საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაიანას პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე დავიდ არტურ გრეინჯერმა კიდევ ერთხელ გამოხატა გაიანას ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, რისთვისაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მას მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და გაიანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპეტივები, მათ შორის, პოლიტიკურ და სავაჭრო- ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები.