• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 24, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ქეი-ეს-ბი ბანკმა BSTDB-სთან 5 მილიონი დოლარის საკრედიტო ხელშეკრულება გააფორმა

11 years ago
in ეკონომიკა
A A
ქეი-ეს-ბი ბანკმა BSTDB-სთან 5 მილიონი დოლარის  საკრედიტო ხელშეკრულება გააფორმა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

photo350x272შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკსა (BSTDB) და ქეი-ეს-ბი ბანკს შორის ხელი მოეწერა საკრედიტო ხელშეკრულებას. BSTDB-მ ქეი-ეს-ბი ბანკისთვის 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი გამოყო.

როგორც “თბილისი თაიმსს” ბანკიდან აცნობეს, მოზიდული რესურსით  ქეი-ეს-ბი ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსირების გაფართოებას გეგმავს, რაც საბოლოო ჯამში, ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების წარმოქმნასა და ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

„შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB)  ძლიერი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტია, რომელთანაც ქეი-ეს-ბი ბანკი წარმატებით თანამშრომლობს შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში. მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებისთვის ხელშეკრულების გაფორმება ურთიერთობის ახალი ეტაპია, რომელიც ამ სეგმენტის დაფინანსებაში პოზიციის გაფართოების საშუალებას მოგვცემს. მოხარულები ვართ, რომ მივაღწიეთ ამ შეთანხმებას და იმედი გვაქვს, რომ მომავალში ჩვენ შორის საქმიანი ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება,“ – აცხადებს ქეი-ეს-ბი ბანკის გენერალური დირექტორი – თეა ლორთქიფანიძე.

„მოხარულები ვართ, რომ  BSTDB-სა და ქეი-ეს-ბი ბანკს შორის წარმატებით გრძელდება საქმიანი ურთიერთობა, რომელსაც საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა.  ეკონომიკის საკვანძო ბიზნესსეგმენტის –  მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა და განვითარება BSTDB-ის სტრატეგიული პრიორიტეტია.  დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორობა ხელს შეუწყობს KSB ბანკს გაზარდოს დაფინანსების ხელმისაწვდომობა სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და მომსახურების სფეროსთან დაკავშირებული ბიზნესისათვის და განავითაროს საქართველოს სავაჭრო ოპერაციები შავი ზღვის რეგიონში“ – განმარტავს BSTDB.

ცნობისთვის, ქეი-ეს-ბი ბანკი 16 წელია, რაც ქართულ საბანკო ბაზარზე წარმატებით ოპერირებს და აქტიურად უწყობს ხელს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. იგი შედის მძლავრ არაბულ საინვესტიციო კომპანია „დაბი ჯგუფში“, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე მრავალპროფილურ ბიზნესს ფლობს: ტურიზმის ინდუსტრია, უძრავი ქონება, დეველოპმენტი, წარმოება, საბნაკო და ფინანსური მომსახურება, საზღვაო ჭაბურღილები და ა.შ. „დაბი ჯგუფის“ სიძლიერე მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქეი-ეს-ბი ბანკის სტაბილურად წარმატებულ და მუმდმივად განვითარებად საქმიანობას ქართულ ბაზარზე.

შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი შავი ზღვის რეგიონის 11 ქვეყნის მიერ არის დაარსებული და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონში ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებას.  BSTDB-ის ძირითადი საქმიანობა წევრ ქვეყნებს შორის სავაჭრო, ფინანსური, ინფრასტრუქტურული და მჭიდრო ეკონომიკური კავშირების განვითარებაა. BSTDB თავის წევრებს სთავაზობს სესხებს, საკრედიტო ხაზს,  საბანკო გარანტიებსა და სავაჭრო ოპერაციების დაფინანსებას როგორც საჯარო, ასევე – კერძო სექტორში. ამ დროისათვის BSTDB-ს 3.45 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტები აქვს განხორციელებული. BSTDB-ის Standard and Poor-ის “A-” და Moody-ს “A3” შეფასება აქვს.

ShareTweet

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

“ძლიერთა თამაშებიდან” ქართველი სამხედროები ოქროს მედლებით დაბრუნდნენ

8 years ago
ხუთი ეკლესია თბილისში, რომელიც ერთხელ მაინც უნდა ნახო

ხუთი ეკლესია თბილისში, რომელიც ერთხელ მაინც უნდა ნახო

5 years ago
სამხარაულმა მოითხოვა ილიაუნის მთავარი კორპუსის დანგრევა- მშობელი

სამხარაულმა მოითხოვა ილიაუნის მთავარი კორპუსის დანგრევა- მშობელი

3 years ago
„გონებიდან არ ამომდის… პატარა ხელებით ეფერებოდა და კოცნიდა ხელზე” – შოვში დაღუპული პატარა ანასტასიას ცხედარიც იდენტიფიცირებულია

„გონებიდან არ ამომდის… პატარა ხელებით ეფერებოდა და კოცნიდა ხელზე” – შოვში დაღუპული პატარა ანასტასიას ცხედარიც იდენტიფიცირებულია

3 years ago

ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა
ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა

05/23/2026

მომღერალმა ჯესი ჯეიმ განაცხადა, რომ კიბო დაამარცხა.  38 წლის მომღერალმა ეს ამბავი Instagram-ზე გააზიარა მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში ყოველწლიურ შემოწმებაზე...

Read moreDetails
ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

05/23/2026
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა 05/23/2026
  • ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა 05/23/2026
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა 05/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by