• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, October 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ეტყობა ბატონ კალაძეს ჰგონია, რომ შაბათ-კვირას ის ხელისუფლებას არ წარმოადგენს”

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
“რასაც ივანიშვილი აკეთებს, არის აბსოლუტურად გაუგებარი ახირება”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

nino_burjanadze_4088“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნებს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებივით ჩაატარებს, არ ეგონოთ რომ ხავერდოვნად ჩაივლის.

ბურჯანაძის განცხადებით, არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერი იძულებული არ გახდებოდა ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებზე გაეკეთებინა აქცენტი, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა ვერა და ვერ გახდა დემოკრატიის გზაზე დამდგარი ქვეყანა.

როგორც ბურჯანაძე აცხადებს, საუბარი არ არის კანდიდატებზე და პიროვნებებზე, საუბარია პროცედურებზე, რომლითაც ჩატარდა არჩევნები, რამაც ნათელი გახადა, თუ რას აპირებს ხელისუფლება მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე.

“საუბარია არა მხოლოდ იმაზე, რაც უშუალოდ არჩევნების დღეს ხდებოდა, არამედ იმაზე რაც მანამ მოხდა, როდესაც ერთ-ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო მონაწილეობის მიღება არჩევნებში, იმის გამო რომ მის მომხრეებზე განხორციელდა ზეწოლა. ძალიან საგანაგაშოა ის გარემოება, რომ არჩევნებს მთელი დღის განმავლობაში ესწრებოდა ხელისუფლების ერთ-ერთი უმაღლესი პირი, რომელმაც თავისი იქ ყოფნა გაამართლა იმით, რომ იმ დღეს შაბათი იყო. ეტყობა ბატონ კალაძეს ჰგონია, რომ შაბათ-კვირას ის ხელისუფლებას არ წარმოადგენს. მიუხედავად კალაძის სპორტული დამსახურებებისა, ის ამჯერად არის არა ფეხბურთელი, არამედ ვიცე-პრემიერი და მისი არჩევნებზე ყოფნა პირდაპირ იხილება სახელისუფლებო რესურსის გამოყენებად და ზეწოლის ფაქტად”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის თქმით, ის რომ ხელისუფლებამ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ შეცვალა საარჩევნო გარემო, პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება ისეთივე მეთოდებით აპირებს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, როგორც ეს მან 2 დღის წინ განახორციელა ფეხბურთის ფედერაციის არჩევნების დროს.

მისი თქმით, ის რომ მაინც და მაინც არჩევნების წინა დღეს ხდება ადამიანის დაკავება, ეს სერიოზულ ეჭვებს აჩენს და გვახსენებს წინა ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ქმედებებს.

“ქართული ოცნება” დაადგა “ნაციონალური მოძრაობის” – “ნაციონალიზაციის” გზას. ერთადერთი რაც იმედს მიტოვებს არის ის, რომ ისინი იმდენად უსუსურნი არიან, იმედია ერთი წლის განმავლობაში ვერ შეძლებენ სრულყოფილად გადმოიღონ “ნაციონალური მოძრაობის” მუშაობის მეთოდები. მინდა გავაფრთხილო “ქართული ოცნება”, ნუ გექნებათ იმის ილუზია, რომ თუ თქვენ საპარლამენტო არჩევნებს ისევე ჩაატარებთ, როგორც ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებს, ხავერდოვნად დასრულდება ეს პროცესი და ვინმე მოგილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას. მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, დიპლომატიურ კორპუსს, მიაქციონ ყურადღება იმ საგანგაშო სიგნალებს, რომელიც აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს. ამას ქვეყანაში ძალიან მძიმე შედეგები მოყვება და ამაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ბიძინა ივანიშვილს დაეკისრება”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ არის პროფესიონალი პოლიტიკოსი, ამიტომ არ არის ვალდებული პოლიტიკური პროცესების ანალიზი გააკეთოს, თუმცა მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოს პოლიტიკოსების განცხადებებს და ამის შემდეგ საკუთარი დასკვნები გამოიტანოს.

“ქვეყანაში მზადდება საპარლამენტო არჩევნების გაყალბება, ეს ქვეყნისათვის დამღუპველი იქნება. დღეს ყველას შეგვიძლია არ დავხუჭოთ თვალები არც ერთ ნიშანზე, რომელიც ამისკენ მიუთითებს, ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ არჩევნების გაყალბება არავის შერჩება,” – განაცხადა ბურჯანაძემ.
ნინო ბურჯანაძის განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

ქართველ მუსლიმთა რელიგიური და არარელიგიური ტრადიციები

ქართველ მუსლიმთა რელიგიური და არარელიგიური ტრადიციები

9 years ago
სარფში 2.61 გრამი მარიხუანა აღმოაჩინეს

სარფში 2.61 გრამი მარიხუანა აღმოაჩინეს

9 years ago

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის მთავარსარდალს სეხვდა

12 years ago
“ყველაზე ლამაზო, ყველაზე მებრძოლო, ყველაზე ერთგულო” – მარიამ სირბილაძე მოულოდნელად გარდაიცვალა

“ყველაზე ლამაზო, ყველაზე მებრძოლო, ყველაზე ერთგულო” – მარიამ სირბილაძე მოულოდნელად გარდაიცვალა

3 years ago

ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედას ეძებენ. „ვეძებთ ნათია დიაკვნიშვილს (დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედას) თუ...

მეტის ნახვაDetails
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026
  • „3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა 10/14/2026
  • „ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი 10/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by