საქართველოსა და ბელიზს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. შესაბამის შეთანხმებას ქ.ნიუ-იორკში, ხელი მოაწერეს საქართველოსა და ბელიზის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, გიორგი კვირიკაშვილმა და უილფრედ პიტერმა.
დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება ხელს შრუწყობს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ ბელიზი ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის 30-ე ქვეყანაა, რომელთანაც საქართველომ დიპლომატიური კავშირი დაამყარა.
შეგახსენებთ საქართველოს ამ დროისთვის დიპლომატიური ურთიერთობა 185 ქვეყანასთან აქვს დამყარებული.