• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, September 30, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ჩვენი ჯარით და მისი მზადყოფნით ყველა აღფრთოვანებულია”

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamed (1)საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა საქართველოში დისლოცირებულ სამხედრო ბაზებზე ტური იმერეთის რეგიონში სტუმრობით გააგრძელა. თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ კოპიტნარში, საჰაერო თავდაცვის ბრიგადის ქვედანაყოფი მოინახულეს. თინათინ ხიდაშელმა ტელერეპორტიორებთან ერთად სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ბაზის შეიარაღებას გაეცნო.

კოპიტნარში ვიზიტის შემდეგ თავდაცვის მინისტრი დასავლეთ სარდლობის მეთაურ პოლკოვნიკ მიხეილ სადუნიშვილთან ერთად III ქვეით ბრიგადას ესტუმრა. ქუთაისის ბაზაზე თინათინ ხიდაშელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრებს შეხვდა, შემდეგ კი დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ინფრასტრუქტურის დათვალიერების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა სიმონეთის პოლიგონზე გადაინაცვლეს, სადაც ჟურნალისტებთან ერთად ტანკსაწინააღმდეგო სწავლებას დააკვირდნენ. საბრძოლო სროლების დასრულებისთანავე სტუმრებისთვის ოცეულის დონის ტაქტიკური სწავლება „კონტაქტზე რეაგირება“ მოეწყო.

„ეს სწავლება სპეციალურად ჟურნალისტებისთვის დაიგეგმა, რათა გენახათ თუ რა ტიპის სწავლებებში არიან ჩართული ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები რეგულარულად. ვფიქრობ, რომ საინტერესო იყო.  ჩვენი ჯარისკაცების მზადყოფნის დონე  პირველ რიგში ასეთი სწავლებებით მოწმდება. ისინი ბუნებრივია იღებენ შენიშვნებს არსებობის შემთხვევაში და უფრო აუმჯობესებენ საკუთარ ტექნიკას.   ჩვენი ჯარით და მისი მზადყოფნით ყველა აღფრთოვანებულია. ორიგინალურები არ ვიქნებით თუ ვიტყვით, რომ ამ ბიჭებს ერთადერთი რაც აკლიათ არის სრულყოფილი ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური ხელშეწყობა, რათა მათი შესაძლებლობა იყოს მაქსიმალურად რეალიზებული იმ თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით, რასაც 21-ე საუკუნე გვთავაზობს“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრმა III ქვეით ბრიგადაში არსებული  მდგომარეობაც შეაფასა. მისი განცხადებით, პრობლემები მრავალი წლის განმავლობაში დაგროვდა და მათ მოსაგვარებლად ფინანსური რესურსია საჭირო. „კოპიტნარში ნამდვილად ძალიან მძიმე ვითარებაა. სამწუხაროდ სხვა ბაზებზეც  ანალოგიური, ან უფრო ცუდი სიტუაცია შეიძლება ნახოთ. დღეს ქუთაისის III ბრიგადაში ვიყავით და სამზარეულოს კვების ბლოკში კატასტროფული მდგომარეობაა. პირველ რიგში, სწორედ, მათ უნდა დავეხმაროთ და  ინფრასტრუქტურა გავაუმჯობესოთ“, – აღნიშნა მინისტრმა.

თინათინ ხიდაშელმა ყურადღება საჰაერო თავდაცვაში არსებულ მდგომარეობასა და პერსპექტივებზეც გაამახვილა: „ხელშეკრულება ხელმოწერილია და დღეს  მთავრობის სხდომაზე ფინანსური ნაწილიც დამტკიცდა. შესაბამისად, გეგმით როგორც იყო გათვალისწინებული, დავიწყებთ შესყიდვებს და პირველ ეტაპზე  შესაბამისი კონტინგენტს ტრენინგებზე გავგზავნით. ასევე, ფრანგები ჩამოვლენ საქართველოში ჩვენი სამხედროების მოსამზადებლად. თანდათანობით გავაუმჯობესებთ სხვაობას ძველი ხელშეკრულებების ვერსიებსა და იმას შორის, რასაც ხელი მოეწერა. მთავარია ჩვენი ამოცანა შევცვალეთ და თავდაცვის სამინისტროს დღევანდელმა ხელმძღვანელობამ გენერალურ შტაბთან ერთად დავისახეთ, მათთან კონსულტაციით და მათი რჩევით, რომ ერთი სეგმენტი  მთლიანად დაგვესრულებინა.“

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის კუთხით შეძენილი ტექნიკის  საქართველოში ჩამოტანის შემდეგ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება: „ერთი სეგმენტი, ანუ საჰაერო თავდაცვა, იქნება მთლიანად შევსებული – ჩვენ დავინახავთ ყველაფერს, ხედვა გვექნება 100%-იანი და ასევე, წინააღმდეგობის გაწევის პირველადი ეტაპი გვექნება სრულყოფილი. დანარჩენი კი  შემდგომი მოლაპარაკებებისა და ფინანსური შესაძლებლობების საქმეა“.

დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფში თავდაცვის მინისტრისა და ჟურნალისტების ვიზიტი ქუთაისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სტუმრობით დასრულდა. ლიცეუმის კლუბში გაიმართა ლექცია თემაზე „სამოქალაქო თავდაცვა და სამხედრო განათლება“. დისკუსიას თავდაცვის მინისტრის, გენერალური შტაბის უფროსისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად  მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე და  გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი უნივერსიტეტების, რესურსცენტრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ხვალ თინათინ ხიდაშელი საჩხერის სამთო მომზადების სკოლას ეწვევა.

 

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

მარინა ეზუგბაია – კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

მარინა ეზუგბაია – კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

7 years ago
“გვაქვს უზარმაზარი ინტელექტუალური პოტენციალი ქვეყნის მიღმა”

“გვაქვს უზარმაზარი ინტელექტუალური პოტენციალი ქვეყნის მიღმა”

11 years ago
სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 350-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

პირველი ნოემბრიდან ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის ახალი რეგულაციები ამოქმედდება

8 years ago
CNN: სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაზრდილია

CNN: სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაზრდილია

9 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by