საქართველოს პრემიერმინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრად გიორგი კვირიკაშვილი წარადგინა. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილი ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა.
„დიდი პატივია საქართველოს უცხოეთში წარმოვადგენდე. მაქსიმალურად შევეცდები, რომ ჩვენი ქვეყანა საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ ერთობლივად. პოლიტიკური დღის წესრიგი, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია იქნება უმთავრესი პრიორიტეტი. როგორც თქვენ ბრძანეთ, განსაკუთრებული აქცენტი ეკონომიკურ ურთიერთობებზე გაკეთდება, რათა ის ბრწყინვალე პოლიტიკური ურთიერთობები, რომელიც საქართველოს დასავლეთის ქვეყნებთან გააჩნია, ტრანსფორმირებული იქნას ასეთივე დონის ეკონიმიკურ ურთიერთობებში,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.