• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, October 20, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა შესაძლოა გართულდეს

13 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, მსოფლიო
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ამერიკის ეროვნული უშიშროების სააგენტოს კონტრაქტორი ედუარდ სნოუდენი ჰონგ კონგიდან მოსკოვის აეროპორტ შერემეტევოში ჩაფრინდა.  შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა სნოუდენზე ძებნა გამოაცხადა და მას პასპორტი გაუუქმა.  სნოუდენი კვირას მოსკოვში რუსეთის ვიზის გარეშე ჩაფრინდა, რის გამოც მას ქვეყანაში შესვლის უფლება არ აქვს და ღამის გათენება აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე სასტუმროში მოუწია.  მოსკოვიდან სნოუდენი სავარაუდოდ კუბაში გაფრინდება.

ამერიკის ხმის კორესპონდენტი მოსკოვში ჯეიმს ბრუკი სნოუდენის მგზავრობის სავარაუდო გეგმებზე შემდეგს აცხადებს:

„რამდენადაც ჩვენ ვიცით, ის შეიძლება  ვენესუელაში ან ეკვადორში გაფრინდეს.  მგზავრობის ორგანიზებაში მას დახმარება ვიკილიქსის თანამშრომლებმა გაუწიეს.  მოგეხსენებათ, ჯულიან ასანჟი ლონდონში, ეკვადორის საელჩოში უკვე რამდენიმე თვეა იმყოფება.  შერემეტევოს აეროპორტში სნოუდენის ჩასვლის შემდეგ რუსეთში ეკვადორის ელჩის მანქანით მივიდა, თუმცა მოგვიანებით მანქანამ აეროპორტის ტერიტორია სნოუდენის გარეშე დატოვა.“

სნოუდენის რუსეთში ჩასვლა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობას კიდევ უფრო ართულებს.  მიუხედავად იმისა, რომ სირიის საკითხზე რუსეთი და ამერიკა საწინააღმდეგო პოზიციებს ინარჩუნებენ,  საერთაშორისო და ორმხრივ საკითხებში ისინი პარტნიორებად რჩებიან.  მათ შორის ურთიერთობის გამოსწორების იმედი ბოსტონის მარათონის ამფეთქებელი წარმოშობით ჩეჩენი ძმები ცარნაევების საქმის გამოძიების შემდეგ გაჩნდა.  მაშინ რუსეთმა ამერიკელ გამომძიებლებს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია.  სნოუდენის საქმემ კი ეს იმედი კვლავ გააქრო:

„რუსეთში მოვლენების ასეთი განვითარება ძალიან მოსწონთ.  აეროპორტში უამრავი  ჟურნალისტი იყო.  სნოუდენის საქმე მოსკოვს იმის საშუალებას აძლევს, რომ განაცხადოს, რომ ამერიკა ცუდი ქვეყანაა, სადაც მთავრობა ადამიანებს უთვალთვალებს.  ეს ამერიკას უარყოფით იმიჯს უქმნის. რუსეთის მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოსახლეობას დაანახოს ის, რომ ძლევამოსილმა ამერიკამ ერთი ადამიანის დაკავება ვერ შეძლო.“

რუსეთის მოსახლეობაში გამოიკვეთება მოსაზრება, რომ მათი ქვეყანა, რომელიც ერთ დროს ზე-სახელმწიფო იყო, ძველ სტატუსს უბრუნდება – ან ყოველ შემთხვევაში რეგიონალური ძალის სტატუსს მაინც ნამდვილად ინარჩუნებს.  უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე რუსეთი საერთაშორისო მასშტაბით გავლენის მოპოვებას ცდილობს, რაც პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტად მეორედ არჩევის შემდეგ განსაკუთრებით გამოიკევეთა.  პუტინმა რუსეთის რეპუტაციისა და გავლენის აღდეგენა საკუთარ მისიად დაისახა, რაც საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ეგრეთწოდებულ, პუტინის დოქტრინის სახელითაა ცნობილი.  ამერიკელ ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ რუსეთი სნოუდენს ამერიკას არ გადასცემს და ამით საკუთარ სიძლიერეს გაუსვამს ხაზს.

