რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას ტელეგრამა გაუგზავნა, სადაც ის ობამას დაბადების დღეს ულოცავს. აღიშნულ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერი დიმიტრი პესკოვი ავრცელებს.
“მისალოცი ტელეგრამა აშშ-ის პრეზიდენტს გაეგზავნა. დროში სხვაობის გათვალისწინებით, ის ალბათ გზაშია”, – განაცხადა პესკოვმა და, ასევე, აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი, რუსეთის პრეზიდენტის გრაფიკში არ არის ჩანიშნული.






