• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, June 26, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ამ სეზონზე “ზეთას“ 8000 სტუმარი ეწვია“ – ანანო არაბული

11 years ago
კატეგორია: ეკონომიკა, მთავარი მოვლენები
A A
„ამ სეზონზე “ზეთას“ 8000 სტუმარი ეწვია“ – ანანო არაბული
5
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თბილისიდან 180 კილომეტრში, რამდენიმე წელია, ლაშქრობისა და მთის მოყვარულებს, ტურისტული ბანაკი – „ზეთა“ მასპინძლობს.

ბანაკი ყაზბეგის რაიონის სოფელ ჯუთაში, ზღვის დონიდან 2300 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ადგილზე შესაძლებელია გადაიხადოთ დაბადების დღე, ქორწილი, მოუწყოთ სიურპრიზი საყვარელ ადამიანს ან უბრალოდ, დაისვენოთ მშვიდ გარემოში და ისიამოვნოთ ბუნების ცქერით.

 „ზეთა“ 2009 წელს გაიხსნა და დღემდე, როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურისტებისთვის განსაკუთრებულ ადგილად რჩება. ყოველწლიურად, ბანაკში სტუმრების რაოდენობა იმატებს და მათი რიცხვი უკვე, რამდენიმე ათასს აღწევს.

სტუმრებს ადგილზე კარვები, კოტეჯები, ღამის გასათევი „ბურთები“, გემრიელი კერძები და ორიგინალური ინფრასტრუქტურა ხვდებათ, თუმცა  ყველაზე მთავარი მათთვის მაინც ჭიუხებია,რომლის ძირშიც მდებარეობს  სოფელი ჯუთა.

რას ნიშნავს სახელი „ზეთა“, როგორია მისი შექმნის ისტორია და რა სიახლეებია დაგეგმილი ტურისტულ ბანაკში? – სეზონის დასასრულს „თბილისი თაიმსს“ ამ დეტალებზე „ზეთას“ დამფუძნებელი და დირექტორი ანანო არაბული ესაუბრა. 

12033791_1050202555011020_669336165_n

როგორ შეიქმნა  ტურისტული ბანაკი „ზეთა“ და რამდენი წელია, რაც ის არსებობს?

– „ზეთას“ შექმნის ისტორია, რა თქმა უნდა, უკავშირდება ყაზბეგს, სოფელ ჯუთას. მამა წარმოშობით ამ სოფლიდან არის და ზაფხულობით ყოველ წელს აქ ვისვენებდით. სოფელში არაფერი  ხდებოდა, მხოლოდ რამდენიმე ტურისტი თუ გამოჩნდებოდა. წლების შემდეგ გადავწყვიტეთ მე და ჩემმა მეგობარმა, რომელიც აქტიური მთასვლელია, შეგვექმნა ტურისტული ბანაკი, შემდგომ გავხდით პარტნიორები და ამ პროექტზე მუშაობა დავიწყეთ.

ქრონოლოგიურად,რომ მივყვეთ ყველაფერი 2008 წელს დაიწყო და „ზეთა“ 2009 წელს გავხსენით, ბანაკი ტურისტებისთვის ღია მხოლოდ ერთი თვე იყო. სეზონის მიწურულს დაემთხვა გახსნა, თუმცა პირველივე თვეს ბევრი სტუმარი მივიღეთ. თავდაპირველად მხოლოდ კაფე და რამდენიმე კარავი გვქონდა, შემდგომ დროთაგანმავლობაში სხვა ინფრასტრუქტურაც მივამატეთ.

რას ნიშნავს სახელი „ზეთა“ და რატომ აარჩიეთ სწორედ  ის ადგილმდებარეობა,სადაც დღესდღეობით, ბანაკი არსებობს?

– იმ ტერიტორიას, სადაც დღეს ჩვენი ბანაკი მდებარეობს ადრე „ზეთა მეიდანს“ – ანუ ზემო ადგილს ეძახდნენ. შესაბამისად, ჩვენ ეს სახელი შევკვეცეთ და დავტოვეთ მხოლოდ ზემო, ანუ “ზეთა“.

სახელიდან გამომდინარე, ტურისტული ბანაკი, სოფლის მოშორებით სწორედ შემაღლებულ ადგილას დგას. რატომ ეს ადგილმდებარეობა? – პირველ რიგში, იმიტომ რომ ძალიან ლამაზია ირგვლივ ყველაფერი, ისევე როგორც მთელს ყაზბეგში, თუმცა ჭიუხები, რომლითაც ყველა ინტერესდება “ზეთადან“ ყველაზე უკეთ ჩანს.

zeta

რას სთავაზობს  ბანაკი ქართველ და უცხოელ ტურისტებს და რატომ უნდა აირჩიონ „ზეთა“ ლაშქრობის მოყვარულებმა?

