საბერძნეთმა საერთაშორისო კრედიტორებთან ახალ მრავალმილიარდიან ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია. BBC – ის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას საბერძნეთის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. “შეთანხმება მიღწეულია. ახლა დეტალებზე მიმდინარეობს მსჯელობა”, – განაცხადეს უწყებაში. აღნიშნული შეთანხმების შედეგად ათენი ევროზონიდან გასვლას და გაკოტრებას თავიდან აიცილებს. მოლაპარაკებები საბერძნეთსა და საერთაშორისო კრედიტორებს შორის ათენში გვიან ღამემდე გაგრძელდა.