• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“საქართველოს პროგრესი რეფორმების გზაზე აშკარაა და ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა ამ გზის ერთგულია”

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

24755_cover_bსაქართველოს პროგრესი რეფორმების გზაზე აშკარაა და ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა ამ გზის ერთგულია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ალიანსის გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოებაში და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა. იენს სტოლტენბერგის თქმით, ერთობლივი სასწავლო ცენტრის გახსნა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც აამაღლებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობას და გააძლიერებს ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას. „არსებით პაკეტს ხელშესახები შედეგები მოაქვს. ჩვენ ჩავატარეთ გაერთიანებული წვრთნები. ნატო-ს მოკავშირე ქვეყნები, თავდაცვის მინისტრების დონეზე, აქტიურად მუშაობენ. ჩვენ ვხედავთ მეტად საქართველოს ნატოში და ნატო-ს – საქართველოში. ყველა ვალდებულება, რომელიც ერთად ავიღეთ, ჯეროვნად მიიწევს წინ. ყველა ეს მცდელობა ეხმარება საქართველოს ნატო-ს წევრობასთან დაახლოებაში. საქართველოს გააჩნია ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რათა წინ იმოძრაოს წევრობის გზაზე და თქვენ ამ ინსტრუმენტებს ეფექტურად იყენებთ. ევროატლანტიკური ინტეგრაცია მარტივი გზა არ არის, მას სჭირდება დრო, ძალისხმევა, რეალური ცვლილებების განხორციელება და საქართველოს მთავრობა ერთგულია ამ მიმართულებისა. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით თქვენს რეფორმებს და ხაზს ვუსვამ თქვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს. ნატო-ს საქართველოს იმედი აქვს და საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს ნატო-ს იმედი“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა და აღნიშნა, რომ ნატო, რეფორმების გზაზე, საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს. საქართველოში სტუმრობისთვის ნატო-ს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს უელსის სამიტზე მიღებული არსებით ღონისძიებათა პაკეტის შეუფერხებლად განხორციელებას და აღნიშნეს, რომ ამის ნათელი დადასტურებაა ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ნატო-ს გენერალური მდივანი დღეს გახსნიან. „მინდა აღვნიშნო, რომ სასწავლო ცენტრის საქმიანობა არანაირად არ იქნება მიმართული რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ, მეტიც, იგი იდგება რეგიონალური უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცების სამსახურში. ცენტრი თავისი შინაარსითა და ფუნქციით ხელს შეუწყობს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებას, მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ჯარისკაცების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. საუბარი ასევე შეეხო ვარშავის სამიტის სამზადისს და რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გენერალურ მდივანს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და საქართველოს მიერ გადადგმული ცალმხრივი პრაგმატული, კონსტრუქციული ნაბიჯების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. პრემიერთან შეხვედრისას გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი და მაღალი შეფასება მისცა ავღანეთში, ნატო-ს მისიებში მონაწილე ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

ზელენსკი შეშფოთებულია |  მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე უკრაინა განმარტებას ითხოვს

სულ ვაბრუნებ მოქალაქეებს უკრაინაში… ეს სააკაშვილსაც ეხება – ზელენსკი

5 years ago
რწმენა თუ სამხედრო სამსახური – “გირჩის” დილემა – გვატყუებენ?!

რწმენა თუ სამხედრო სამსახური – “გირჩის” დილემა – გვატყუებენ?!

9 years ago

Associated Press: “უცხორი ანგარიშების კონტროლის კანონი რუსულ ბანკებს დიდ პრობლემებს შეუქმნის”

12 years ago
იტალიელმა ცოლთან კამათის შემდეგ 450 კილომეტრი ფეხით გაიარა

იტალიელმა ცოლთან კამათის შემდეგ 450 კილომეტრი ფეხით გაიარა

6 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by