თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დროებითი მთავრობა ჩამოაყალიბა. BBC-ის ცნობით, მათ შორის ორი პოლიტიკოსი ქურთების მხარდამჭერი პარტიიდანაა.
დროებით მთავრობას აჰმედ დავუთოღლუ ჩაუდგება სათავეში, მანამ, ვიდრე ნოემბერში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება.
ვადამდელი საპრეზიდენტო არჩენების დანიშვნის შესახებ ერდოღანმა გასულ კვირას განაცხადა, ვინაიდან პრემიერ-მინისტრმა, აჰმედ დავუთოღლუმ კოალიციური მთავრობა ვერ ჩამოაყალიბა.
ივნისში ჩატარებული არჩევნების შედეგად დავუთოღლუს მმართველმა პარტიამ უმრავლესობა ვეღარ მოიპოვა. თუმცა, არჩევნები განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა ქურთების მხარდამჭერი პარტიისთვის.
კოალიციური მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით კი მოლაპარაკებები მთავარ ოპოზიციურ პარტიებთან მარცხით დასრულდა. როგორც მოსალოდნელია, ვადამდელი არჩევნები 1 ნოემბერს გაიმართება.