მოსკოვში ვიზიტი თავად სნოუდენისთვის კი მის ისედაც რთულ საქმეს კიდევ უფრო ართულებს ამერიკული მართლმსაჯულების სისტემის წინაშე.  მას აეროპორტში აუცილებლად გაესაუბრებოდნენ რუსეთის დაზვერვის წარმომადგენლები და სნოუდენი მათ ამერიკის სახელმწიფო საიდუმლოს გაუზიარებდა.  ეს კი ამერიკის კანონმდებლობის თანახმად ქვეყნის ღალატია.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, სნოუდენი კვლავ მოსკოვში იმყოფება და სამხრეთ ამერიკისკენ ჯერ არ გაფრენილა.  მისი დაპატიმრების მოთხოვნა ამერიკასა და ტრადიციულად მის მოწინააღმდეგე ქვეყნებს შორის მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების თემა ხდება. მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა სნოუდენს პასპორტი გაუუქმა, ნებისმიერ ქვეყანაში მისი შეშვება მხოლოდ მასპინძელი ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა, რადგან უპასპორტოდ და უვიზოდ ქვეყანაში შესვლის ლეგალური საფუძველი არ არსებობს.

ამერიკის ოფიციალური წრეები სნოუდენის შესახებ

ივნისის დასაწყისში თეთრ სახლში მიმდინარე რამდენიმე სკანდალს კიდევ ერთი დაემატა. გასაჯაროვდა ინფორმაცია მასშტაბური სატელეფონო და ინტერნეტ-თვალთვალის შესახებ. მოგვიანებით, გამოჩნდა ედვარდ სნოუდენიც, შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურის ყოფილი კონტრაქტორი, რომელმაც ინფორმაციის გაჟონვაზე პასუხისმგებლობა აიღო და განაცხადა, რომ მედიას ცნობები სწორედ მან მიაწოდა.

სნოუდენი უმალვე საინფორმაციო საშუალებების ყურადღების ცენტრში მოექცა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამერიკაში მასზე საიდუმლო ინფორმაციის გაცემისთვის ძებნა გამოცხადდა. სნოუდენმა ბრიტანული გამოცემა „გარდიანის“ მიერ ინტერნეტით მოწყობილ ინტერვიუში თქვა, რომ შეერთებული შტატების მთავრობისგან სამართლიანი პროცესის იმედი აღარ აქვს, რადგან ის უკვე ღიად გამოაცხადეს დამნაშავედ სახელმწიფო ღალატში. თუმცა, იქვე დასძინა, რომ „დიკ ჩეინისგან მოღალატის დაძახება ამერიკელისთვის უდიდესი პატივია, რაც კი მას შეიძლება როდესმე ერგოს“.

როგორ რეაგირებენ ამ ყოველივეზე შეერთებული შტატების ოფიციალური წრეები? ობამას ადმინისტრაცია მის დაპატიმრებას, ექსტრადირებას და გასამართლებას გეგმავს. ჰონგ კონგმა, სადაც სნოუდენი იმ მომენტში იმყოფებოდა, უარი თქვა მისთვის საბუთების გაფორმებაზე და უფლება მისცა რუსეთში გაფრენილიყო.

“ისე ჩანს, რომ ის მოსკოვიდან კიდევ ერთ გადაფრენას გააკეთებს. ბევრი ფიქრობს, რომ კუბაში გაემგზავრება. ვიცით, რომ მოსკოვიდან კუბაში რეისებია დანიშნული. თითოეული ეს ქვეყანა მტრულად არის შეერთებული შტატების მიმართ განწყობილი“- განაცხადა ტელეკომპანია „ენ-ბი-სისთან“ ინტერვიუში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაიკ როჯერსმა. ის წარმომადგენელთა პალატაში დაზვერვის კომიტეტს ხელმძღვანელობს. როჯერსის თქმით, ობამას ადმინისტრაციამ ლეგალურად არსებული ნებისმიერი ღონე უნდა იხმაროს, რომ სნოუდენი ამერიკაში დააბრუნოს და გაასამართლოს.

