ჩადენა.

19.06.13

Tags: "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს": „ ვლადიმერ ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან სრულად არ უნდა გათავისუფლებულიყო“
ShareTweet

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა
ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026
ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა
ახალი ამბები

ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა

10/01/2026
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“

საინტერესო

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

13 years ago
მამუკა ხაზარაძე: “კატეგორიული წინააღმდეგი ვარ იმ ტონისა და შეურაცხყოფისა, რომლითაც მე მომმართავენ”

მამუკა ხაზარაძე: “კატეგორიული წინააღმდეგი ვარ იმ ტონისა და შეურაცხყოფისა, რომლითაც მე მომმართავენ”

13 years ago
კახა კალაძე – თბილისს ზაფხულისთვის 3D რუკა ექნება

კახა კალაძე – თბილისს ზაფხულისთვის 3D რუკა ექნება

8 years ago
„ხელისუფლება ჩვენს მოგუდვას ფერებ-ფერებით ცდილობს“ – ზაალ უდუმაშვილი

„არც ერთი პოლიციელი არ ჩარეულა საქმეში“ – ზაალ უდუმაშვილი

10 years ago

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო, ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს: " სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს...

მეტის ნახვაDetails
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026
  • მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by