– ცალსახად,რისი თქმაც შემიძლია, პირველ რიგში, არის ის რომ „ზეთა“ უბრალოდ განსაკუთრებული ადგილია. ესთეტიკური თვალსაზრისით ის ყველას ხიბლავს. შესაბამისად, ასეთ მშვენიერ ადგილას, სადაც ექსტრემალები, ლაშქრობის მოყვარულები თუ უბრალოდ სტუმრები ხშირად დადიან, ტურისტული ბანაკი განტვირთვის საშუალება ხდება. ჩვენ ვთავაზობთ მათ ელემენტარულ პირობებს, რომ დაიძინონ სუფთად, ისარგებლონ სველი წერტილებით, მიირთვან გემრიელი საჭმელი, მოწყდნენ ხმაურიან ქალაქს და  იყვნენ მშვიდ გარემოში.

რა სახის მომსახურებას სთავაზობთ სტუმრებს და როგორია ფასები?

– ტურისტული ბანაკი „ზეთა“ სტუმრებს ღამის გასათავად სთავაზობს,როგორც კარვებს, ისე კეთილმოწყობილ კოტეჯებს. როგორც უკვე ვთქვი, თავიდან მხოლოდ კარვები გვქონდა, მაგრამ შემდგომ დავამატეთ ოთახებიც, გავაფართოვეთ კაფე, შევმატეთ დეკორაციული ელემენტები. გარდა ამისა, გვყავს გიდი და  ტურისტებს ვთავაზობთ სხვადასხვა ტურს თუშეთამდე, ჭიუხებამდე, შესაძლებელია ცხენების ქირაობაც. ერთი ღამის გატარება ბანაკში  17 ლარიდან 45 ლარამდე მერყეობს.

12043825_1050203845010891_1475606575_o

საშუალოდ ერთი სეზონის განმავლობაში, რამდენი სტუმარი ჰყავს ტურისტულ ბანაკს და თუ გახსენდებათ განსაკუთრებული ან საინტერესო შემთხვევები, რომელიც სტუმრებთან არის დაკავშირებული?

– მაგალითისთვის, როდესაც თავდაპირველად „ზეთა“ გაიხსნა 2009 წელს, ვიმუშავეთ მხოლოდ ერთი თვე, მთელი აგვისტო და უკვე 200 სტუმარი გვყავდა. წლები გადის და რა თქმა უნდა, უფროდაუფრო იმატებს სტუმრების რაოდენობა. ამ სეზონზე „ზეთას“  8000 სტუმარი ეწვია, ტურისტები როგორც ქართველები, ისე უცხოელები არიან, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებიდან გვსტუმრობენ. სეზონს ვამთავრებთ 30 სექტემბერს.

რაც შეეხება საინტერესო და განსაკუთრებულ შემთხვევებს, ძალიან ბევრი ამბის გახსენება შემიძლია. მაგალითად, ხვალ რუსი წყვილის ქორწილია და ამ წუთებში მზადების პროცესში ვართ, ვბერავთ ბუშტებს, ვამზადებთ დეკორაციებს და ა.შ. ამ სეზონზე უკვე 5-მა წყვილმა იქორწინა „ზეთაზე“.  დაბადების დღეები და სხვა წვეულებები კი ძალიან ხშირია.

12053119_1050203818344227_802025907_n

როგორ შეაჯამებთ ამ სეზონს და თუ გეგმავთ სიახლეებს მომავალი სეზონისთვის?

– ძალიან კარგი და ნაყოფიერი სეზონი გვქონდა, რაც პირველ რიგში, ჩვენი სტუმრებისა და პერსონალის დამსახურებაა.

ყოველწლიურად სტუმართა რიცხვი იმატებს და ჩვენც ვცდილობთ, რომ არსებულ მოთხოვნებს ვუპასუხოთ, ვგეგმავთ გაფართოებას, რესტორნისთვის ახალი შენობის აშენებას, რომელსაც ექნება თავისი ბარი, დიდი სამზარეულო და საკონფერენციო სივრცე. შესაბამისად მომავალი სეზონისთვის ბევრი სიახლე გვექნება.

ესაუბრა

ნათია კეკენაძე

ნათია

Share2Tweet1

ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა
ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია
ახალი ამბები

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა
ახალი ამბები

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026
არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს
ახალი ამბები

არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

06/10/2026

საინტერესო

ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 86 მილიონი ლარი დაიხარჯება

ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 86 მილიონი ლარი დაიხარჯება

11 years ago
ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა საგანგებო რეჟიმში გრძელდება

კახეთის რეგიონის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ღირებულება საქართველოს სხვა რეგიონებისფასებს გაუთანაბრდება

10 years ago
„ყველა რეგიონი არის გარკვეული სტიქიური უბედურების რისკის ქვეშ“ – ნინო ჩხობაძე

„ყველა რეგიონი არის გარკვეული სტიქიური უბედურების რისკის ქვეშ“ – ნინო ჩხობაძე

2 years ago
“ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ცენტრის დაარსება არ არის საფრთხის შემცველი”

“ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ცენტრის დაარსება არ არის საფრთხის შემცველი”

11 years ago

ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026

საქართველოს საპატრიარქო სოციალურ ქსელში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის მიმართვას...

მეტის ნახვაDetails
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026
  • „მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by