• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, July 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მამუკა ხაზარაძე: “პროექტის ჯამური ღირებულება აჭარბებს 100 მილიონ ლარს და 2 წელიწადში დასრულდება”

11 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
მამუკა ხაზარაძე: “პროექტის ჯამური ღირებულება აჭარბებს 100 მილიონ ლარს და 2 წელიწადში დასრულდება”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

xazaradze-cr-739x428“თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ბაკურიანის პროექტი არის ყველაზე მასშტაბური ბოლო 20 წლის ქართულ სინამდვილეში, სადაც სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთობლივად იწყებს პროექტს.

ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს სასტუმრო “რედისონში” განუცხადა, სადაც საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ “სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს”, ასევე ეკონომიკის სამინისტროს შპს “მთის კურორტების განვითარების კომპანიას” და “თიბისი ჯგუფის” კომპანია “ჯიარდისი ჰოლდინგში” შემავალ შპს “ახალ მიტარბს” შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მისი თქმით, პროექტის ჯამური ღირებულება აჭარბებს 100 მილიონ ლარს და 2 წელიწადში დასრულდება.

“სამუშაოები უკვე დასრულებულია. წლის ბოლომდე იქნება დაყენებული საბაგირო გზები, არქიტექტურის პირველი მონახაზები უკვე გაკეთებულია, მუშაობენ უცხოელი სპეციალისტები მთის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და ეს იქნება პრინციპულად ახალი სიტყვა ქართული ტურიზმის განვითარებაში. ეს იქნება ყველაზე მაღალ სტანდარტზე დაფუძნებული კონცეფცია, ისეთი, როგორიც ჩვენ გვინახავს საფრანგეთის ალპებში, შვეიცარიაში, იტალიაში და ავსტრიაში, წამყვან სამთო-სათხილამურო ქვეყნების კურორტებში. აქ გაკონტროლდება არ მხოლოდ გენგეგმა, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია რა მასალით აშენდება”, – განაცხადა ხაზარაძემ.
რაც შეეხება იმას, როგორ მოხდება ამ კურორტის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ, ხაზარაძემ განაცხადა, რომ ბევრ ტრადიციულ და ასევე, არატრადიციულ მეთოდს გამოიყენებენ.

“ერთ-ერთ მაგალითს გეტყვით, თქვენ იცით, რომ თუნდაც “მიტარბი” და “ბორჯომი” მსოფლიოს 40 ქვეყანაში იყიდება. ეს ნიშნავს, რომ 40 ქვეყნის მომხმარებელთან საქართველოს აქვს კონტაქტი ერთი პროდუქტის ხაზით. 15 წლის წინ, ჩვენ “ბორჯომის” ბოთლს ვაბამდით ჩვენს სარეკლამო მასალას და ყველა კითხულობდა რა იყო აქ. ეს ერთ-ერთი ძალიან მარტივი მაგალითი გითხარით. გავრცელდება ინფორმაცია დავუკავშირდებით ყველა პოტენციურ ქვეყნებს, რომ სანამ დამთავრდება პროექტი, მანამდე იყოს მარკეტინგული სამუშაოები ჩატარებული”, -განაცხადა ხაზარაძემ.

ბაკურიანში ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-განვითარება იწყება. ამის შესახებ სასტუმრო “რედისონში” თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ “სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს,”საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსშპს “მთის კურორტების განვითარების კომპანიასა” და”ჯიარდისიჰოლდინგში” შემავალ შპს “ახალ მიტარბს” შორის.

მემორანდუმს საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწერა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, აგრეთვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე სისაურმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “მთის კურორტების განვითარების კომპანიის” დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა და შპს “ახალი მიტარბის” გენერალურმა დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა.
მემორანდუმი ბაკურიანის და მიტარბის ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და განვითარებასითვალისწინებს. კერძოდ, დაინერგება ოთხ-სეზონური მთის კურორტის კონცეფცია, რაც ხელს შეუწყობს მთის ტურიზმის შემდგომ პოპულარიზაციასსაქართველოში.

ბაკურიანში, “კოხტას მთაზე” მოხდება ახალი საბაგიროს დამონტაჟება შუალედური სადგურით, რომლის მშენებლობაც 2015 წლის ბოლოსდასრულდება. მის მიმდებარე ტერიტორიაზე კი აშენდება 500 საწოლზე გათვლილი ტურისტული ინფრასტრუქტურა – სასტუმროები, სასტუმროს ტიპის აპარტამენტები (აპარტოტელები), კოტეჯები, კვებისა და გასართობი ობიექტები.

მიტარბში, “კოხტა 2-ის” სახელით ცნობილ მთაზე დამონტაჟდება ორი საბაგირო და კოხტასთანდამკავშირებელისაფეხმავლოსაბაგირო, ე.წბიგელი,რომლის მშენებლობაც 2016 წლის ბოლოს დასრულდება, მიმდებარე ტერიტორიაზე კი აშენდება 300 საწოლზე გათვლილი ტურისტული ინფრასტრუქტურა.
პროექტი ხორციელდება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის უპრეცენდენტო პარტნიორობის ფორმატში და მისი მიზანია რეგიონში მთის ტურიზმის განვითარება და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნა, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და ადგილობრივი მცირე ბიზნესის ხელშეწყობას.

კოხტასა დამიტარბის საბაგიროების მშენებლობის პროექტს საქართველოს მთავრობა 48 მილიონი ლარით დააფინანსებს, “საქართველოს რეკონსტრუქციის და განვითარების კომპანია”კი 70 მილიონი ლარს ინვესტიციას განახორციელებს უძრავი ქონების ნაწილში, რაც სამთო ტურიზმის აღორძინების კუთხით ერთ-ერთი მსხვილი ინვესტიცია იქნება საქართველოში.

საბაგიროების მშენებლობას განახორციელებს სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ავსტრიული კომპანია – “დოპელმაიერი”. პროექტის განხორციელება დაიწყება მემორანდუმის გაფორმებისთანავე.

Share2Tweet1

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

ჯაბა სამუშია სევდია უგრეხელიძეს პასუხობს

12 years ago
ახალციხეში სამშენებლო მასალების საწარმო გაიხსნა

ახალციხეში სამშენებლო მასალების საწარმო გაიხსნა

7 years ago
მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ შეგიძლიათ ახლობლებს ჩაეხუტოთ – პაატა იმნაძე

მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ შეგიძლიათ ახლობლებს ჩაეხუტოთ – პაატა იმნაძე

5 years ago
შსს-მ ონში დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია 1 პირი

შსს-მ პოლიციელებზე თავდასხმისთვის ძებნილი პირი დააკავა

8 years ago

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები...

მეტის ნახვაDetails
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by