„მისი დაჭერა გვსურს და გასასამართლებლად დაბრუნება“ – აცხადებს დემოკრატი სენატორი დაიან ფეინსტაინი და დასძენს, რომ სნოუდენს პოტენციურად მეტი საიდუმლოს გამჟღავნების შესაძლებლობა აქვს და ის სასწრაფოდ უნდა დააპატიმრონ.

ოფიციალური პირების და კანონმდებლების უმრავლესობა თვლის, რომ სნოუდენმა უდიდესი ზარალი მიაყენა ამერიკის სახელმწიფო ინტერესებს. შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი, რობერტ მიულერი მიიჩნევს, რომ მთავრობის სათვალთვალო პროგრამების გამოაშკარავება ქვეყნის უშიშროების ინტერესებისთვის დიდი დარტყმა იყო. „ქვეყნის უსაფრთხოებას სერიოზული ზიანი მიაყენეს და ყველაფერს ვიღონებთ, რომ ამ საქმეზე პასუხისმგებელი პირი დავაკავოთ“ – აცხადებს ფედერალური ბიუროს დირექტორი.

„ის, რაც სნოუდენმა გაამჟღავნა, გამოუსწორებელი და მნიშვნელოვანი ზარალია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოკავშირეებისთვის“ – ამბობს გენერალი კით ალეგზანდერი, ეროვნული უშიშროების სააგენტოს თავმჯდომარე.

ლინდსი გრემი, რესპუბლიკელი სენატორი, სნოუდენის საქციელის ინფორმაციის გამჭვირვალობის და მედიის თავისუფლებისთვის ბრძოლის ჭრილში განხილვის კატეგორიული წინააღმდეგია.

„თავისუფლების მარშრუტი არა მგონია ჩინეთზე, რუსეთზე და კუბაზე გადიოდეს. იმედი მაქვს, დედამიწის დასასრულამდე გავყვებით მას“ – აცხადებს სენატორი.

სნოუდენი საჯარო განცხადებებში დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ ერთადერთი მიზანი, რაც მას ამოძრავებდა, იყო სიმართლის გამჟღავნება ამერიკის სადაზვერვო სააგენტოების მიერ განხორციელებული სათვალთვალო პროგრამების სრული მასშტაბის შესახებ.

25.06.13

Tags: ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა შესაძლოა გართულდეს
Share1Tweet1

ახალი ამბები

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება
ახალი ამბები

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება

10/19/2026
ტრაგედია „გლდანი მოლში“ – ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა
ახალი ამბები

ტრაგედია „გლდანი მოლში“ – ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა

10/19/2026
„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/17/2026
“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს
ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026

საინტერესო

გიორგი კვირიკაშვილი დონალდ ტრამპს მადლობას უხდის

გიორგი კვირიკაშვილი დონალდ ტრამპს მადლობას უხდის

9 years ago
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხის საგაზაფხულო სესიისთვის გადაიდო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხის საგაზაფხულო სესიისთვის გადაიდო

8 years ago
„მსოფლიო პატრიარქი მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიუღებელ ფორმებით უღებს კარს მწვალებლობას“ – კალაბრიტისა და ეგიალიის მიტროპოლიტი

„მსოფლიო პატრიარქი მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიუღებელ ფორმებით უღებს კარს მწვალებლობას“ – კალაბრიტისა და ეგიალიის მიტროპოლიტი

10 years ago
საგზაო უსაფრთხოების კუთხით ბიუჯეტში 9 მლნ ლარია გათვალისწინებული

საგზაო უსაფრთხოების კუთხით ბიუჯეტში 9 მლნ ლარია გათვალისწინებული

8 years ago

ახალი ამბები

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება
ახალი ამბები

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება

10/19/2026

21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, - ამის...

მეტის ნახვაDetails
ტრაგედია „გლდანი მოლში“ – ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა

ტრაგედია „გლდანი მოლში“ – ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა

10/19/2026
„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/17/2026
“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება 10/19/2026
  • ტრაგედია „გლდანი მოლში“ – ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა 10/19/2026
  • „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 10/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by