საქართველოს პრემიერ-მინისტრი წელს მოლდოვას ეწვევა, – ირაკლი ღარიბაშვილმა ვალერი სტრელეცისგან მიწვევა დღეს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მიიღო.
პრემიერ-მინისტრებმა ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს, რომლის დროსაც ორივე მხარემ ხაზი გაუსვა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საჭიროებას. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურების ოფიციალური გაცვლითი ვიზიტები უახლოეს პერიოდში დაინიშნება.